USD 2.6802
EUR 2.8555
RUB 2.8670
თბილისი
რონალდ რეიგანი - ჩვენ არასოდეს დავმარცხდებით თუ ჩვენ ხელს არ ავიღებთ ღმერთზე.
თარიღი:  3013

 

39 წლის წინ, 1981 წლის 20 იანვარს აშშ-ს 40-ე პრეზიდენტი გახდა ჰოლივუდის  ყოფილი მსახიობი როლანდ რეიგანი.

რონალდ რეიგანს ამერიკელების მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის ამერიკელების ერთ-ერთ უსაყვარლეს პრეზიდენტადაა მიჩნეული.

რონალდ რეიგანი 1911 წლის 6 თებერვალს ილინოისში ნელ და ჯონ რეიგანების ოჯახში დაიბადა. საშუალო სკოლა დიქსონში დაამთავრა და სწავლა ეურეკას კოლეჯში გააგრძელა, სადაც ეკონომიკას და სოციოლოგიას სწავლობდა, ფეხბურთის გუნდში თამაშობდა და სკოლის დადგმებში მონაწილეობდა. კოლეჯის დასრულების შემდეგ რადიოში სპორტულ დიქტორად დაიწყო მუშაობა. 30-იანი წლებიდან ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, სადაც ის მსახიობი გახდა. იყო კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტი და ოცი წლის მანძილზე რეიგანმა 53 ფილმში ითამაშა. კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტის რანგში, რეიგანი კინო ინდუსტრიაში კომუნიზმის საკითხებთან დაკავშირებულ დავებში ჩაერთო. მისი ლიბერალური პოლიტიკური ხედვა კონსერვატიულით შეიცვალა.

 რეიგანის პირველი ცოლი ჯეინ უაინმანი იყო. მასთან ორი შვილი მაურინი და მაიკლი ჰყავდა. 1952 წელს რეიგანმა ნენსი დეივისზე იქორწინა, რომელიც აგრეთვე მსახიობი იყო. მათ ორი შვილი შეეძინათ: პატრისია ენი და რონალდ პრესკოტი.

შემდგომში რეიგანი ფირმა „ჯენერალ ელექტრიკის“ სპიკერი გახდა და პოლიტიკაში ამ დროიდან ჩაება. თავიდან რეიგანი დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, 1962 წლიდან კი ის რესპუბლიკელი გახდა. ამის შემდეგ იგი ორი ვადით (1966 და 1970) კალიფორნიის გუბერნატორი იყო.

მას ორჯერ 1968 და 1976 წლებში ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა ნომინაციის მოპოვების წარუმატებელი მცდელობა.

რონალდ რეიგანი პრეზიდენტად 1980 წლის ნოემბერში აირჩიეს. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ამერიკელების უკმაყოფილება დემოკრატი პრეზიდენტი ჯიმი კარტერის მიმართ დღითიდღე ღრმავდებოდა. მოსახლეობა პრეზიდენტს ქვეყანაში არსებული მწვავე ეკონომიკური მდგომარეობის და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებდა. გარდა ამისა, ირანში 52 ამერიკელი იყო დატყვევებული, რომელთა გათავისუფლებაც თითქმის წელიწად ნახევარი ვერ მოხერხდა. ამერიკელები ამ შემემთხვევასაც პრეზიდენტი კარტერის სისუსტეს აბრალებდნენ.

1979 წელს, მუსლიმმა ექსტრემისტებმა ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარე ამერიკის საელჩოში მომუშავე პერსონალი ტყვედ აიყვანა. პრეზიდენტმა კარტერმა ამერიკელებს კრიზისის განმავლობაში მხარდაჭერა სთხოვა, მაგრამ ისე გავიდა თითქმის ერთი წელი, რომ მძევლების გათავისუფლება ვერ მოხერხდა. ირანელები მოლაპარაკებებზე უარს აცხადებდნენ, ხოლო სამაშველო ოპერაცია კი წარუმატებლად დასრულდა, ყოველივე ამან პერზიდენტი კარტერი უკიდურესად სუსტ ფიგურად წარმოაჩინა.

