რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი შავ ზღვაში ნატოს გაძლიერებას ადეკვატურად უპასუხებს.
„ნატო საფრთხეს ეძებს იქ, სადაც ის არ არის. არც აღმოსავლეთ ფლანგიდან, არც მოსკოვიდან და არც რუსეთიდან ნატოს ახალი გამოწვევები და საფრთხეები არ ემუქრება. საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ჩვენი პასუხი ტრადიციულია: ადეკვატურ პასუხს გავცემთ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.