USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
თბილისი
ქართული ბიზნესი COVID 19-ის წინააღმდეგ
თარიღი:  1333
GEORGIA VS COVID 19 - 13:0!
 
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 81
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 13
კარანტინის რეჟიმში - 4505
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247
ყოჩაღ ქართველი ექიმები!
ყოჩაღ ქართველო ბიზნესმენებო!
 
პორტალი - https://www.marketer.ge/ აქვეყნებს იმ კომპანიების სიას, რომლებმაც აქტიური ფინანსური თუ არაფინანსური მონაწილეობა მიიღეს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში:
 

შენიშვნა: თუ თქვენი კომპანია ჩამონათვალში არ არის, გთხოვთ, კომპანიის ოფიციალური განცხადება მოგვაწოდოთ e-mail-ზე: ariqa.marketer@gmail.com

 

ფინანსური მხარდაჭერა

თიბისი – 5 მლნ ლარზე მეტი

„მაგთიკომი“ – 3 მლნ ლარი

„სილქნეტი“ – 1 მლნ ლარი

„არ ემ ჯი“ – 1 მლნ ლარი

ორბი – 1 მლნ ლარი

სამედიცინო უნივერსიტეტი – 1 მლნ ლარი

სათამაშო ბიზნესი (6) – 1 მლნ ლარი

„მეტრო ჰოლდინგი“ – 500 000 ლარი

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ – 300 000 ლარი

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ – 300 000 ლარი

„ანაგი“ – 300 000 ლარი

პე ეს პე ჯგუფი – 300 000 ლარი

„თელავის ღვინის მარანი“ – 300 000 ლარი

„რიკო ექსპრესი“ – 300 000 ლარი

„დაფნა“ – 300 000 ლარი

თიბისი დაზღვევა – 300 000 ლარი

VTB ბანკი – 200 000 ლარი

„სოკარი“ – 200 000 ლარი

„თეგეტა მოტორსი“ – 200 000 ლარი

„ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი“ – 200 000 ლარი

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი – 150 000 ლარი

კავკასიის ავტო იმპორტი – 150 000 ლარი

ემ კვადრატი – 100 000 ლარი

„დირსი“ – 100 000 ლარი

„ფილიპ მორის საქართველო“ – 100 000 ლ;არი

BasisBank – 100 000 ლარი

რუსთავის აზოტი – 100 000 ლარი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია – 100 000 ლარი

ყვარლის სარდაფი – 100 000 ლარი

ფოთის საზღვაო ნავსადგური – 100 000 ლარი

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე – 100 000 ლარი

„ჰუალინგი“ – 100 000 ლარი

„თბილი სახლი“ – 100 000 ლარი

„ბილდი“ – 100 000 ლარი

კომპანია „დათო“ – 100 000 ლარი

გრინ ჰილ რეზიდენსი – 100 000 ლარი

„მაქრო ქონსთრაქშენ“ – 100 000 ლარი

My Home – 100 000 ლარი

„მთამ მენეჯმენტი“ – 75 000 ლარი

„ასკანელი ძმები“ – 60 000 ლარი

გალფ ჯორჯია – 53,055.41 ლარი (ზრდადი, სპეციალური ფონდი „ექიმებისთვის“)

