USD 3.3073
EUR 3.9215
RUB 4.3481
თბილისი
სერგეი ლავროვი- ვის ინტერესებს ლობირებს რუსეთის ნომერ პირველი დიპლომატი?!
თარიღი : 11.17.2020 01:02  2431

პუტინის მარჯვენა ხელის,  სერგეი ლავროვის (ქალანთაროვი) აპოლიტიკური პორტრეტის შტრიხები ასეთია: სერგეი ლავროვი (ქალანთაროვი) დაიბადა 1950 წლის 21 მარტს. მის ძარღვებში სომეხი მამისა და საქართველოში მცხოვრები რუსი დედის (გვარად ლავროვა) სისხლი ჩქეფს. გიმნაზია ვერცხლის მედალზე დაამთავრა. დაოჯახდა სტუდენტობისას, მესამე კურსზე სწავლისას. ჰყავს ქალიშვილი. გატაცებულია სპორტით და ნებისმიერ ხელსაყრელ დროს კავდება საყვარელი თხილამურებით, ფეხბურთითა და რაფტინგით. მისი ჰობია ლექსების წერა. ის გახლავთ ავტორი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის ჰიმნისა. უკრავს გიტარაზე და აგროვებს პოლიტიკურ ანეკდოტებს, რომელთა უმრავლესობა ზეპირად იცის და ძალიან უყვარს მათი მოყოლა.

მან იცის მშობლიური სომხური ენა, თუმცა კარგად იცის რუსული, ინგლისური, ფრანგული და სინგალური ენები. ამ უკანასკნელზე შრი–ლანკაში ლაპარაკობენ, სადაც ლავროვი პირველ უცხოურ მივლინებაში გახლდათ გაგზავნილი

2005 წლის 17 თებერვალს, ერევნის სლავურ უნივერსიტეტში ყოფნისას, მას სტუდენტებმა ჰკითხეს, თქვენი სომხური წარმოშობა ხელს ხომ არ გიშლითო? მან უპასუხა, მე თბილისური ფესვები მაქვს იმიტომ, რომ მამაჩემი იქიდან არის, მე სომხური სისხლი მაქვს, სხვა სისხლი ჩემში არ ყოფილა. ეს სისხლი ხელს არაფერში მიშლისო.

რაც შე­ე­ხე­ბა სერ­გეი ლავ­რო­ვის საქართველოსთან  ურ­თი­ერ­თო­ბას, 2016 წელს ახალ­გაზ­რდულ ფო­რუმ­ზე მან გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან უყ­ვარს და ჩა­მოს­ვლა სურს, თუმ­ცა სტა­ტუ­სის გამო ამას ვერ ახერ­ხებს...

"ჩვენ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ელ­ჩო არ გვაქვს, ამის მი­ზე­ზი კი ის არის, რომ სა­ა­ა­კაშ­ვილ­მა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თერ­თო­ბე­ბი გა­წყვი­ტა... ინ­ტე­რე­სე­ბის სექ­ცია კი შვე­ი­ცა­რი­ამ გახ­სნა. ყვე­ლას ეს­მის, არა­ვინ და არ­სად წა­სუ­ლა. უბ­რა­ლოდ, შე­ნო­ბა­ზე აბრა გა­მო­იც­ვა­ლა... ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­დი­ან და მჯე­რა, რომ ამ პრობ­ლე­მას მო­ვაგ­ვა­რებთ" - გა­ნა­ცხა­და მან.

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის აღზრდილი, კარიერული დიპლომატი, რომელმაც საქმიანობა საგარეო საქმეთა სამინისტროში ყველაზე დაბალი საფეხურიდან დაიწყო და უწყების ხელმძღვანელი გახდა. 1994 წელს ის რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გახდა გაეროში. იქ იგი დაუღალავად შეუდგა კრემლის სტრატეგიული ხაზის გატარებას, რომლისაც თავად ღრმად სწამს: რუსეთის, როგორც დიდი „დერჟავის“ პოზიციების აღდგენა.

ცნობილია, რომ ლავროვი ეწინააღმდეგება აშშ-ის დომინირებას საერთაშორისო სარბიელზე. ამასთან, მსოფლიოს თავი, ლავროვმა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში გამოყენებული უამრავი ვეტოთი დაამახსოვრა, რისთვისაც „მისტერ არა“ შეარქვეს. მისი ერთ-ერთი კერპი, ალექსანდრ გორჩაკოვი გახლავთ, რომელიც რუსეთის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ყირიმის ომში დამარცხების შემდეგ ჩაუდგა სათავეში და, დაახლოებით, 30 წელი მართავდა.

ლავროვის აზრით, გასული საუკუნის 90-იანი წლები რუსეთისთვის დაკარგული დროა, დრო, როცა ქვეყანა დამცირებული იყო.