საპრეზიდენტო ნომინაციაზე პრეტენდენტობა დემოკრატმა სენატორმა მასაჩუსეტიდან ტედ კენედიმ გამოაცხადა. ამერიკის საარჩევნო ისტორიაში იშვიათია შემთხვევები, როცა პრეზიდენტს, რომელიც მეორე ვადაზე იყრის კენჭს საკუთარი პარტიის წარმომადგენლების გამოწვევას უცხადებენ. საბოლოო ჯამში დემოკრტაიული პარტიის ყრილობაზე პარტიის კანდიდატად მაინც ჯიმი კარტერი დასახელდა.

რესპუბლიკური პარტია დემოკრტატებისგან განსხვავებით გაერთიანებული იყო და კანდიდატად რონალდ რეიგანი ჰყავდათ არჩეული. ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად მან ჯორჯ ბუში უფროსი აირჩია. ბუში გამოცდილი პოლიტიკოსი იყო - მან პოლიტიკური კარიერა კონგრესში დაიწყო, ხოლო შემდეგ კი, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის პოსტი ეკავა. ის ასევე იყო ამერიკის ელჩი ჩინეთში და გაეროში.


ირანის მძევლების კრიზისისა და შიდა პოლიტიკური ვითარების გამო ამერიკელების ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ შეერთებული შტატები ძალას კარგავდა და სუსტ სახელმწიფოდ ყალიბდებოდა. რეიგანი ამერიკელებს ქვეყნის ღირსებისა და სიძლიერის აღდგენას დაჰპირდა.


წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, კარტერი დაბნეული და გაბრაზებული, ხოლო რეიგანი კი წყნარი და თვითდაჯერებული ჩანდა. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სიტყვით გამოსვლისას, მან ერთი ფრაზა, თქვა, რომელის ციტირებაც ამერიკულ არჩევნებზე საუბრისას ხშირად ხდება:

„მომალი სამშაბათი არჩევნების დღეა. ერთ კვირაში თითოეული თქვენგანი საარჩევნო უბნებზე მივა და გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩემი აზრით, სანამ ამ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: დღეს უკეთესი ცხოვრება გაქვთ, ვიდრე 4 წლის წინ გქონდათ? დღეს უფრო გიადვილდებათ მაღაზიაში პროდუქტის ყიდვა, ვიდრე 4 წლის წინ, დღეს უფრო მეტი სამუშაო ადგილებია ქვეყანაში, თუ 4 წლის წინ. თუ ამ კითხვებზე პასუხი არის - კი - მაშინ მომდევნო ოთხი წელის იგივე ცხოვრება გავარგძელოთ. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ უკანასკნელი 4 წლის კურსი არ მოგწონთ და ის უნდა შეიცვალოს, მაშინ მე მეორე კანდიდატისთვის გირჩევთ ხმის მიცემას.“

1980 წლის არჩევნებში რეიგანმა დამაჯარებელი გამარჯვება მოიპოვა. რეიგანი ამერიკის მე-40-ე პრეზიდენტი იყო. 69 წლის ასაკში ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდა.
 პრეზიდენტის ინაუგურაცია 1981 წლის 20 იანვარს იყო. ქვეყნის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მან ახალი ადმინისტრაციის ამოცანები ჩამოაყალიბა. რეიგანმა პირობა დადო, რომ ფედერალური მთავრობის ზომას, გადასახადებს და უმუშევრობის დონეს შეამცირებდა.

ინაუგურაციის დღეს ირანელებმა, 444 დღიანი ტყვეობის შემდეგ ამერიკელი მძევლები

1980 წელს მან ნომინაცია მოიპოვა და ვიცე–პრეზიდენტის კანდიდატად, ტეხასის ყოფილი კონგრესმენი და გაეროში ამერიკის ელჩი ჯორჯ ბუში დაასახელა. ინფლაციით და ირანში ამერიკელების ერთწლიანი ტყვეობით შეწუხებულმა ამომრჩეველმა ხმა რეიგანს მისცა. 489 ხმით 49–ის წინააღმდეგ რეიგანმა პრეზიდენტი ჯიმი კარტერი დაამარცხა. კარტერის დამარცხებით 69 წლის ასაკში ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. იგი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხნიერი პიროვნება იყო, ვინც პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.

ინაუგურაციიდან 2 თვეში პრეზიდენტ რეიგანზე თავდასხმა განხორციელდა. სასტუმრო ვაშინგტონიდან გამოსვლის დროს - სადაც პრეზიდენტი ღონისძიებას ესწერებოდა - მას ჯონ ჰიკლიმ ესროლა.


