მილანი (AFP) - მაღალი სმოგის გამო მილანის ხელისუფლება, ქალაქის ფარგლებში, კვირა დღეს, ავტომობილების გადაადგილებას კრძალავს. ღონისძიება მიმართულია დაბინძურების მაღალი დონის პრობლემის გადასაჭრელად. ამასთან ერთად ხელისუფლება სხვა ახალი ზომების მიღებასაც აპირებს,როგორიცაა მაგალითად, ავტობუსის გაჩერებებზე მოწევის აკრძალვა.
მსგავსი ღონისძიება არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იტალიის ეკონომიკური დედაქალაქი აწესებს სხვადასხვა შეზღუდვებს ქალაქის ფარგლებში, თუმცა ზოგიერთი მსგავსი ქმედებების მიმართ სკეპტიციზმით არის გამსჭვალული. გარემოსდაცვითი რეგიონალური მრჩეველი რაფაელე კატანეო მილანის ხელისუფლების გადაწყვეტილებას "დემაგოგიას მწვანე სოუსით" უწოდებს.
თავად მილანის მერმა, ბეპე სალაც ადასტურებს, რომ მსგავსი ღონისძიება გრძელვადიან პერიოდში არ წყვეტს ქალაქის დაბინძურების პრობლემას, ხოლო დაბინძურების მთავრ წყაროდ ავტომობილების გამონაბოლქვი და გათბობის სისტემები მიაჩნია.
ევროპის აუდიტორთა სასამართლოს დაკვნაში, რომელიც 2018 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ავტომობილები ქალაქის ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროა და ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური ზომა იქნება მათი გამოყენების შეზღუდვა ქალაქის ფარგლებში.
კვირაობით იტალიის ეკონომიკური დედაქალაქის მცხოვრებლებს და მის სტუმრებს 10.00 საათიდან 18.00 საათამდე მოუწევთ ისარგებლონ მხოლოდ ველოსიპედით, ელექტრო სკუტერით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
თუმც ავტომობილებით მოძრაობა დაშვებული იქნება ზოგიერთ ქუჩებზე, რათა ფეხბურთის გულშემატკივრებმა შეძლონ სტადიონ სან-სიროსთან მისვლა, სადაც კვირას მილანი ვერონას საფეხბურთო მატჩი უნდა გაიმართოს.
უფრო ადრე, ამ თვის დასაწყისში, სალა გამოვიდა ინიციატივით, აკრძალული ყოფილიყო თამბაქოს მოწევა ავტობუსის და ტრამვაის გაჩერებებზე, რაც უფრო ფართო გეგმის ნაწილია, რათა 2030 წლის ბოლოსთვის აიკრძალოს მოწევა ღია სივრცეებში.