„დღეს კი რუსეთს აქვს შინაგანი ძალა, უფრო ძლიერია ეკონომიკურად და წარმატებით აგვარებს სოციალურ პრობლემებს. ამიტომ რუსეთს შეუძლია, თავს უფლება მისცეს და „თავდაჯერებული“ საგარეო პოლიტიკა გაატაროს“, _ მიიჩნევს ლავროვი

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სერგეი ლავროვის ერთადერთი ქალიშვილი-ეკატერინე ლავროვა, დაიბადა და გაიზარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შესაბამისად არის ამერიკის მოქალაქე; იქვე მიიღო განათლება და მხოლოდ 23 წლის ასაკში გადავიდა საცხოვრებლად რუსეთში, მას შემდეგ რაც ცოლად გაჰყვა მსხვილი ფარმაცევტული ქსელის მფლობელს- ალექსანდრ ვენოკუროვს და მის გვარზე გადავიდა. რუსულ პრესაში ხშირად იწერება სტატიები ლავროვების სოლიდური ( ასახელებენ 5 მილიარდამდე დოლარს) დანაზოგის შესახებ, რომელიც ევროპულ ბანკებში ინახება ალექსანდრა ვენოკუროვას ანგარიშებზე.

რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თის "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის" აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ ლავ­რო­ვი აფხა­ზეთ­ში მე­სა­მედ ჩა­ვი­და. პირ­ვე­ლად, აფხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, 15 სექ­ტემ­ბერს, ის აფხა­ზეთს სა­მო­ქა­ლა­ქო ლა­ი­ნე­რით ეწ­ვია. ის იყო სხვა ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, ვინც ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში არა­სამ­ხედ­რო საფ­რე­ნი აპა­რა­ტით ჩაფ­რინ­და.

მე­ო­რედ რუსი დიპ­ლო­მა­ტი აფხა­ზეთ­ში, 2011 წლის 26 აპ­რილს ჩა­ვი­და, რო­დე­საც მოს­კოვ­მა და სო­ხუმ­მა უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­სა­ხებ ნო­ტე­ბი გაც­ვა­ლეს. მან იმ დროს ე.წ. აფხა­ზე­თის "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის, რო­გორც გაწ­ვე­უ­ლე­ბის­თვის, ასე­ვე, სა­კონ­ტრაქ­ტო სამ­სა­ხუ­რით მყო­ფე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მის დამ­ყა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას ხელი მო­ა­წე­რა.

მე­სა­მედ, რუ­სე­თის ნო­მერ პირ­ვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, სო­ხუმ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ელ­ჩოს ახა­ლი კომ­პლექ­სის გახ­სნა­ზე და­სას­წრე­ბად ჩაფ­რინ­და.

მიუხედავად იმისა, რომ ლავროვი ოფიციალურად პუტინის მარჯვენა ხელად და რუსული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე შეუპოვარ გამტარებლად ითვლება მსოფლიოში, ამ მედალს მეორე მხარეც აქვს, რომელიც მას სულ სხვა კუთხით წარმოაჩენს.

სერგეი ლავროვის (ქალანთაროვი) პოლიტიკური ნაბიჯები და ქმედებები ცალსახად წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ იგი სომხეთის შეუცვლელი ლობისტია და რუსეთის ძალაუფლების გამოყენებით გამუდმებით მათ ინტერესებს ატარებს.

და ეს, რომ ასეა ამას უკვე არც რუსული მედია და პოლიტიკური წრეები მალავენ და უკვე ხმამაღლა აპროტესტებენ  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მსგავს ქმედებებს, რომლებიც ხშირად რუსეთის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ და ე.წ. სომხური  „ლობის“ სასარგებლოდ არის მიმართული

სულ ახლახან სერგეი ლავროვმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლათინური ამერიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სერგეი მელიქ-ბაღდასაროვის, ვენესუელაში ელჩად დანიშვნის შესახებ. მან ამ პოსტზე რუსეთის ფედერაციის ელჩი ვლადიმერ ზაემსკი შეცვალა.

მელიქ-ბაღდასაროვის დანიშვნა კიდევ ერთი აშკარა მაგალითია იმისა, თუ რაოდენ ღრმად აქვს ფესვები გადგმული ნეპოტიზმს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მელიქ-ბაღდასაროვი ერთ-ერთი იმ მრავალთაგანია, რომელთაც მაღალი თანამდებობები სომხური წარმოშობის დამსახურებით მიიღეს   რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში. ლავროვის მჭიდრო კავშირები მსოფლიოს მრავალრიცხოვან სომხურ 

ლობისთან კი უკვე წარმოადგენს პატრიოტულად მოაზროვნე დიპლომატების შეშფოთების საგანს.

სანდო წყაროები იუწყებიან, რომ ლავროვს ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და სწორედ მათი თანამშრომლობის შედეგად სომხეთში საკმაოდ დიდი რაოდენობის რუსული ფულის შედინებაც ხდებოდა.

