USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
თბილისი
Procter & Gamble - ქვისლების ბიზნესი რომლის საწყისი ღირებულება 7192 დოლარს და 24 ცენტს შეადგენდა
თარიღი:  2639

ვენ ვიხეხავთ კბილებს „ბლენდ-ა-მედით“, სააბაზანო ნიჟარას ვხეხავთ „კომეტით“, ხელებს ვიბანთ „სეიფგარდით“, ხოლო ჭურჭელს ვრეცხავთ „ფეირით“, არ გვეშინია ლაქების, რადგან გვაქვს „ტაიდი“ და ქერტლის, რადგან არსებობს „ჰედ-ენდ-შოლდერსი“. ჩვენი პატარების ტაკოები ყოველთვის ვარდისფერია და ჩვენც მშრალად და კომფორტულად ვგრძნობთ თავს.

მოკლედ, ჩვენი ცხოვრების წარმოდგენა Procter & Gamble -ის გარეშე ისევე შეუძლებელია, როგორც პროქტერის გემბელის გარეშე. ინგლისელი უილიამ პროქტერი და ირლანდიელი ჯეიმს გემბლი შესაძლოა არასდროს შეხვედროდენ ერთმანეთს, მე-19 საუკუნის ბოლოს, განგების ძალით ისინი ამერიკაში რომ არ აღმოჩენილიყვნენ, კერძოდ კი ცინცინატში.

თექვსმეტი წლის ჯეიმს გემბლი ამერიკაში მამამ, პროტესტანტმა მღვდელმა, ჩაიყვანა, რომელსაც უკვე მობეზრებული ჰქონდა დუხ-ჭირი ცხოვრება კათოლიკურ ირლანდიაში და ახალი ცხოვრებისდაწყება სურდა სადმე, ილინოისის შტატში. მაგრამ, გზაში ჯეიმსი შეუძლოდ გახდა და ოჯახი ცინცინათში დასახლდა. გამოჯანმრთელების და მოღონიერების შემდეგ ჯეიმსმამუშაობა დაიწყო შტატის ყველაზე გამოცდილ საპნის მწარმოებელთან, საპონი იმ დროს დიდ შემოსავალს იძლეოდა, იმდენად დიდს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ჯეიმსმა უკვე საკუთარი საპნის საწარმო გახსნა და ოჯახსაც მოეკიდა. მისი ცოლი ელისაბედ ნორისი გახდა, საკმაოდ წარმატებული სანთლის მწარმოებლის, ალექსანდრე ნორისის ქალიშვილი.

ამავე წელს გადაიხადეს კიდევ ერთი ქორწილი: ოლივია, ელისაბედის და, ცოლად გაყვა ქვრივს, უილიამ პროქტერს, რომელიც ამერიკაში, ასევე გაჭირვების გამო აღმოჩნდა. ინგლისში ცხოვრების დროს, სანუკვარი ოცნების განხორციელებისთვის გაეხსნა შალის ნაწარმის მაღაზია,  მას ვალები დაედო. მაღაზიამ ზუსტად ერთი დღე იმუშავა: მუშაობის დაწყებიდან მეორე დღეს, დილით მაღაზიის კარები შეტეხილი დახვდა, საქონელი კი… მთლიანად წაღებული. შეძრწუნებული პროქტერი დაპირდა კრედიტორებს ვალის, 8 ათასი დოლარის დაბრუნებას, რომელიც იმდროისთვის უზარმაზარ თანხასწარმოადგენდა, ოღონდ ერთი პირობით:მისთვის ინგლისის დატოვების უფლება უნდა მიეცათ და საშოვარზე „ზღაპრულად მდიდარ ამერიკაში“ გამგზავრებულიყო. უილიამი, თავის ცოლთან, მარტასთან ერთად, კენტუკიში გაემგზავრა. მაგრამ, მათაც ვერ შეძლეს დანიშნულების ადგილამდე მიღწევა: გზაში მარტას ქოლერა შეეყარა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ეს სწორედ ცინცინათში მოხდა. სწორედ აქ, რამდენიმე წლის შემდეგ გაიცნო პროქტერმა ოლივია ნორისი და ცოლად მოიყვანა. აი ასე, უილიამ პროქტერი და ჯეიმს გემბლი დანათესავდნენ, ხოლო, პარტნიორები, სიმამრის დაჟინებულიმოთხოვნის შემდეგ გახდნენ, რომელიც გამუდმებით იმეორებდა: „სისულელეა საქმის მარტო წარმოება, მითუმეტეს, როდესაც მესანთლეს და მესაპნეს ერთი და იგივე მასალა სჭირდებათ: ცხოველური ქონი. ამგვარად, 1837 წელს  გაჩნდა PProcter, Gamble & Co. Co -ს მიღმა, ერთი პერიოდი, ვიღაც მისტერ ტარანტი იმალებოდა, რომელიც საწარმოში ინვესტორად იყო მიწვეული, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის თავზე გაუჩინარდა, როგორც ჩანს მობეზრდა ფსალმუნების მოსმენა, რომლებსაც უილიამი და ჯეიმსი მუშაობის დროს ყოველდღე კითხულობდნენ. მაგრამ, საბედნიეროდ, მათი ლოცვა ესმოდა არამარტო ტარანტს ყოველ შემთხვევისთვის, კომპანია PProcter, Gamble & CO ცინცინათის საპნისა და სანთლის მწარმოებელ თვრამეტ მწარმოებელს უწევდა კონკურენციას. მალე მათ პროდუქციას უკვე ყუთებზე ნახატით - წრეში ჩასმული ვარსკვლავისა და ნახევარმთვარის მიხედვით ცნობდნენ, რომელიც თავიდან უბრალოდ ნიშნის დასადებად გამოიყენებოდა.

