USD 2.6859
EUR 2.8804
RUB 2.9145
თბილისი
მსოფლიოს უძველესი ბიზნეს კომპანიები
თარიღი:  1083

ბიზნესმენებს კორპორატიული იუბილეების აღნიშვნა უყვართ _ მდიდრული ბანკეტები ყოველ ათ, ზოგჯერ კი ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. მაგრამ, თუ ფირმას ათასწლოვანი ისტორია აქვს, ასეთმა ხშირმა ზეიმმა, შესაძლოა, გაკოტრებამდეც კი მიიყვანოს ის. პლანეტის ყველაზე ძველი კომპანიებიეს, როგორც წესი, ოჯახური ბიზნესია. უხსოვარი დროიდან ითვლებოდა, რომ ფულის შენახვა, უმჯობესია ოჯახში. დღეს გავრცელებულია მოსაზრება, რომ მფლობელთა ვოლუნტარიზმის გამო ოჯახური საწარმოები, როგორც წესი, არ სცდებიან მცირე ბიზნესის ფარგლებს და დიდხანს ვერ არსებობენ. ორივე წარმოდგენა მცდარია. საკმარისია, გავიხსენოთ, რომ პლანეტაზე 200-მდე ოჯახური ფირმაა, რომლის წლიური შემოსავალი 2 მლრდ. დოლარს აღემატება. სხვათაშორის, პლანეტის უმსხვილესი რიტეილერული კომპანია ჭალMარტ ასევე ოჯახურ კომპანიას წარმოადგენს. ოჯახური ბიზნესი გადამწყვეტ როლს თამაშობს მრავალი ქვეყნის ეკონომიკაში და ყველაზე ძლიერი პოზიციები მას ვაჭრობასა და მომსახურების სფეროში აქვს. ოჯახურ საწარმოებში დაკავებულია პლანეტის მუშა ძალის ნახევარზე მეტი, რომლებიც შიდა ეროვნული პროდუქტის ნახევარზე მეტს ქმნიან. ამერიკის 24 მლნ. ოჯახურ კომპანიებში შრომობს მთელი მუშახელის 62%-, ხოლო მათი წვლილი ქვეყნის შიდა ეროვნულ პროდუქტში 64%- შეადგენს. ინდოეთს ოჯახური ბიზნესის ქვეყანას ეძახიან. აქ დარეგისტრირებული ფირმების 95%- ოჯახურია. ასევე მცდარია მოსაზრება, რომ ოჯახური კომპანიები მალე იხურებიან. სპეციალისტების აზრით, ყველაზე გრძელვადიანი და მყარი ბიზნესი _ ოჯახური ბიზნესია. ის არსებობდა მრავალნაციონალურ კორპორაციებამდე, საწარმოო რევოლუციამდე, საბერძნეთსა და რომამდე. არსებობს რამდენიმე ასეული ოჯახური ბიზნესი, რომელთა ისტორია 200-ზე მეტ წელს ითვლის.

არსებობს საინტერესო კანონზომიერება, რომელიც ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ, თითქმის ყველა ძველ ოჯახურ ბიზნესს აერთიანებს _ ისინი ადამიანების საქმიანობის საბაზისო სფეროებში მუშაობენ და დაკავებულნი არიან სპირტიანი სასმელების, სურსათისა და იარაღის დამზადებით, ტვირთების გადაზიდვითა და მშენებლობით.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, პლანეტის ყველაზე ძველ კომპანიად იაპონური სამშენებლო ფირმა “კონგო გუმი” ითვლებოდა (სრული დასახელება Kabushiki Gaisha Kongo Gumi) და მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ფუნქციონირებს, სამწუხაროდ, აღარ მოიაზრება როგორც ოჯახური ფირმა, რადგან დამოუკიდებლობა დაკარგა. `კონგო გუმი~ სპეციალიზდებოდა რელი¬გიური შენობების შენებაზე. სიტე¬ნოძის ტაძრის გარდა, რომელიც `კონგო გუმის~ ოსტატების მიერაა აშენებული, მათ ააშენეს ასევე მსოფლიო არქიტექტურის ისეთი ღირშესანიშნაობები, როგორებიცაა: ხორუჟის ტაძარი ნარაში, იაპონიის ერთ-ერთ უძველეს დედაქალაქში და სახელგანთქმული ციხე-სიმაგრე ოსაკაში (XVI საუკ.). "კონგოელებს" დღემდე აქვთ შენარჩუნებული თავიანთი სპეციალიზაცია და ყოველწლიურად, კომპანიის მიერ აშენებული ოცდაათი მსხვილი ობიექტიდან ოცდახუთი, _ რელიგიური დანიშნულებისაა, რომლის წილი ფირმის საერთო შემოსავლის 80%-ს შეადგენს (გასულ წელს ფირმამ 67,7 მლნ. დოლარი გამოიმუშავა).