ლავროვის ხელმძღვანელობით საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის "არმენიზაციის" პროცესი მიმდინარე და თანმიმდევრულია. სამინისტროს დეპარტამენტები და სხვადასხვა განყოფილებები ძირითადად  სომხეთიდან ჩამოყვანილი კადრებითაა დაკომპლექტებული.  უკვე მრავალი წელია ირანის ელჩად  ლევან  ჯაგარიანი მსახურობს. კითხვა - არის თუ არა მისი პროფესიული საქმიანობა რუსული ინტერესების გამტარებელი, დიდი ხანია დასმულია, თუმცა პასუხს როგორც წესი ყველა პასუხისმგებელი პირი თავს არიდებს.  არც თუ ისე დიდი ხნის წინ სწორედ ჯაგარიანის დამსახურებით ჩაიშალა ირანში რუსეთის გეოსტრატეგიული პროექტი. საუბარია საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის "ჩრდილოეთ-სამხრეთის" პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთისა  და ბალტიის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების შექმნას ინდოეთთან აზერბაიჯანისა და ირანის გავლით. როგორც ჩანს, პროექტში აზერბაიჯანის როლმა  ჯაგარიანს თავისი სომხური ფესვების შესახებ შეახსენა და და პროქტის მესვეურებს აცნობა, რომ რუსეთი პროექტში მონაწილეობით დაინტერესებული არ იყო.  სამაგიეროდ მან  დიდი სიხარულით დაარწმუნა დამსწრე საზოგადოება მხარი ირან- სომხეთის შემაერთებელი,  დიდი ხნის მივიწყებული სარკინიგზო პროექტისთვის დაეჭირათ.  ეს ისტორია ცხადყოფს, რომ ლავროვის კადრები მისი მხარდაჭერის იმედით საკმაოდ საკამათო და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებენ.

გარდა ირანისა, ლავროვს  რუსეთის ელჩებად სომხური წარმოშობის კადრები ბრაზილიასა და კოსტა-რიკაშიც ჰყავს დანიშნული. 

გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის მოკავშირეები, კერძოდ კი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები, ჯაგარიანის ინციდენტის შემდგომ  საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილნი თავისი მოკავშირის მიმართ. განსაკუთრებით კი ყაზახეთის პრეზიდენტი. ნაზარბაევმა, რომელსაც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს ლავროვთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის არაღიარების გამო.  

ეს ყველაფერი არაა და რუსეთის სომხეთისადმი მხარდაჭერის გამოსახატად სერგეი ლავროვი პირადად ეწვია რუსეთის სომეხთა კავშირის თავმჯომარეს არა აბრამიანს 60 წლის იუბილეზე. მას თან პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი და ვლადიმერ ჟირინოვსკიც ახლდნენ. ღონისძიებაზე სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და მთიანი ყარაბახის არაღიარებული ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ბაქო სააკიანიც იმყოფებოდნენ.  სწორედ  ამ მეგობრული თავყრილობის შემდეგ ლავროვი პირდაპირ სოხუმში გაემართა რუსეთის საელჩოს გასახსნელად, სადაც პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სომხეთს შორის სატვირთო სატრანზიტო დერეფნის გახსნა იგეგმება. ლავროვმა შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, რომ პროქტით დაინტერესებული ორივე მხარეა, რუსეთი კი მათ უბრალოდ ლობირებას გაუწევს.  რა თქმა უნდა, საქართველოსთვის აზრი არავის უკითხავს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელმა ე.წ.  პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა: „ჩვენ როგორც სუვერენულ და აღიარებულ რესპუბლიკას, რომელსაც აღნიშნული პროექტის განხორციელების სურვილი აქვს, გვსურს ყველაფერი ცივილურად და წესისამებრ მოვაგვაროთ. დარწმუნებული ვარ საქართველო ხელს არ შეუშლის პროექტის განხორციელებას“.

რაც შეეხება აფხაზეთს, მისი მოსახლეობის უმრავლესობას უკვე სომხები წარმოადგენენ და მხოლოდ დროის საკითხია როდის გახდება საბოლოოდ „მესამე სომხურ სახელმწიფოდ“. (თავად სომხეთისა და მთიანი ყარაბახის შემდეგ).

ფაქტობრივად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სომხური ლობის ხელმძღვანელობით, მთელ მსოფლიოში ახდენს დემონსტრირებას, რომ რუსეთს მოკავშირეები აღარ დარჩენია ნორმალურ სახელმწიფოებში. ბელორუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან ლავროვის განსაკუთრებით უარყოფიტი დამოკიდებულება იმით არის განპირობებული, რომ ლუკაშენკო უარს ამბობს, სომხური პოლიტიკის გატარებაზე,   აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" აღიარებასთან დაკავშირებით.

მაშინ ვინღა დარჩა კავკასიაში ”დიდი რუსეთის” მოკავშირე, რა თქმა უნდა, ”დიდი სომხეთის” გარდა. როგორც ლავროვის მიერ გატარებული პოლიტიკა გვიჩვენებს, "რუს მოკავშირეებად"  მხოლოდ  კავკასიის სეპარატისტული კვაზი სახელმწიფო წარმონაქმნები გამოდიან, სხვა სუვერრუნული ქვეყნების ტერიტორიაზე, რომელთა შექმნა ასევე მოხდა სომხური ლობის გეგმების და სტრატეგიების შესაბამისად ხდებოდა.

როგორც რუსული პრესა აცხადებს, თავისი ქმედებებით სერგეი ლავროვმა პირდაპირ გვიჩვენებს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა, დიდი დოზით ემსახურება სომხური ლობის ინტერესებს. უფრო მეტიც, ზოგიერთი სომეხმა ნაციონალისტი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ლავროვი ამზადებს "სომხეთისა და რუსეთის გაერთიანებას" და მიანიშნებს, რომ ამ პროცესში ქართული სახელმწიფო სრულიად ზედმეტია.