22 წლის მუშაობის შემდეგ Procter & Gamble -ის საწარმომ, რომლის საწყისი ღირებულება 7192 დოლარს და 24 ცენტს შეადგენდა, მილიონი დოლარის საპონი და სანთელი გაყიდა. სამოციანების დასაწყისში მათ უკვე პატარა ქარხანა ჰქონდათ, 80 თანამშრომელი, საფირმო ნიშანი და ვაჟიშვილები, რომლებიც მზად იყვნენ მამების საქმის გასაგრძელებლად და ღირსეულადაც გააგრძელეს კიდეც.

დაკავშირებული სურათიგანსაკუთრებულ წარმატებებს მათ ომის შემდგომ პერიოდში მიაღწიეს.ჯეიმს ნორის გემბლმა, რომელიც თვითნასწავლი ქიმიკოსი იყო, ახალი ხარისხის საპონი გამოიგონა ძალიან თეთრი და ძალიან მაგარი, ხოლო ჰარლიმ, პროქტერის უმცროსმა შვილმა, მისთვის სახელი“აივორი” მოიფიქრა, რაც თარგმანში “სპილოს ძვალს” ნიშნავს. ეს მარკა იმდენად მოეწონა მომხმარებელს, რომ საპონი “აივორი” დღემდე წარმატებით იყიდება მრავალ ქვეყანაში.მაგრამ მხოლოდ სითეთრე, სიმაგრე და ჟღერადი დასახელება საკმარისი არ იყო წარმატებისთვის. აქაც შემთხვევითობამ ითამაშა დიდი როლი.ერთხელ მუშას, რომელსაც უნდა გამოერთო საპნის მოსახარში აპარატი, დაავიწყდა ამის გაკეთება დაის დაგვიაანებით, მხოლოდ 1 საათის შემდეგ გამორთო. შეეშინდა რა ხელმძღვანელობის რისხვის, არგაუმჟღავნებია ამ ფაქტის შესახებ და ასე გავიდა გაყიდვაში გადახარშული საპონი. ერთი კვირის თავზე, საწყობის კართან, მომხმარებლების უზარმაზარი არმია გამოჩნდა, რომელსაც დიდი რაოდენობით უნდოდა ეყიდა ის საპონი, „რომელიც არ იძირება, როგორც ყველა დანარჩენი,არამედ დაცურავს“.

დიასახლისებს, რომლებიც თავიანთ სარეცხს ტბებსა და მდინარეებში რეცხავდნენ, სწორედ ასეთი საპონი ესაჭიროებოდათ.Procter & Gamble რეკლამას მთელი სერიოზულობით ეკიდებოდა. ისინი ხვდებოდნენ, რომ ტრადიციული რეკლამების მიღმა, რომელიც ჟურნალ-გაზეთებში კეთდებოდა, აუცილებელი იყო რაიმე სხვა სახის რეკლამაც და ეს გახდა რადიორეკლამა, რომელიც რადიოსერიალებსშორის, შესვენებების დროს ისმოდა. რეკლამის განთავსება გადაწყდა კოლდბერგის ოჯახისშესახებ პირველ რადიოსერიალში, რომლის დროსაც ისმოდა Procter & Gamble -ის საპნის რეკლამადა ამიტომ, ეს სერიალი უცებ „საპნის ოპერად“ მონათლეს და აქედან მოყოლებულია სწორედ, რომ ყველა სერიალს, საზოგადოებში, „საპნის ოპერად“მოიხსენიებენ.

