USD 2.7285
EUR 3.0428
RUB 2.9409
Tbilisi
რა მდგომარეობაა უკრაინა-რუსეთის ომში, დღევანდელი მდგომარეობით - გიორგი კობერიძე
Date:  204

რუსეთ-უკრაინის ომი [შეჯამება | 25.09.2024]: - გაეროს გენერალური ასამბლეიდან ისევე როგორც უშიშროების საბჭოში ბოლო ორი დღეა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ძალიან კრიტიკული და ღია განცხადებები კეთდება. განსაკუთრებით საინტერესო იყო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის დევიდ ლემის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი იმპერიალიზმის დაბრუნებას ცდილობს საერთაშორისო პოლიტიკაში და რომ ის ომს არამხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ პრეცედენტულად, მსოფლიო მშვიდობის წინააღმდეგაც აწარმოებს. ბრიტანეთისა და აშშ-ს წარმომადგენლებმა ღიად განაცხადეს, რომ უკრაინას ბოლომდე დაუჭერენ მხარს. მალე პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდება, სადაც დასავლური შეიარაღების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებაზე იმსჯელებენ. საინტერესო იყო ზელენსკის განცხადებაც, რომელმაც არამხოლოდ დასავლეთს მიმართა დახმარებისათვის, არამედ გლობალურ სამხრეთსაც, პირველ რიგში კი რუსეთის სასარგებლო ნეიტრალური პოზიციის მქონე ინდოეთსა და ბრაზილიას და აღნიშნა, რომ მათი როლი მშვიდობაში მნიშვნელოვანია. ეს ჭკვიანური ნაბიჯია, რადგან უკრაინის პრეზიდენტმა იმ ქვეყნების წონას გაუსვა ხაზი, რომლებიც არცთუ წარმატებით, მაგრამ ისედაც ცდილობენ საკუთარი პოლიტიკური წონის წარმოჩენას. ეს კი მხოლოდ სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანი სიტყვა ჰქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს, რომელმაც აღნიშნა, რომ მშვიდობა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიითა და სუვერენიტეტის დაცვით იქნება მიღწეული. უსაფრთხოების გარანტია რთულია იყოს ნატოში წევრობის გარდა სხვა რაიმე. - უკრაინელმა დანაყოფმა ხარკივის (ხარკოვის) ოლქში, სასაზღვრო დასახლება ვოვჩანსკის აგრეგატის ქარხნის ტერიტორიაზე ჩარჩენილი რუსული ნაწილები გაანადგურა და ტერიტორია გაათავისუფლა. რუსები ამ მონაკვეთზე ივნისიდან მოყოლებული იყვნენ ბლოკირებული. იერიშში მონაწილეობდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეციალური დანაყოფი და ბელარუსი მოხალისეები. ამაზე საპასუხოდ რუსულმა არტილერიამ და ავიაციამ კვლავ მშვიდობიან ქალაქ ხარკივზე მიიტანა იერიშები, სადაც მრავალსართულიანი კორპუსები და მოსახლეობა იქნა განადგურებული. - რუსეთში ონლაინ გაწვევა 1 იანვრიდან დაიწყება. გაწვევა დიდი მასშტაბის იქნება და 250 ათას სამხედრომდე მოიცავს. გაწვევა მოქალაქეებს არამხოლოდ ფოსტით მიუვათ, არამედ საიტზეც გამოაქვეყნებენ. თუნდაც რუსმა მოქალაქემ არ ნახოს გაწვევა, ის მაინც მიღებულად ჩაითვლება და იგი ქვეყანას ვეღარ დატოვებს. ჯერჯერობით ონლაინ გაწვევა მხოლოდ რიაზანსა და მარი ელის რესპუბლიკაში მუშაობს. გაწვეულთა და მობილიზებულთა რიცხვი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. - რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2025 წელს 142 მილიარდი დოლარი იქნება. რუსეთის თავდაცვას სახელმწიფო ხარჯების 40% მოხმარდება. ეკონომიკური და წარმოების ხარჯების გათვალისწინებით კი ეს ციფრი უფრო მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს. ამ ციფრების გათვალისწინებით, ნათელი ხდება, რომ რუსეთი ტოტალური ომის რელსებზეა გადასული და თავის მაქსიმუმს ჩადებს მომდევნო წელს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ წინასწარი ანონსით, 2026-27 წლებში თავდაცვის ბიუჯეტისა და წარმოების ხარჯების შემცირებაა მოაზრებული. ანუ რუსეთი, როგორც უკრაინული უშიშროება ამტკიცებდა, ომის ბედის გადაწყვეტას 2025 წლის ბოლომდე, ან 2026 წლის დასაწყისისათვის გეგმავს. - რუსები დონეცკის ოლქში საკვანძო ქალაქ ვუჰლედარს უტევენ. შეტევა პრაქტიკულად სამი მხრიდან - აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან - მიმდინარეობს. მხოლოდ ჩრდილოეთის გასასვლელია შედარებით მყარად უკრაინელთა ხელში. ვუჰლედარს რუსები 2023 წლის დასაწყისიდან უტევენ, მაგრამ ჯერჯერობით წარუმატებლად. რუსები სახმელეთო იერიშების გარდა ძალიან მასშტაბურ საარტილერიო დაბომბვას ახორციელებენ. უკრაინელები ინარჩუნებენ პოზიციებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა ავანგარდმა აღმოსავლეთიდან ქალაქში შესვლა სცადა. ქალაქი ვუჰლედარი ქალაქი დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ვუჰლედარი დონეცკში ცენტრალური რკინიგზის სიახლოვესაა გაშენებული