ზოგიერთი რუსი ექსპერტის განცხადებით,  რუსეთის პოლიტიკა, სომხეთური ლობის  დე ფაქტო ხელმძღვანელობით,  საშიში ხდება მისი მეზობლებისთვის.  სინამდვილეში, გადაწყვეტილია რუსეთის საგარეო პოლიტიკის”განადგურება” და ამის ხარჯზე სომხური ინტერესების მოგვარება.

 ამიტომ შესაძლებელია, უახლოეს ხანში რუსეთმა შეიძლება დაიწყოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა,რომლის

შემდეგადაც აფხაზეთი გახდება "მესამე სომხური სახელმწიფო" (სომხეთისა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის შემდეგ).

რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა საკმაოდ არათანმიმდევრულია. ე.წ. პოლიტიკური ელიტა დაქსაქსული, პოლიტიკოსები მერკანტილურები. ასეთ პირობებში გადაწყვეტილების მიმღები პირები ძირითადად პირად ან თავიანთი ვიწრო წრის ინტერესებს ატარებენ. ( როგორც მაგალითად ლავროვი) შეიძლება ითქვას, რომ გარშემომყოფთა შორის ვლადიმერ პუტინი ყველაზე ადეკვატურია, რამეთუ იგი ნამდვილად ატარებს რუსეთის ნაციონალურ ინტერესებს მსოფლიო პოლიტიკაში.

ასეთ პირობებში საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, კარგად გაანალიზოს მის საზღვრებთან მიმდინარე პროცესები და მზად იყოს გადადგას ადეკვატური ნაბიჯები, რათა  ბ-ნი ლავროვის გეგმების ცხოვრებაში რეალიზებას შეუშალოს ხელი.

სერგეი ლავროვს (ქალანთაროვი) და სომხურ ლობს კი, კიდევ ერთი თბილისელი, რუსის სახელმწიფო დიდ მოხელის „წინასწარმეტყველებას“ შევახსენებდით, რომელიც მან მთიან კარაბახთან დაკავშირებით გააკეთა და რომელიც უკვე ასრულდა კიდეც, სულ 4-5 დღის წინ.

რუსეთის ყოფილი, თბილისელი, პრემიერ მინისტრი ევგენი პრიმაკოვი, ცნობილ მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე აფრთხილებდა სომხეთს, რომ აზერბაიჯანი "ყველაფერს წაართმევს მას", თუ ერევანი არ დათმობს მთიანი ყარაბაღის ნაწილს.

და ეს რჩევა მან,  ”ყარაბაღში დიდი სომხური გამარჯვების დროს” მისცა სომხეთის ექსპრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანს.

”ჩვენ შევთანხმდით ევროპასა და შეერთებულ შტატებთან, რომ თქვენ დაუბრუნოთ ოკუპირებული რაიონები აზერბაიჯანს, ამის სანაცვლოდ კი აზერბაიჯანი ცნობს ყარაბაღის "სომხურ" ნაწილს "

ამ შეთავაზებაზე, მაშინ პრიმაკოვმა უარი მიიღო, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ გააფრთხილა სომხური მხარე - ”აზერბაიჯანმა იცის მუშაობა და ლოდინი. მათ აქვთ რესურსები. დასჭირდებათ 10, 20, 30 წელი, ისინი ძალას მოიკრებენ და ყველაფერს წაგართმევენ”.

ბლოგი
საერთაშორისო მულტიმედია პლატფორმები და საინფორმაციო სააგენტოები საქართველოში

ინტერნეტის საშუალებით ტრადიციულ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების გავრცელება არის უალტერნატივო გზა, რომლის გავლაც ბეჭდური მედიის ორგანიზაციებს უხდებათ. ამ გზაზე თავს იჩენს კიდევ ერთი აუცილებლობა: ერთი და იმავე მასალის ვიდეო და აუდიო პლატფორმებში გადატანა. მრავალ პლატფორმაზე მუშაობა, იგივე მულტიმედია ის მიმართულებაა, რომელსაც მთელს მსოფლიოში ბეჭდური მედიის სულ უფრო მეტი რედაქცია ავითარებს.

ინტერნეტსივრცის უნიკალურობა ხომ ისიცაა, რომ მას ბეჭდურთან ერთად ვიდეო და აუდიო პლატფორმებისთვის მომზადებული ჟურნალისტური პროდუქციის გავრცელებაც შეუძლია. დღესდღეობით ეგრეთ წოდებული „შერწყმული ახალი ამბების ოთახი“ ანუ „ქონვერჯენს ნიუსრუმი“ აქვთ არა მხოლოდ დასავლეთის მედიამაგნატებს, არამედ შედარებით წვრილ მედიაორგანიზაციებსაც. მათ შორისაა როგორც ბეჭდური მედიის რედაქციები, ისე ტელევიზიები, რადიოსადგურები და ახალი ამბების სააგენტოები.

გაზეთისა და ზოგადად მედიაორგანიზაციების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა საინფორმაციო სააგენტო. მისი ძირითადი ფუნქცია ახალი ამბების მოპოვება, დამუშავება და გავრცელებაა. მსოფლიოში უძველეს საინფორმაციო სააგენტოდ ითვლება საფრანგეთში 1835 წელს ფრანგი სარეკლამო აგენტისა და მთარგმნელის შარლ-ლუი ჰავასის მიერ დაარსებული საინფორმაციო ბიურო.

თავდაპირველად სააგენტოს ოფიციალური სახელწოდება „ჰავასი“ იყო, მოგვიანებით კი მას „ფრანს პრესი“ დაერქვა და დღემდე ასეა ცნობილი. საინფორმაციო სააგენტოები ასევე დააარსეს „ჰავასის“ კიდევ ორმა თანამშრომელმა: პოლ როიტერმა ლონდონში და ბერნარდ ვულფმა – ბერლინში.

ამ სამ სუბიექტს შორის ერთხანს ერთგვარი კარტელური შეთანხმებაც კი იყო გაფორმებული. ეს ნიშნავდა, რომ ევროპის კონტინენტი მათ გეოგრაფიული თვალსაზრისით გადაინაწილეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ ტერიტორიაზე, სადაც „ჰავასი“ მუშაობდა, არ მუშაობდა „როიტერი“, ასევე ვულფის საინფორმაციო სააგენტო და პირიქით. აღსანიშნავია, რომ 1851 წლიდან დამოუკიდებლად მომუშავე „როიტერი“ დღემდე ერთ-ერთ უძლიერეს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოდ რჩება. 9    

საინფორმაციო სააგენტოების მომსახურება მედიაორგანიზაციებისთვის, როგორც წესი, ფასიანია. თუმცაღა ინტერნეტის მასობრივი გავრცელების შემდეგ ინფორმაცია იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მისი უფასოდ გამოყენება აუდიტორიის ფართო წრესაც შეუძლია.

 

ამჟამად საინფორმაციო სააგენტოები დამოუკიდებელი ორგანიზაციების სახით იშვიათად მუშაობენ. უმეტეს შემთხვევაში ისინი მედიაჯგუფების, იგივე მედიაკორპორაციების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. ზოგიერთ ქვეყანაში დღემდე არსებობს სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოები, მაგალითად, ჩინეთში – „სინჰუა“, რუსეთში – „იტარ ტასი“, თურქეთში – „ანადოლუ“. ასეთ სააგენტოებს სახელისუფლებო ოფიციალურ სიახლეებზე ხელი ექსკლუზიურად მიუწვდებათ.

არსებობს საერთაშორისო, ნაციონალური (კონკრეტულად ერთი სახელმწიფოს დონეზე მომუშავე) და რეგიონალური საინფორმაციო სააგენტოები. მსგავსი ფორმატის მედიაორგანიზაციები დღესდღეობით მხოლოდ ახალ ამბებზე არ მუშაობენ, ამას გარდა, ისინი გვთავაზობენ მულტიპლატფორმულ მრავალფეროვან ჟურნალისტურ პროდუქციას – ანალიტიკურ სტატიებს, ინტერვიუებს, რეპორტაჟებს და სხვა. 1

აღსანიშნავია, რომ ტრადიციულ ჟურნალისტურ საშუალებათაგან ბევრმა ახალი მედიის ელემენტების გამოყენებით თავისი გამოცემები მულტიმედიაპროდუქტად აქცია. დღეს ამ ტიპის პროდუქცია ტრადიციული მედიის სხვადასხვა საშუალებას ერთ ვებპლატფორმაზე აერთიანებს და ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამასთან, მას გაცილებით მეტი პოტენციური ვიზიტორი ჰყავს, ვიდრე კონკრეტულ მედიაპროდუქტს.

საქართველოში მედია მსოფლიოში აპრობირებული მიმართულებით ვითარდება. სხვადასხვა ტიპის მედიის თანაარსებობა ჟურნალისტიკის მომავალი კი არა, უკვე აწმყოა. ეს არის არა მხოლოდ ბეჭდური მედიის, არამედ ტელევიზიისა და რადიოს გადარჩენის გზაც. ქართულ მედიაბაზარზე ჯერ-ჯერობით მსოფლიოში აღიარებულ საინფორმაციო სააგენტოების უმეტესობას საკუთარი რედაქცია ან ბიურო არ გაუხსნიათ. გამონაკლისი მხოლოდ „Agency France Presse“ გახლავთ, რომლის ამიერკავკასიის ბიუროც სწორედ თბილისში მდებარეობს.

აგრეთვე არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი მედიასაშუალებები ცნობილი უცხოური საინფორმაციო სააგენტოების სახელებს თვითნებურად ირქმევენ და თავს მათ ქართულ რედაქციებად ასაღებენ: Euronews.geGuardian.geReuters.ge და სხვა. ბუნებრივია, მათი იდენტობის გარკვევა არც ისე რთული საქმეა. ამ ქვეთავში კი მიმოვიხილავთ ქართულ მედიასივრცეში არსებულ რამდენიმე რუსული თუ დასავლური რადიოს და საინფორმაციო სააგენტოს მულტიმედია პლატფორმას.     

top_logo_news

რადიო  „ამერიკის ხმა“    

რადიო „ამერიკის ხმა“ შეერთებული შტატების ყველაზე დიდი საერთაშორისო სამაუწყებლო ორგანიზაციაა. ის მულტიმედიურ პროგრამებს 45 ენაზე ავრცელებს სხვადასხვა აუდიტორიისთვის, რომელსაც თავისუფალ მედიაზე ხელი შეზღუდულად, ან საერთოდ არ მიუწვდება.