ტაძრების მშენებელი ოჯახი იაპონიის ყველაზე ძველ ხელნაწერ დოკუმენტში _ „ნიხონ შოკიშიც“ მოიხსენება, რომელიც მე-VII საუკუნითაა დათარიღებული. 1428 წლის მანძილზე კომპანიის ხელმძღვანელობაში 40 პრეზიდენტი შეიცვალა. თითოეული მათგანი კონგოს გვარს ატარებდა, თუმცა, ყველა არ მიეკუთვნებოდა ამ ოჯახს დაბადებით. როდესაც გვარში კაცების ხაზი წყდებოდა, ფირმას სიძეები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც კონგოზე იცვლიდნენ გვარს.

მიუხედავად "კონგო გუმის" გაბანკროტებისა უძველესი ოჯახური კომპანიის სამშობლოდ კვლავ იაპონია რჩება. ამჟამად რეკორდსმენად „ხოში რაიოკანი“ ითვლება (Hoshi Ryokan)), რომელიც თითქმის 1300 წელია რაც სასტუმროს ბიზნესს მისდევს, თუმცა `კონგოს~ რეკორდამდე მას ბევრი უკლია და საქმიანობის მასშტაბებიც ბევრად მცირე აქვს _ მას მხოლოდ ერთი სასტუმრო ეკუთვნის კომაცუში, იშიკავას პრეფექტურაში. მიუხედავად ამისა, გინესის რეკორდების წიგნში "ხოშის" უკვე დიდი ხანია პლანეტის უძველესი სასტუმროების ფირმად მოიხსენებენ, რასაც ახლა უკვე უძველესი ოჯახური ბიზნესის ტიტულიც დაემატა.

ჩამონათვალში ევროპის უძველესი ოჯახური ფირმებიცაა შეტანილი. ყველაზე ხანდაზმულად ფრანგული ფირმა „შატო გულენი“ ითვლება, რომლის საქმიანობის მთავარ სფეროდ, დღემდე, მეღვინეობა რჩება. გულენის ოჯახურ საკუთრებაში ნანტთან ახლოს მდებარე შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეც შედის, რომელიც დაახლოებით 1000 წელსაა აშენებული. ციხე-სიმაგრეში იშვიათი ჯიშის პეპლების დიდი კოლექცია ინახება, ამას გარდა, ის ქორწილებისა და სხვადასხვა დღესასწაულის გამართვისათვისაც გამოიყენება.

თითქმის ამდენივე ხნისაა იტალიის უძველესი ფირმა Fonderia Pontificia Marinelli, რომლის სპეციალიზაციაც საეკლესიო ზარების ჩამოსხმაა. მისი სახელოსნო უკვე ათას წელზე მეტი ხანია, რაც მოლინეზეს პროვინციის მთებში, უძველეს ქალაქ აგნონაშია განთავსებული. ისევე, როგორც „კონგო გუმში“, „მარინელის“ ჩამომსხმელები დღემდე იყენებენ ჯერ კიდევ ფირმის დამაარსებლის მიერ მოფიქრებულ ტექნიკას, ცვილისგან ფორმის ჩამოსასხმელად. 