და ვოლნოვახას კვანძიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში მდებარეობს. მისი დაკავების შემთხვევაში რუსების შემდგომი სამიზნე სავარაუდოდ კურახოვე იქნება - ქალაქი დონეცკის დასავლეთით - და ველიკა ნოვოსილკა, რომლის შემოგარენიც უკრაინელებმა 2023 წლის კონტრშეტევისას გაათავისუფლეს. თუმცა 2023 წელს ვუჰლედარისათვის ბრძოლა რუსებისათვის გამორჩეულად მძიმე გამოდგა. მაშინ ცოცხალი ძალის გარდა მძიმე ტექნიკის სასაკლაო იყო ქალაქის სამხრეთით არსებული დანაღმული მდელოები. რა იქნება ახლა - მალე ვიხილავთ. - რუსეთში, არხანგელსკში, პლესეცკის კოსმოდრომზე რუსებმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა სარმატის გამოცდა სცადეს. რაკეტა გაშვებისთანავე აფეთქდა და კოსმოდრომის გამშვები ზონა გაანადგურა. სარმატი 2023 წელს იქნა შექმნილი და მისი გამოცდით კრემლს ძალის დემონსტრირება სურდა. - უკრაინელები აგრძელებენ რუსული იარაღის საწყობების დაბომბვას. ბოლო სამი დღეა უკრაინელების სამიზნე კრასნოდარის ოლქია, სადაც უკრაინული დრონები რუსულ საწყობებსა და ნავთობტერმინალებს ბომბავენ კვლავ. კრასნოდარის ოლქი საქართველოს ესაზღვრება. - დიდი ცვლილება არ არის კურსკის ოლქში. ორივე მხარე ინარჩუნებს ინიციატივას, თუმცა კონტროლის თვალსაზრისით მხოლოდ ისაა ცვლილება, რომ უკრაინელებმა სასაზღვრო ზონაში ჰორიზონტალურად გააფართოვეს კონტროლი გლუშკოვოს რაიონში. რუსების რაოდენობა კურსკში 50 ათასს აღწევს. მიუხედავად 1/5-ზე შეფარდებისა, რუსების სასარგებლოდ, რუსები დადგენილ დრომდე - პირველ ოქტომბრამდე - ვერ ახერხებენ კურსკის ოლქში უკრაინელების განდევნას. ზოგადად თარიღებისა და წითელი ხაზების დადგენა რუსეთის საინფორმაციო ომის დიდი სუსტი წერტილი გამოდგა. - Financial Times რუსულ სამხედრო ტაქტიკას აღწერს უკრაინაში და ამბობს, რომ დიდად რუსული მიდგომები არ შეცვლილა - ცოცხალი მასის მობილიზაციით ჯერ რკალისებური ალყის შექმნა და შემდეგ იქ ბლოკირებული ნაწილების ან განადგურება ან ევაკუაციის იძულება. რუსები ამ ტაქტიკას "ქვაბების შექმნას" უწოდებენ, რომლის მიხედვითაც ან სრული ალყა შეიქმნება და შიგნით მყოფები განეიტრალდებიან ან იძულებულები იქნებიან დატოვონ ტერიტორია. მხოლოდ შესამჩნევი ტექნოლოგიური უპირატესობით შეიძლება ამ ტაქტიკის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა და რიცხობრივი უპირატესობის მინიმიზაცია. - პუტინი ისევ ბირთვული იარაღით იმუქრება. თუკი ვინმე რუსეთის ტერიტორიაზე დასავლურ იარაღს ჰაერიდან გამოიყენებსო. არადა ორი ფაქტორია აქ: 1. ჰაერიდან რუსეთის ტერიტორია დრონებით აქტიურად ისედაც იბომბება; 2. პუტინს თუ დავუჯერებთ უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის, ზაპორიჟიასა და ყირიმის ოლქებიც რუსეთის ტერიტორიაა, მაგრამ მის დაბომბვაზე ხმას არ იღებს. საერთოდაც კურსკის ოლქის ნაწილია ოკუპირებული და ამაზე არ იღებს ხმას. სერიოზულად პუტინის მუქარებსა და წითელ ხაზებს ცოტაღა აღიქვამს. მან პირველივე დღეებიდან დაიწყო მათზე საუბარი და სრულიად ყველა წითელი ხაზი გადაიკვეთა - ყირიმის ხიდის აფეთქებიდან დაწყებული, ნატოს გაფართოებით დამთავრებული. - მოლდოვას გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, იგორ გორგანს ბრალი წარედგინა რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე მუშაობისა და სახელმწიფო ღალატისათვის. გორგანი პრო-რუსი პრეზიდენტის, იგორ დოდონის მიერ იყო დანიშნული. ერთ დროს მოლდოვას ყველაზე უპერსპექტივო და პრო-რუსულ ევროპულ სახელმწიფოდ მოიხსენიებდნენ, ახლა სიტუაცია ფუნდამენტურად იცვლება იქ.

region
ოკუპირებული ცხინვალის ადმინისტრაცია - ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია, ჩვენ ისევ ვითხოვთ უსაფრთხოების სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერას

სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.

„არარსებული ტერმინოლოგიითა და ფაქტებით მოქმედება და რეალობას დაშორებული რიტორიკა იმას აჩვენებს, რომ საქართველოსა და ქართველ პოლიტიკოსებს წარსული არ ათავისუფლებთ“, - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება.

ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის პოზიცია უკვე მრავალი წელია გაჟღერებულია“.

„საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა საკვანძო საკითხად რჩება. ამავე დროს, ჩვენ იმ გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების აუცილებლობიდან გამოვდივართ, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა“, - აღნიშნავს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way