დაფუძნების დღიდან, 1942 წლიდან მოყოლებული, „ამერიკის ხმა“ მოვლენების მრავალმხრივი, დამოუკიდებელი მიმოხილვის და აუდიტორიისთვის სიმართლის თქმის ერთგულია. „ამერიკის ხმა“ მთლიანად შეერთებული შტატების გადამხდელების მიერ ფინანსდება და წარმოადგენს „შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს“ ნაწილს.

„ამერიკის ხმის“ მისია და სარედაქციო დამოუკიდებლობა კანონმდებლობით არის გარანტირებული. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებს კანონი იცავს მთავრობის ოფიციალური პირების და პოლიტიკოსების გავლენის, ზეწოლის, ან შურისძიებისაგან.

1994 წელს ამერიკის კონგრესმა დაამტკიცა „შეერთებული შტატების საერთაშორისო მაუწყებლობის აქტი“. ეს კანონი ასევე მოითხოვს, რომ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტთა ნამუშევარი იყოს ავტორიტეტული, ზუსტი, ობიექტური, მრავალმხრივი, დაბალანსებული და ასახავდეს შეერთებული შტატების კულტურულ და საზოგადოებრივ მრავალფეროვნებას. იმავე წელს ამერიკის ხმა გახდა პირველი მაუწყებელი რომელმაც მომხმარებლებს თავისი გადაცემები ინტერნეტით შესთავაზა.

2016 წელს კონგრესმა „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტით“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინფორმაციის შეკრების და გავრცელების ფუნქციები კვლავაც დამოუკიდებელი და ობიექტური უნდა იყოს. ყოველდღიურად, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მთელი მსოფლიოსთვის პრესის თავისუფლების მაგალითად დარჩნენ.

რადიო „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია 1951 წლის 26 მაისს დაარსდა. ამ პერიოდში საბჭოთა კავშირს, რომლის ნაწილი საქართველოც იყო, ჯერ კიდევ იოსებ სტალინი მართავდა. საათობრივ მაუწყებლობაზე რადიო 2008 წლის აგვისტოდან გადავიდა, ხოლო 2010 წლის ნოემბრიდან ტელეგადაცემების მომზადებაც დაიწყო. „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ამ დროისთვის ფლობს საკუთარ მულტიმედიურ ვებ-პლატფორმას, სოციალურ მედიას და ონლაინ აპლიკაციას მობილური ტელეფონებისათვის.

„ამერიკის ხმას” ქართველი ხელმომწერებიც ჰყავს, რომლებიც მაუწყებლლის მიერ გავცელებულ ინფორმაციას ყოველ დღე ტექსტურად იღებენ. ვაშინგტონის სათაო  ოფისში ქართული სამსახურის 11 ჟურნალისტი მუშაობს. სამი კორესპონდენტი ჰყავთ საქართველოში. აქედან ერთი გორში მუშაობს და მხოლოდ რადიოსთვის ამზადებს მასალებს. ტელეგადაცემა მთლიანად ვაშინგტონში იწყობა და გამზადებული სახით ეგზავნება „პირველ არხს”, რომელიც შემდეგ ეთერში უშვებს.

„ამერიკის ხმა” დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს 1960 წელს შექმნილი წესდებით, რომლის მიხედვით ინფორმაცია, რომელსაც „ამერიკის ხმა” გადასცემს, ზუსტი, ობიექტური და ყოვლისმომცველი უნდა იყოს. ამრიკის ხმის ქართული რედაქციის ხელმძღვანელი ანა კალანდაძე გახლავთ.

top_logo_news (1)

 

რადიო  თავისუფლება”   

რადიო “თავისუფლება” არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.

რადიოსადგური დაარსდა 1949 წელს, როგორც ანტი-კომუნისტური ინფორმაციის წყარო ცივი ომის დროს. მისი სათავო ოფისი ქალაქ მიუნხენში მდებარეობდა 1949-1995 წლებში, 1995 წლის შემდეგ კი იგი პრაღაშია განთავსებული. ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპაში მაუწყებლობის მასშტაბები საგრძნობლად შემცირდა, სანაცვლოდ კი ახლო აღმოსავლეთი იქცა რადიოსადგურის უპირატეს ზონად.

ცენტრალური ევროპიდან ვიდრე წყნარ ოკეანემდე, ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, რუსეთიდან შუა აზიამდე თუ სპარსეთის ყურემდე – ცალკეულ ქვეყნებში ხალხი ცდილობს, გაუმკლავდეს ავტოკრატიულ სტრუქტურებს, ადამიანის უფლებათა დარღვევებს, ეკონომიკის ცენტრალიზებულ სისტემებს, ეთნიკურსა თუ რელიგიურ დევნას, რეგიონულ კონფლიქტებსა და კონტროლს დაქვემდებარებულ მედიას.