"მარინელი" ცნობილია ყველა კონტინენტზე. მისი ზარები რეკენ ნიუ-იორკის, პეკინის, კორეის, იერუსალიმისა და სამხრეთ ამერიკის ტაძრებში. ჩამომსხმელი ფირმის დირექტორი _ პასკალე მარინელია და მისი 20 თანამშრომლიდან ხუთი, მარინელის გვარს ატარებს.

გერმანიაში უძველეს ოჯახურ ბიზნესად მიჩნეულია ქალაქ ზოსტში არსებული ფირმა, რომლის სასტუმროც _ „პილიგრიმის სახლი“, ჰენრიხ ანდერნახის მიერაა აშენებული 1304 წელს. მას შემდეგ ოტელი ამ ოჯახური წარმომადგენლებს ეკუთვნით. გერმანიაშია დაარსებული მსოფლიოში უძველესი ოჯახური ბანკი "ბერენბერგიც", ქვეყნის ერთ-ერთი დამოუკიდებელი ბანკი, რომელიც 1590 წელს გაიხსნა ჰამბურგში.

იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის „კონკურენტებს“ საგრძნობლად ჩამორჩნენ ინგლისელები და ესპანელები. ამ ჩამონათვალში ინგლისის უძველესი ოჯახური ბიზნესი მხოლოდ მე-16 ადგილს იკავებს.

კომპანია „ჯონ ბრუკი და ვაჟიშვილები“, რომელიც შალის წარმოებას მისდევდა, 1541 წელს დაარსდა ქალაქ ჰადერსფილდში, ვინმე ჯონ ბრუკის მიერ. ის და მისი შთამომავლები ჯარისთვის შალის ქსოვილს ამზადებდნენ, ამასთან, ინგლისის გარდა, თანამშრომლობდნენ საფრანგეთისა და რუსეთის ჯარებთანაც. ამჟამად ფირმა ძმებს, მარკ და მასიმო ბრუკებს ეკუთვნით.

პირენეის ნახევარკუნძულის უძველესი ოჯახური ბიზნესი კი ესპანეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში, სანტ სადურნი დანოიაშია განთავსებული. ჰაიმე კოდორნიუმ, რომელმაც დასაბამი მისცა ფირმას, ღვინის საწარმო 1551 წელს შეიძინა. ამჟამად, საწარმო, რომელიც 1976 წელს ისტორიულ ღირშესანიშნაობად იქნა აღიარებული, ყოველწლიურად 60 მილიონ ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს და მის ვენახებსა და ქარხნებს, ყოველწლიურად, 200 000 ტურისტი სტუმრობს. 

Los Lingues, ყველაზე ძველი ოჯახური ბიზნესი ჩილიში კი, სან-ფრანცისკოს ველზეა განთავსებული 1575 წლიდან არსებობს, იმ დროიდან, როდესაც მეფე ფილიპე მეორემ საჩუქრად გადასცა მიწები დონ მელკორ დელ აგუილეს, ბრძოლის ველზე თავის გამოჩენისთვის. ამჟამად კომპანია Hacienda Los Lingues ეკუთვნის აგუილის ოჯახის მე-15 თაობას. მისი ამჟამინდელი დირექტორი _ ჰერმანე კლარო ლიონია. ფირმა სასტუმროებს ფლობს, მაგრამ უფრო მეტად, თავისი ღვინოებითაა ცნობილი. ბევრი სპეციალისტის აზრით სან-ფერნანდოს ველებზე მსოფლიოში საუკეთესო ვენახებია გაშენებული. Hacienda Los Lingues -ის დამაარსებლის შთამომავლები 5 სახელგანთქმულ ღვინოს აწარმოებენ Hacienda Los Lingues ის ეტიკეტით. მათ მამულში, ასევე, ორივე ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული თავლა არსებობს. აკულეოში ბერბერისა და ნუმიდიურ ცხენების ჯიშების გამრავლებას მისდევენ, რომლებიც 711 წელს მავრების მიერ ესპანეთიდან იყვნენ შემოყვანილნი და მოგვიანებით კონკისტადორების მიერ ამერიკაში გადაგზავნილნი.

თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 26 აპრილს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ  მეფის  გამზირის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ),  რკინიგზის  სადგურის  მიმდებარე  ტერიტორიის, ხუდადოვის,  ჩხიკვაძის,   მესხის,  არგვეთის, ტყეშელაშვილის, მანგლისის, ზაქარაიას, მანჯგალაძის, ქურდიანის, ჩერნიშევსკის, ჯავახიშვილის, არჩილ და გია ქურდიანების, ჩიქობავას, ნეკრასოვის, აბასთუმნის, სამღერეთის, გოგოლის,  ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, თევდორე მღვდლის, კონსტიტუციის და წინამძღვრიშვილის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი ჯიხაიშის, ბენდელიანის, სანერგეს,  იმერეთის,  ცოტნე დადიანის,  წმინდა მელქისედექ I, კავთისხევის,  ჭყონდიდელის,  დეპოს,  მრევლიშვილის, კოხრეიძის, საყვირის, სვანეთის,  იფნევის,  იფნის,  კვერნაულის,  ზვარეთის,  დვირის და ედისის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, კოსტავას, ბალანჩივაძეების,    რამიშვილის, ჩიქოვანის, კუტუზოვის, გამრეკელის, ცაგარელის, ცინცაძის და მიცკევიჩის   ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის, სოფელი გლდანის, გაზის დასახლების,  ანდრონიკაშვილის,  კაჭარავას, ჯანჯღავას და კბილაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელავის,  წინანდლის,  კობარეთის და ზურაბიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის მე-10 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის I კვარტლის,  ბოხუას, ტერევერკოვის, ბელიაშვილის, ბერძენიშვილის,  ჩაჩუას,  ჭიაურელის,  ერისთავის,  ლუბლიანას,  ჯორჯ  ბალანჩინის და  გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით  აღმაშენებლის  გამზირის (ნაწილობრივ),  მარშალ გელოვანის  გამზირის,  მტკვრის მარჯვენა  სანაპიროს, დიღმის მასივის II კვარტლის (ნაწილობრივ),  ბაქრაძის,  უზნაძის,  დუმბაძის და დგებუაძის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების,  წყნეთის გზატკეცილის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ),  წყნეთის და ტაბლიაშვილის   ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის  გზატკეცილის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ), დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ), კირილე უკლებას, მთაწმინდის,  ბესიკის, მოსიძის,  ჩიტაძის და კრავეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, კოტე აფხაზის, ცინცაძის,  ნაკაშიძეების, ავლევის, ყავლაშვილის, ვერცხლის, ოქრომჭედლების და დიუმას ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ),  ვარკეთილის მეტროს  მიმდებარე ტერიტორიის,  ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ჯავახეთის, ჩაჩუას, ხომლელის, ხვედელიძის, კალოუბნის,  უძოს,  მხარგრძელის,  17 შინდისელი  გმირის,  შანდორ  პეტეფის,  რამიშვილის, წულუკიძის, მანდელშტამის, ლაღიძის და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის     ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ზემო ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების,  ბერი გაბრიელ სალოსის, თრიალეთის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯიქიას, ორბელების, ხარაბაძის, კვაჭანტირაძის, ანდღულაძის, ქობულაძის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ბუკისციხის, კობცოვის,  ბეგიაშვილის, ონაშვილის, ანთიმოზ ივერიელის, ტატიშვილის, მანდელშტამის, ლაღიძის, ქიზიყის,  იგოთის,  ლოლაძის,  კაცხის და კაჭარავას  ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.