პრეზიდენტი მძიმედ დაიჭრა. ტყვია მის მარცხენა ფილტვში, გულთან ძალიან ახლოს გაჩერდა. საავადმყოფოში მიყვანილმა პრეზიდენტმა, რომელიც დიდი რაოდენობით სისხლს კარგავდა, ქირურგებს ხუმრობით უთხრა - „იმედია ყველანი რესპუბლიკელები ხართო.“

თავდამსხმელის თქმით, ის პრეზიდენტს თავს იმიტომ დაესხა, რომ მსახიობ ჯული ფოსტერზე შთაბეჭდილების მოხდენა სურდა.

 ინციდენტმა მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. პრეზიდენტის რანგში რეიგანმა ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივები წამოაყენა. მისი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც რეიგანომიკას უწოდებდნენ გულისხმობდა ბიზნესის რეგულაციის შემცირებას, ინფლაციის კონტროლს, სამთავრობო ხარჯების შემცირებას და გადასახადების შემცირებით ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას. მას შემდეგ, რაც თავდაცვის ძალების გაძლიერებამ დიდი დეფიციტი გამოიწვია, მან მაინც არ განაცხადა უარი განაცხადა კურსის შეცვლაზე. პროფკავშირებთან დაპირისპირებისას ის მკაცრ პოლიტიკას ატარებდა. 1983 წელს მან გრენადაში სამხედრო შეჭრის ბრძანება გასცა. აგრეთვე რეიგანმა საბჭოთა კავშირს საჯაროდ უწოდა „ბოროტების იმპერია“, უარი თქვა დაძაბულობის შენელების პოლიტიკაზე, აშშ-ის სამხედრო პოტენციალი გააძლიერა და მსოფლიოს გარშემო ანტიკომუნისტურ მოძრაობებს დაუჭირა მხარი.

1984 წლის არჩევნებში მან უპრეცედენტოდ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მისი მეორე ვადა ძირითადად საგარეო მოვლენებით აღინიშნა: ცივი ომის დასრულებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი, ლიბიის დაბომბვა და ირან-კონტრას სკანდალის გახმაურება. რეიგანის პოლიტიკის შედეგად ნავთობის ფასი სამჯერ დაეცა, რამაც სსრკ-ს ეკონომიკა ძალიან დააზარალა.

მან საბჭოთა კავშირის ლიდერ მიხეილ გორბაჩოვთან მოლაპარაკებების სერია გამართა, რომლის კულმინაციაც საშუალო და მოკლე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება და ორივე ქვეყნის ბირთვული არსენალის შემცირება იყო. 1986 წელს რეიგანმა საგადასახადო კოდექსი სრულიად განაახლა, რის შედეგადაც მილიონობით მცირე შემოსავლის მქონე ადამიანი გადასახადისგან გათავისუფლდა.

 „საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებს შეუძლიათ ერთი ისეთი ჟესტი გააკეთონ, რომელიც მკაფიო იქნება და რადიკალურად შეუწყობდა ხელს თავისუფლებისა და მშვიდობის საქმეს. გენერალურო მდივანო გორბაჩოვ, თუ საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და ლიბერალიზაცია გსურთ, ამ ჭიშკართან მოდით. ბატონო გორბაჩოვ, გახსენით ეს ჭიშკარი. ბატონო გორბაჩოვ, ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!“

ეს სიტყვები აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა, 1987 წლის 12 ივნისს ბერლინში, ბრანდენბურგის ჭიშკრის წინ, წარმოთქვა.

ეს გამოსვლა რეიგანის პრეზიდენტობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მნიშვნელოვან სიტყვად იქცა. შესაძლოა, ყველაზე ცნობილადაც. 24 წლით ადრე აშშ-ის სხვა პრეზიდენტმა - რობერტ კენედიმ - წარმოთქვა ოთხი სიტყვა, რომელიც დღეს ბევრს ახსოვს („Ich bin ein Berliner“). რეიგანმა კი მსოფლიოს თავისი ოთხი სიტყვა შესთავაზა - “Tear Down this Wall” - და ამით, ფაქტობრივად, ისტორია შექმნა.

რეიგანმა პრეზიდენტის თანამდებობა 1989 წელს დატოვა. 1994 წელს მას ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. იგი 2004 წელს, 93 წლის ასაკში, გარდაიცვალა. რეიგანი აშშ-ის ერთ-ერთ წარმატებულ პრეზიდენტად მიიჩნევა.