მთელი ამ რეგიონის სტაბილურობა – დამყარებული დემოკრატიასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიო მშვიდობისთვის.
ეფუძნება რა რწმენას, რომ დემოკრატიის უპირველესი მოთხოვნა კარგად ინფორმირებული მოქალაქეების ყოლაა, რადიო თავისუფლება მრავალი სახელმწიფოს მოქალაქეებს:

  1. სთავაზობს ახალ ამბებს, ანალიტიკურ გადაცემებსა და მიუკერძოებელ ინფორმაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოვლენებზე;
  2. დემოკრატიული ფასეულობების წარმოჩენით ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებას;
  3. ეწინააღმდეგება ეთნიკურსა და რელიგიურ შეუწყნარებლობას და მხარს უჭერს ხალხთა შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას;
  4. სთავაზობს ნიმუშს ადგილობრივ მედიასაშუალებებს, ეხმარებარა მათ პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში ტრენინგების გზით;  ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
  5. ხელს უწყობს რეგიონის ქვეყნებსა და მსოფლიოს განვითარებულ დემოკრატიებს შორის ახლო ურთიერთობების დამყარებას.

რადიო თავისუფლება ამჟამად მსოფლიოს ოცზე მეტ ქვეყანაში 28 ენაზე მაუწყებლობს, მათ შორის – 1953 წლის მარტიდან – ქართულად. „რადიო თავისუფლებას“ რადიომაუწყებლის ლიცენზია არ აქვს, თუმცა საქართველოში 1999 წლიდან სხვადასხვა რადიოების საშუალებით დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში მაუწყებლობდა. 2014 წლის 14 აპრილიდან არხმა მაუწყებლობის დრო გაზარდა და რადიო “მწვანე ტალღის” სიხშირეების საშუალებით 18 საათის განმავლობაშია ეთერში.

რადიო თავისუფლება მომხმარებელს მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე სხვადასხვა ფორმატის მულტიმედია პროდუქტს სთავაზობს. საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში კი ერთობლივ შემეცნებით სატელევიზიო პროექტს, გოგი გვახარიას საავტორო გადაცემას “წითელი ზონა”-ს ამზადებს. სწორედ იგი გახლავთ რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ხელმძღვანელი.

logo-social

 

რადიო სპუტნიკი    

Sputnik-ი მიზნად ასახავს მრავალპოლარულ მსოფლიოს, სადაც ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი ეროვნული ინტერესები, კულტურა, ისტორია და ტრადიციები. სააგენტო ალტერნატიული ახალი ამბების კონტენტისა და რადიომაუწყებლობის მიმწოდებლის უნიკალურ ნიშას იკავებს. Sputnik-ი მთლიანად ორიენტირებულია უცხოურ აუდიტორიაზე.

„სპუტნიკ ჯორჯია” საქართველოში საჯარო რეესტრში ოფიციალურად 2015 წლის 23 იანვარს დარეგისტრირდა. თუმცა, საქართველოს მსგავსად, სხვა ქვეყნებშიც რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მედია პლატფორმის წარდგინება 2014 წლის 10 ნოემბერს სააგენტო Rossia Segodnia-მ მოახდინა. სპუტნიკი მულტიმედიური საერთაშორისო პროექტია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის 2013 წლის დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა.

სპუტნიკმა, რომელსაც რუსეთის მთავრობა ფლობს, საერთაშორისო არენაზე საინფორმაცია სააგენტო RIA Novosti და “რუსეთის ხმა” ჩაანაცვლა. მედია პლატფორმა, რომელსაც დიმიტრი კისილიოვი ხელმძღვანელობს, 34 ქვეყნის 130 ქალაქში 30 ენაზე მაუწყებლობას გეგმავდა. საქართველოში „სპუტნიკმა“ რადიო მაუწყებლობის დაწყება 2014 წლის ნოემბერში FM 101.4 სიხშირეზე უკანონოდ სცადა. აღნიშნული სიხშირე “ერ-რადიოს” ეკუთვნოდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ერ-რადიო“ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Newsgeorgia უკანონო მაუწყებლობის გამო ერთობლივად 5 ათასი ლარით დაaჯარიმა. შპს „ერ-რადიო“ კი N B104 ლიცენზიის ფარგლებში არსებული ვალდებულებების დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებული სანქციის შემდეგ, „სპუტნიკი“ რადიო სიხშირის ნაცვლად ონლაინ პლატფორმით სარგებლობს, სადაც მულტიმედია კონტენტს ანთავსებს, რომელიც ანტიდასავლური შინაარსის არის. ნიუიორკ ტაიმსის შეფასებით, სპუტნიკი მიკერძოებულობისა და დეზინფორმაციის მაღალი დოზით ხასიათდება და ხშირად ავრცელებს რუსულ პროპაგანდას.

შპს “სპუტნიკ-ჯორჯიას” 100%-იანი წილის მფლობელი და ხელმძღვანელი ანტონ (ტატო) ლასხიშვილია, რომელიც 1991 წლიდან გაზეთ „სვაბოდნაია გრუზიას“ ხელმძღვანელია. „სპუტნიკი“ ყოფილი “რია ნოვოსტი”-ს ოფისშია განთავსებული.

სხვადასხვა ენებს შორის „სპუტნიკის“ მაუწყებლობა საქართველოს ორ სახელმწიფო ენაზე – ქართულად და აფხაზურად ხორციელდება.