ალბათ Procter & Gamble ასევე დარჩებოდა „საპნის ოპერების“ მოყვარულთა მეხსიერებაში საპნის ერთ-ერთ უდიდეს მწარმოებლად,  რომ არ ყოფილიყო კომპანიის ერთი თანამშრომელი,, უზომოდ საინტერესო და უდიდესი წარმოსახვის უნარის მქონე ადამიანი, ვისაც უნდა უმადლოდეს ეს კომპანია, მრავალი გამოგონებითა და სახელით, რომელიც მან თავისი დაუშრეტელი ფანტაზიის წყალობით გაუთქვა მას.

pampers histori mils-ის სურათის შედეგი 

ყოველდღიური სარეცხის რეცხვით დატანჯული ცოლის შემხედვარე, მილსს, ერთხელ მისი ბუზღუნი შემოესმა: „ეჰ ვიქტორ, ეს რა უბედურებაა?! საპნის ნაფლეთები საერთოდ არ იხსნებიან წყალში! რას აკეთებს შენი კომპანია?!!“ და მან მოიფიქრა საპნის ბურბუშელა რეცხვისთვის, ხოლო მოგვიანებით კი პირველი სინთეტიკური სარეცხი ფხვნილი „დრეფტ“-ი, „ტაიდი“ წინამორბედი. ცოლი იყო მისი არანორმალური იდეების არამარტო იდეების სულისჩამდგმელი, არამედ ისიც და მათი შვილიც, მეილი, საცდელი კურდღლების როლში აღმოჩნდნენ იმ ლაბორატორიაში, რომლადაც მისლსმა საკუთარი სახლი გადააქცია.

 თუ სამსახურიდან დაბრუნებული მამა მთლიანად მოთხვრილი იყო რაღაც წითლით, რომელსაც ალუბლის სურნელი ასდიოდა, ესე იგი მან ახალი კბილის პასტა გამოიგონა და პატარა გოგონას და დედამისს ძილის წინ კბილების გამოხეხვა ამით მოუწევდათ. თუ პიჯაკის ბოლოები თეთრი ლაქებით იყო მოსვრილი, ესე იგი მამამ ბისკვიტისთვის ახალი საკონდიტრო ფხვნილი გამოიგონა და მთელი მეორე დღე უზარმაზარი რაოდენობით ბისკვიტები უნდა ეჭამათ. მეილი გრძნობდა, რომ მის შვილებსაც იგივე ბედი ელოდათ. როდესაც მას პირველი შვილი შეეძინა, ბაბუა მილსი, რომელიც იმდროისათვის Procter & Gamble-ის კვლევისა და განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, დაფიქრდა იმაზე, როგორ შეექმნა უფრო რბილი ქაღალდის ხელსახოცები, ნაკლებად რომ გაეღიზიანებინა ბავშვისთვის ცხვირი.

როდესაც მეილს მეორე შვილი შეეძინა, ბაბუა, რომელიც გიჟდებოდა თავის შვილიშვილებზე და ვერ იტანდა საფენებისა და დასვრილი საცვლების რეცხვას, შეიპყრო ერთჯერადი ქაღალდის საცვლების შექმნის იდეამ.

1959 წელს, ილინოისის მაღაზიების ბავშვის ერთჯერადი საცვლების „პამპერსის“  პირველი პარტია გამოჩნდა (პამპერ-ინგლისურიდან თარგმანში „გათამამებას“ ნიშნავს). მათი წყალობით Procter & Gamble -ს საშუალება მიეცა გაეფართოებინა თავისი წარმოება და პროდუქციის ასორტიმენტი, შემდგომში კი სხვა სავაჭრო მარკებიც ეყიდა.

დღეს კომპანია აწარმოებს 40 ჯგუფზე მეტ ნაწარმს, რომელიც 300-მდე პროდუქციის დასახელებას ითვლის. 25-მდე დაპატენტებული ნაწარმისა და „პამპერსების მამა“, რომლებმაც Procter & Gamble უზარმაზარ კონცერნად გადააქცია, 1997 წელს, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. რატომ არ მოინდომა მან საკუთარი გენიალური გამოგონებისთვის თავისი სახელის დარქმევა, ალბათ, ადვილი მისახვედრია. ასეთი ზიზღიანი რომ არ ყოფილიყო, ნამდვილად მთელი მსოფლიოს ბავშვები მის სახელს თავიდანვე, „დედა“-სთან და „მამა“-სთან ერთად გაიგებდნენ.

მოამზადა ნინო ჯაფარიძემ

 

სპორტი
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.