 რონალდ რეიგანის გამონათქვამები:

 ყველა დიდი ცვლილება ამერიკაში სუფრასთან იწყება.

არ შეგეშინდეს იმის ყურებისაგან, რასაც უკვე უყურებ.

მეწარმეები და მათი მცირე საწარმოები არიან პასუხისმგებელნი თითქმის მთელი ეკონომიკის ზრდაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ერთი რამ შევნიშნე, აბორტის მომხრეები ისინი არიან ვინც უკვე მოასწრო დაბადება

მთავრობა არ წყვეტს პრობლემებს. ის მის სუბსიდირებას ახდენს.

ძალაუფლების კონცენტრირება ყოველთვის თავისუფლების მტერი იყო.

სანამ შეკითხვების დასმაზე უარს გეტყოდეთ, მანამ ღია განცხადება მაქვს გასაკეთებელი.

თუ ადამიანებს თავისუფალი არჩევანი ექნებათ, ისინი ყოველთვის მშვიდობას აირჩევდნენ.

მთავრობამ, რაც არ უნდა მეტი ფული მიიღოს, ის მაინც ყოველთვის მონახავს მეტის მიღების საჭიროებას.

მთავრობათა პირველი მოვალეობა თავიანთი ხალხების დაცვა და არა მათი ცხოვრების მართვაა.

მთავრობის შეხედულება ეკონომიკაზე შეიძლება შეჯამდეს რამდენიმე მოკლე ფრაზით: თუ ის მოძრაობს, დაბეგრე. თუ ის მოძრაობას განაგრძობს, მოახდინე მისი რეგულაცია. და თუ ის გაჩერდება, გაუწიე სუბსიდირება.

ისტორია გვასწავლის რომ ომები მაშინ იწყება, როცა ხელისუფალთ სჯერათ, რომ აგრესიას იაფი ფასი ადევს.

როგორ შეიძლება რომ პრეზიდენტი მსახიობი არ იყოს?

ვის შეიძლება ეწოდოს კომუნისტი? კარგით, კომუნისტი შეიძლება ეწოდეს ვინმეს, რომელიც მარქსს და ლენინს კითხულობს. და ვის შეიძლება ეწოდოს ანტი-კომუნისტი? მათ, ვინც კითხულობს და გებულობს მარქსს და ლენინს.

მე არაფრით არ მესმის თუ რატომ არის რესპუბლიკელი ფულის შემწირველი ბობოლა "მსუქანი კატა" და იგივე რაოდენობით ფულის გამღები დემოკრატი "საზოგადოებრივად ენერგიული კაცთმოყვარე."

თუ საბჭოთა კავშირი ნებას დართავს სხვა პოლიტიკურ პარტიას არენაზე გამოვიდეს, იქ მაინც ერთპარტიული სახელმწიფო იქნება, რადგან ყველანი ამ ახალ პარტიაში გაწევრიანდებიან.

ნათქვამია, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა. პოლიტიკაში ყოფნამ მასწავლა, რომ მას განსაცვიფრებელი მსგავსება აქვს პირველთან.

ჩემო ძვირფასო ამერიკელებო, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სულ ეს ესაა ხელი მოვაწერე კანონს, რომელიც რუსეთს სამუდამოდ კანონგარეშედ აცხადებს. დაბომბვები 5 წუთში დაიწყება.

პოლიტიკა ცუდი პროფესია არაა. თუ წარმატებული აღმოჩნდი ბევრ ჯილდოსაც მიიღებ და თუ კი თავს შეირცხვენ ყოველთვის გაქვს შანსი წიგნი დაწერო.

რეცესია არის ის, როცა შენი მეზობელი კარგავს სამუშაოს, დეპრესია კი როცა შენ თვითონ კარგავ შენსას.

ინგლისურ ენაში ყველაზე შემაძრწუნებელი სიტყვები შემდეგია: მე მთავრობიდან ვარ და აქ იმისათვის ვარ რომ დაგეხმაროთ.

პრობლემა იმაში კი არაა, რომ ხალხი მცირე გადასახადებს იხდის, არამედ იმაში, რომ მთავრობა ხარჯავს ბევრს.

ჩვენ არასოდეს დავმარცხდებით თუ ჩვენ ხელს არ ავიღებთ ღმერთზე.

 

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.