Sputnik-ის ბრენდით გამოდის სადღეღამისო ახალი ამბების ლენტები ინგლისურ, ესპანურ, არაბულ, ჩინურ ენებზე. ახალი ამბების უწყვეტად გამოსაშვებად ვაშინგტონში, კაიროში, პეკინსა და მონტევიდეოში „24/7“ რეჟიმით მუშაობენ რეგიონული რედაქციები. Sputnik-ს აგრეთვე გააჩნია ფოტოკორესპონდენტების ქსელი მთელ მსოფლიოში.

maxresdefault

 

რადიო  „NRJ   ენ-ერ-ჯი“     

NRJ Georgia (FM 104,7) არის მსოფლიოში აღიარებული ფრანგული რადიოს ქართული ფილიალი/ვერსია. ეს გახლავთ მუსიკალური რადიო რომელიც მაუწყებლობს კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით საკმაოდ დატვირთული და საინტერესო პროგრამით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რადიო NRJ, ძირითადად, მუსიკალური და გასართობი არხია, მაგრამ სხვადასხვა შოუს ფორმატში წამყვანები ხშირად ეხებიან ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურ მოვლენას.

რადიოს აქვს დილის გადაცემა, სადაც არის კულტურა, ჰოროსკოპი, ამინდის პროგნოზი, მოდა და შოუ ბიზსნესი. ასევე  საზოგადოებრივი ამბები ელენე ბერიძესთან ერთად და სპორტული გამოშვება გიორგი ფულარიანთან ერთად, რომელსაც აგრეთვე ხუთშაბათობით 19:00–ზე არაერთ საინტერესო სტუმართან ერთად გადაცემა “Legends” მიჰყავს.

NRJ-ის სტუდიის უნიკალური ლოკაცია, „რადიო კაფეში“ მსმენელს საშუალებას აძლევს, საყვარელ შემსრულებელს არა მხოლოდ რადიოს პირდაპირ ეთერში მოუსმინოს, არამედ თავადაც მიიღოს შოუში მონაწლეობა.

NRJ-ის Artist–ები არიან Beyonce, Rihanna, Jennifer Lopez, Ed Sheeran და მსოფლიო შოუ ბიზნესის სხვა არაერთი ვარსკვლავი. NRJ Georgia-ს აგრეთვე აქვს თანამედროვე ვებგვერდი ქართულ ენაზე და აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ მედიაშიც. მისი მთავარი პროდიუსერი გვანცა კილასონია გახლავთ.

Agence_France-Presse_Logo.svg_

საინფორმაციო სააგენტო “France presse”      

France presse არის მსოფლიოს უძველესი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო. ამერიკულ „ბლუმბერგთან“, „როიტერთან“ და „ასოშიეიტედ პრესთან“ ერთად ის შედის მსოფლიოს უმსხვილეს საინფორმაციო სააგენტოთა ოთხეულში. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ პარიზში.

იგი მოიცავს 165 ქვეყანას, ხოლო 500 რეგიონულ ცენტრში 115 ბიურო და 50 ადგილობრივი კორესპონდენტი ემსახურება. დღესდღეობით „ფრანს-პრესის“ სამსახური 1000-ზე მეტ შტატიან ჟურნალისტს, 200 ფოტოგრაფს, 30 ოპერატორსა და 81 ეროვნების 2000 თავისუფალ ჟურნალისტს ითვლის. სააგენტო ავრცელებს როგორც ტექსტურ, ასევე მულტიმედიურ ინფორმაციას მსოფლიოში გავრცელებულ  რამდენიმე ენაზე, ესენია: ფრანგული, ინგლისური, ესპანური, გერმანული, რუსული, პორტუგალიური, იაპონური და ჩინური.

 

სააგენტო დაარსდა შარლ-ლუი ჰავასის მიერ 1835 წელს სახელწოდებით „სააგენტო ჰავასი“. თანამედროვე სახელი მას 1944 წლის 20 აგვისტოს დაერქვა, როდესაც ჟურნალისტების ჯგუფმა დაიკავა სააგენტოს შენობა და მსოფლიოს პარიზის გერმანელებისგან გათავისუფლება ამცნო.

საფრანგეთის პარლამენტის 1957 წლის კანონით მას მიეცა კერძო თუ სახელმწიფო ინტერესების ზეგავლენისგან თავისუფლების გარანტია. ამ კანონის მიღებით „ფრანს პრესი“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ახალი ამბების მიმწოდებელი.

საქართველოში მდებარეობს „ფრანს პრესი“-ს ამიერკავკასიის ბიურო, რომლის მთავარი რედაქტორიც ირაკლი მეტრეველია. ბიურო ძირითადად ორიენტირებულია სამივე ქვეყნის (საქართველო, აზერბეიჯანი და სომხეთი) პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თემატიკის გაშუქებაზე. ამიერკავკასიის ბიუროს ცენტრალური რედაქციისაგან დამოუკიდებელი მულტიმედია პლატფორმა ან სოციალური მედიის გვერდი არ გააჩნია.

დავით დოლიძე

წყარო:https://mrdatosblog.wordpress.com/

სრულად
გამოკითხვა
„საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“
ხმის მიცემა
სხვათა შორის

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.