USD 2.6153
EUR 3.0500
RUB 3.0978
თბილისი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავის საკრებულოში შექმნილი მავნებლური ოპოზიციური კოალიცია, რუსთავს და რუსთაველებს საბოტაჟს უწყობს და ჩვენი ქალაქის განვითარების შეფერხებას აგრძელებს
თარიღი:  1385

რუსთავის საკრებულოში შექმნილი მავნებლური ოპოზიციური კოალიცია, რუსთავს და რუსთაველებს საბოტაჟს უწყობს და ჩვენი ქალაქის განვითარების შეფერხებას აგრძელებს, - ამის შესახებ რუსთავის მერიაში გამართულ ბრიფინგზე ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, ამჯერად, ქალაქში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა, არ განიხილავს ისეთ საკითხებს, რომელმაც ქალაქს დამატებით 100 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა მოუტანოს.

„კოალიცია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებისგან შედგება, უკვე მეორე წელია რუსთაველების წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებს. საკრებულოს თავმჯდომარის პასიური პოზიცია რომელიც პარტია საქართველოსთვის წევრია, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილ მავნებლურ პოლიტიკას ამყარებს და რუსთავს განვითარების და პროგრესის რეალურ შესაძლებლობას უკარგავს.

ოპოზიციური გაერთიანება, რომლის მავნებლურ პოლიტიკურ ინტერესებსაც ეწირება რუსთავის ინტერესები, უკვე ორი წელია, მხოლოდ საკრებულოს რეგლამენტის დარღვევით, პოლიტიკური ნიშნით
თანამშრომლების დევნით და სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის გავრცელებითაა დაკავებული.
რუსთაველებს ახსოვთ, რამხელა ძალისხმევა დასჭირდა რუსთავის მერიის გუნდს და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულ ოცნებას“, რომ 2023 წელს, რუსთავი დამტკიცებული ბიუჯეტით და სწორად დაგეგმილი პროექტებით შეხვედროდა.

უკვე მეორე წელია, ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გადალახვა ხდება საჭირო, ნებისმიერი ახალი სოციალური პროგრამის, თუ ქალაქის ეკონომიკური წინსვლისთვის საჭირო პროექტის დასამტკიცებლად.
პარალელურად, კი ოპოზიცია, რომელიც ქალაქში ინვესტიციების შემოსვლას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებს ბლოკავს და პოლიტიკური ნიშნით დევნის საკუთარ თანამშრომლებს, არღვევს კანონს და იმ წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტს, სადაც ხალხის ინტერესების დასაცავად აირჩიეს.

მივმართავთ საკრებულოს ოპოზიციურ კოალიციას, შეწყვიტონ ის მავნებლური პოლიტიკა, რასაც რუსთაველები უკვე მეორე წელია, აკვირდებიან და დაკავდნენ საქმით, რისთვისაც მოსახლეობამ ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში აირჩია.

დღეს სხდომამდე დარჩენილია რამდენიმე საათი და მივმართავ საკრებულოს თავმჯდომარეს, აიღოს პასუხისმგებლობა ქალაქის წინაშე და ყველა ის საკითხი, რომელიც გაჩერებულია უკვე თვეებია და არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ იბლოკება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი თემები, გაიტანონ განსახილველად სხდომაზე და აიძულოს ოპოზიცია, შეწყვიტოს საკუთარი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ამის საშუალებას მას აძლევს რეგლამენტი და კანონი.

ქალაქში დღეს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია და ამას თითოეული რუსთაველი კარგად ხედავს, ჩვენ არ გვაქვს დრო ოპოზიციური საკრებულოს მახინჯ პოლიტიკურ პროცესებში მივიღოთ მონაწილეობა, მოვუწოდებ კარგად გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა რუსთაველების წინაშე და მოგვცენ საშუალება ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო მეტი სარგებლობა მოვუტანოთ“, - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის