USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Tbilisi
ოლღა გურამიშვილი - ილიას ღირსეული თანამეცხედრის უკანასკნელი დღეები
Date:  1036
როგორც ქვემოთ ხედავთ, ფოტოზე დიდი ილიას თხზულებათა წიგნია გადაშლილი, შემდეგი წარწერით: "ეს წიგნი ვიყიდე თვითონ ილიას ცოლისაგან, რომელიც ბაზარში დადიოდა და იძახდა, "ილიკოს თხზულება, ილიკოს თხზულებაო".
 
"ოლღა გურამიშვილს ჩვეულებრივი ქალის ცხოვრებით არასოდეს უცხოვრია... მან გვერდზე გადადო საკუთარი თავი, ამბიციები და მთელი მისი სიცოცხლე ილიას და ერის კეთილდღეობას მიუძღვნა. ისიც მსხვერპლი აღმოჩნდა, ილიასავით, მაგრამ უხმოდ და უსახელოდ"...
 
მოკლეს ილია, მასთან ერთად უმოწყალოდ სცემეს ოლღა, რომელიც ქართველებისგან სასიკვდილოდ განწირულ მეუღლეს, წიწამურთან, შემდეგი სიტყვებით გადაეფარა : "კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით თქვე ურჯულოებო! _ ეს ქვეყანას სჭირდება".
ოთხი თვის შემდეგ გამოვიდა საავადმყოფოდან ოლღა. მას არც გაუხედავს საგურამოსკენ და არც თბილისის ბინისკენ, ისე ჩააბარა "წერა _ კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" და თვითონ მთაწმინდის უბანში, ილიასთან ახლოს პატარა ბინაში შეიყუჟა.
ეს ის ოლღა იყო, რომლის ხასიათით, ღირსებით და მორალით აღფრთოვანებული და გაოცებული ლევ ტოლსტოი წერდა: "მაშინ, როდესაც მთელ რუსეთში გამეფებულია ზნეობრივი სიბნელე და უკუნეთი და ყოველ ნაბიჯზე გაისმის მოჰკალ, ჩამოახრჩე და ლამის სასოწარკვეთილების მორევში ჩავიხრჩოთ, ამ დროს საქართველოს საუკეთესო შვილის ქვრივი, რომელსაც უსაყვარლესი მეუღლე ბარბაროსულად მოუკლეს და თვითონაც, იგი მხეცურად სცემეს და დაჭრეს, ევედრება მთავრობას, სიკვდილით ნუ დასჯით მკვლელებსო. აქამდე ვიცოდით, ფიზიკური მზე აღმოსავლეთიდან რომ ამოდის. ახლა უნდა დავსძინოთ და ვთქვათ, რომ ზნეობრივმა მზემ საქართველოდან ამოაშუქა".
დიახ, ეს საამაყო ოლღა, ილიას ღირსეული მეუღლე და დასაყრდენი ძალა, იქამდე იყო მიტოვებული, რომ ლუკმაპურის საშოვნელად ილიას წიგნებს ჰყიდდა. იმ წიგნებს რომლებიც აუწონავი განძი იყო ქვრივისთვის. სამაგიეროდ, ვიდრე იგი უკანასკნელ განსაცდელს გადიოდა, ბოგანო ქართველთა ოჯახებში მრავლდებოდა ილიას კრებულები, სხვადასხვა წარწერებით, რომლის ერთი მაგალითი ეს წიგნია. კიდევ დიდი სიამაყით წააწერა, რომ ილიას ცოლისგან იყიდა, მაგრამ ეს კიდევ კარგად მოქცეულა და 3 მანეთის ნაცვლად 30 მანეთი მიუცია ქვრივისთვის. ვინ იცის სხვა დროს ვინ შეხვედრია და შევაჭრებია კიდევაც, იმის ნაცვლად, რომ ფეხქვეშ გაგებოდა, ბოდიში მოეხადა სამარცხვინო ერის სახელით და ისე მიეცა პურის ფული... მამა დავითზე შავად მოსილი ქალიც, რომელიც მუხლებზე უდგებოდა მოსიარულეებს და ემუდარებოდა, "ერთი სანთელი დაუნთეთ ილიას, ვითომაც ტაძარი აგიშენებიათო", არ უნდოდათ ეცნოთ, რომ ილიას ქვრივი ოლღა იყო და ფეხით გაუწევიათ რამდენჯერ.
სად იყო მაშინ ქართული საზოგადოება?! როგორ ვერ გამოკვებეს დიდი ილიას ქვრივი?! იმ ილიასი, რომელის პირველი და უკანასკნელი სურვილი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის კეთილდღეობა იყო; იმ ილიასი, რომელმაც თქვა: "მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა" და ერთი წამითაც არ უღალატია მისთვის. იმ ილიასი, რომელმაც ცხოვრების კრედოდ "ენა, მამული, სარწმუნოება" გაიხადა და თავი შესწირა მას. თვით ილიასგან დამოუკიდებლადაც, ოლღაც უდიდესი პატრიოტი ქალბატონი და ერის სიამაყე იყო; იგი "წერა _ კითხვის გამავცელებელი საზოგადოების", "ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა" და "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების" წევრი იყო...
რა თმა უნდა, კვლავ ბოღმა და შური... მათ შინაგანად სძულდათ ილია, სიდიადისა და შეუპოვრობის გამო, პირველობისა (როგორც ვაჟამ უწოდა) და განუმეორებელი ნიჭიერების გამო. იმ ნიჭიერების გამო, რომელზეც თვით სტალინმა თქვა: "მსოფლიო ერთ კაცს რომ ემართა, ეს უეჭველად ილია იქნებოდაო".
სამაგიეროდ, როგორც ჩვენ ვიცით ხოლმე, ქართველებმა, ოლღას დაკრძალვაზე იოსებ იმედაშვილმა ეს სიტყვები წარმოთქვა: "ახლა მიწას ვაბარებთ 19-ე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს დიდი ჭირისუფლის, ქართველი ხალხის წინამძღოლის და საიმედო პატრონის ილია ჭავჭავაძის ცხოვრების თანამგზავრს, მის ღირსეულ მეუღლესა და თანამზრახველს, ოლღა თადეოზის ას. გურამიშვილს, ვინაც მასთან ერთად სწია ქართველი ერის მძიმე ჭაპანი და თავისი მეუღლის ნარ-ეკლით მოფენილ ცხოვრებასა და სისხლიან სიკვდილს უმწიკლო ზვარაკად შეეწირა".
 
 
 
 
ციური ნარმანია
sport
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way