„სარაჯიშვილი“ – 50 000 ლარი

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ – 50 000 ლარი

მაუდის ქარხანა – 50 000 ლარი

„ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია“ – 50 000 ლარი

ტოიოტა კავკასია – 50 000 ლარი

დეილი – 50 000  ლარი

„ელიზი ჯგუფი“ – 50 000 ლარი

„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ – 50 000 ლარი

„ლისი ლეიქ დეველოპმენტი“ –  50 000 ლარი

Euro Games Technologies – საქართველო 50 000 ლარი

ტერმინალი – 30 000 ლარი

ინვეტი ჯგუფი – 30 000 ლარი

სუპერმარკეტების ქესლი „ზღაპარი“ – 30 000 ლარი

„სუფთა სახლი“ – 30 000  ლარი

„რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი“ – 30 000 ლარი

დაგი – 30 000 ლარი

„წისქვილი ჯგუფი“ – 30 000 ლარი

არკონ ინვესტი – 25 000 ლარი

კრისტალი – 20 000 ლარი

„ჯორჯიან გაზ იმპორტი“ – 20 000 ლარი

„სანდომი“ – 20 000 ლარი

„ლილო მოლი“ – 20 000 ლარი

„ელიტ ელექტრონიქსი“ – 20 000 ლარი

Airline GEO SKY LLC – 20 000

საქართველო-ისრაელის ბიზნეს საბჭო, იციკ მოშე – 18 000 ლარი

ბორან მაინინგი – 10 000 ლარი

„მაგისტილი“ – 10 000 ლარი

„ლუტეცია“ – 10 000 ლარი

„მომავლის მეღვინეობა“ – 10 000 ლარი

„ოლ-პი ჯგუფი“ – 10 000 ლარი

„ზარქუა კომფანი“ – 10 000 ლარი

„ბენე ჯგუფი“ – 10 000 ლარი

თი-სი-ეი (TCA) – 10 000 ლარი

„დინ გრუპი“ – 5 000  ლარი

„ენერჯი სერვისი“ – 5 000 ლარი

„ქინძმარაულის ვენახები“ – 2 500 ლარი

„ჩაის სახლი ქიაჩელზე“ – 2 000 ლარი

 

არაფინანსური მხარდაჭერა

სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ – საკარანტინო ზონისთვის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 200-ნომრიანი სასტუმრო დაუთმო;

ჯი-ემ-თი ჯგუფი – საკარანტინო ზონისთვის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 130 ნომრიანი სასტუმრო „მოქსი თბილისი“ უსასყიდლოდ დაუთმო;

საქართველოს ბანკი – ჯანდაცვის სამინისტროს 20 000 ლაბორატორიულ ტესტს, 10 სასუნთქ აპარატს, 50 000 პირბადესა და 60 000 ხელთათმანს გადასცემს;

საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია „ლოიალტე” – კომპანიებს იურიდიულ, საგადასახადო და ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებას, 2 თვის განმავლობაში, უფასოდ გაუწევს. 

LF&T – უფასო ვიდეოწარმოება (სახელმწიფო უწყებებს, კლინიკებსა და კომპანიებს, კორონავირუსის წინააღმდეგ, ნებისმიერი ტიპის საინფორმაციო-სოციალური რგოლი რგოლის შესაქმნელად, უფასოდ მოემსახურებიან).

Felp.me – ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი ფინანსური პლატფორმა, რომელიც კორონავირუსის პერიოდში, მსურველებს უფასოდ მოემსახურება;

Vendoo – მომხმარებელს, 24/7-ზე, ადგილზე უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს;

8000 მოსავალი – თბილისის მასშტაბით, ღვინის სახლში მიტანის სერვისი სრულიად უფასოა;

„ირაო“ – მომხმარებლებს 2 თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

Oppa – უკონტაქტო მომსახურების გადახდებზე საკომისიო გააუქმა.

„ევექსი კლინიკები“ – თანამშრომლების მხარდაჭერის ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა. ასევე, გადაამზადა და ჩამოაყალიბა ოჯახის ექიმების მობილური ჯგუფი, რომლებიც იმ დასაქმებულებს შეამოწმებენ, ვისაც ყველაზე ინტენსიური შეხება აქვთ მომხმარებლებთან ან ხშირად უხდებათ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა.

„ზუმერი“ – უფასო მიტანის სერვისი.

Space – Glovo-დან რაიმეს გამოძახების შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი თანხის 20%-ს უკან უბრუნებს.

„ავტობასი“ – იმ კომპანიების თანამშრომლებს ემსახურება, რომლებიც სრულად დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე ვერ გადადიან.

„ნუგბარი“ –  საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ინფექციური და რესპუბლიკური საავადმყოფოების მედპერსონალს, მოხუცებულებს 10 000 ჩურჩხელა გაუგზავნა.

Tegeta Motors – „რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“, „თბილისის ინფექციური საავადმყოფოსა“ და „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსეტო კლინიკის“ იმუნოლოგების, ექიმების, ექთნების, სანიტრების
ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, სამსახურამდე და შემდეგ სახლებში;

საქართველოს ფოსტა – 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მედიკამენტებს ადგილზე მიუტანს;

თიბისი დაზღვევა – COVID19-ის რისკის ქვეშ მყოფი ექიმებისა და ექთნებისთვის 300 000 ლარი გამოყო;

„სინერჯი კაპიტალი“ – კომპანიებს საკუთარ საშტაბო მართვის მოდელი გაუზიარა.

Redmed – 13 ქართველი ექიმის უფასო ვიდეოკონსულტაცია.

VISA – Glovo-ს გამოძახებისას Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში, თქვენ მიერ გადახდილი საკურიერო მომსახურების თანხას Visa გააორმაგებს და Glovo-ს პარნტიორი კურიერები ამ თანხით კათარზისისა და სხვა ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებისთვის საკვების მიტანის სერვისს უზრუნველყოფენ.

English Book Education – ინგლისური განათლება მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს, მთელი საქართველოს მასშტაბით; მასწავლებელთა კავშირის უფასო წევრობა.

სპორტი
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.