USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
თბილისი
ლევან ლორთქიფანიძე - მოქალაქე კიური
თარიღი:  286

მსოფლიოს ვერც ერთ კუთხეში ვერ მოძებნით ელემენტარული განათლების მქონე ადამიანს, რომელსაც მარი სლადოვსკა-კიურის სახელი არ სმენია. ყველა კონტინენტზე იცნობენ ბუნებისმეტყველს, რომელმაც ორჯერ შეძლო ნობელის პრემიის მოპოვება. პირველად იგი მეუღლესთან – პიერ კიურისთან ერთად დააჯილდოვეს ფიზიკის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, შემდგომ კი ქიმიის მეცნიერების ახალი მიმართულებების აღმოჩენისთვის გაუსვეს ხაზი მის უნიკალურ ღვაწლს. მარი სლადოვსკა-კიური მხოლოდ ბრწყინვალე მეცნიერი არ ყოფილა, მან ცხოვრების ურთულესი გზა განვლო და არაერთი მძიმე განსაცდელის მიუხედავად ბოლომდე უერთგულა თავის მრწამსსა თუ სამოქალაქო ღირებულებებს.

რა გამორჩეული თვისებები და როგორი ღირებულებები ჰქონდა მოქალაქე კიურის?

მარი კიური გახლდათ ადამიანი, რომელსაც დიდი ტკივილის გადატანის ძალა შესწევდა. მოულოდნელად თავს დატეხილ უბედურებას არ შეეძლო მეცნიერი ქალის ნებისყოფის მოსპობა და მისი იმედების ბოლომდე დამსხვრევა. არაერთი გამანადგურებელი დარტყმის მიუხედავად, პროფესორი ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომას და გზის გაგრძელებას. მარი სლადოვსკა ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როდესაც ხანგრძლივი და მტანჯველი ავადმყოფობის შემდეგ საყვარელი დედა დაკარგა. როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა პანსიონის ხელმძღვანელი, მზრუნველი მშობლის მხარდაჭერა, სწორედ მაშინ გამოეცალა იგი ხელიდან და სრულიად მარტო აღმოჩნდა ყოველდღიური პრობლემების წინაშე. ბედმა მხოლოდ ახალგაზრდობის პერიოდში არ გამოუსვა ცელი სწავლულ ქალს. მოგვიანებით, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ ეტაპზე მკვლევარი თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორის გარეშე დარჩა. 1906 წელს პარიზის ერთ-ერთ ქუჩაზე 47 წლის, ჯან-ღონით აღსავსე პიერ კიურის ფორანი დაეჯახა, ნობელიანტი თავზე მიყენებული ჭრილობების შედეგად მალევე გარდაიცვალა. 1906 წლისთვის ცოლ-ქმარი უკვე მთელ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები იყვნენ, უკან ჰქონდათ მოტოვებული ყველა იმედგაცრუება, უკვე შეეძლოთ შედარებით მშვიდად გაეგრძელებინათ მუშაობა თავიანთ კათედრებსა თუ ლაბორატორიებში, ეკეთებინათ სასარგებლო საქმე ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ სწორედ ასეთ გადამწყვეტ მომენტში დარჩა მარი თანამგზავრისა და  კვალიფიციური, პატივსაცემი კოლეგის გარეშე. ყოველ განსაცდელს აუტანელი სევდა მოჰქონდა პოლონური წარმოშობის ფრანგისათვის, მაგრამ მას არასდროს მიუცია საკუთარი თავისთვის ერთ ადგილზე გაჩერების უფლება.

მარი კიური გამოირჩეოდა თავისი მიზანსწრაფულობითა და შემართებით, შეეძლო ნებისმიერ პირობებში მუშაობა, იგი ყურადღებას არ აქცევდა გარშემო მყოფი ადამიანების გულგრილობასა თუ სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ გამოხატულ არასერიოზულ, ზედაპირულ დამოკიდებულებას. იცით, სად აღმოაჩინა კიურების წყვილმა ორი ახალი რადიაქტიური ნივთიერება? იცით, სად და რა პირობებში ატარებდნენ კიურები თავიანთ ცდებს?  პოლონიუმსა და რადიუმს ფრანგმა ბუნებისმეტყველებმა პარიზის ფიზიკის სკოლის ეზოში მდებარე ფარდულში მიაკვლიეს. სორბონის სამედიცინო ფაკულტეტი ხის ფიცრულს ოდესღაც გვამების გასაკვეთად იყენებდა, მაგრამ მოგვიანებით შენობა ამ საქმისთვისაც კი უვარგისად მიიჩნიეს. გაუქმებული მორგის გარდა, საფრანგეთში არ მოიძებნა სივრცე, სადაც დიდი მეცნიერები თავიანთ პატარა ლაბორატორიას მოაწყობდნენ. თუმცა, მარი ამგვარი წინაღობების არად ჩაგდებას შეჩვეული იყო, მას სტუდენტობიდან მოყოლებული ყოველთვის უბადრუკ ბინებში ან სულაც სხვენზე უწევდა ხოლმე ცხოვრება. შესაბამისად, დიადი მიზნისკენ სვლა გამართული ლაბორატორიის არქონამ ვერ შეაფერხა. მეტიც, პოლონიუმისა და რადიუმის მისაღებად პიერსა და მარის დიდი რაოდენობით ნედლეული სჭირდებოდათ. ისინი ურანის ფისის გადამუშავების შედეგად დარჩენილ ნარჩენებს სატვირთოებით ეზიდებოდნენ პარიზში და მათგან საჭირო ფრაქციების გამოყოფაზე თვეებს ხარჯავდნენ. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ამგვარი სატრანსპორტო ოპერაციების განხორციელება ღარიბი პროფესორებისთვის ფანტასტიკის სფეროს ნაწილი გახლდათ, მაგრამ სორბონელემა იდეალისტებმა საწადელს მაინც მიაღწიეს.

მარი კიური ყველგან და ყოველთვის იყო ქალების, მათი გათავისუფლების მხარდამჭერი. იგი ცხოვრების ყველა ეტაპზე, სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, ცდილობდა გაეძლიერებინა ახალგაზრდა გოგონები და მათთვის ბიძგი მიეცა, რათა მხოლოდ სამზარეულოებსა და სამრეცხაოებში არ ჩაფერფლილიყო ჩაგრული სქესის წარმომადგენელთა ცხოვრება. ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში, გიმნაზიის ოქროს მედალზე დასრულების შემდეგ მარი სლადოვსკა პლოცკის გუბერნიის ქალაქ შჩუკში გაემგზავრა, რათა პროვინციაში გადასახლებული მდიდარი ოჯახის უმცროსი წევრებისთვის გაკვეთილები ჩაეტარებინა. შემოსავლის დიდი ნაწილით პატარა პოლონელი გოგო თავისი უფროსი დის, ბრონკას პარიზში სწავლას აფინანსებდა. მარის იმედი ჰქონდა, რომ და წარმატებას მიაღწევდა და შემდეგ მასაც გაუმართავდა ხელს. სასიხარულოდ, ვარშაველს ქველმოქმედება დაუფასდა და მოგვიანებით თავად შეძლო ბრონკას დახმარებით მიყრუებული ქალაქიდან საფრანგეთის შუაგულში გამგზავრება. სორბონაში სწავლის მეორე წელს პოლონელი ქალების დახმარებით მომავალმა ნობელიანტმა სპეციალური სტიპენდიის მოპოვება შეძლო. თანამემამულეებმა ღარიბი გოგონას განათლებისათვის 600 ფრანკის შეგროვება მოახერხეს. რამდენიმე თვეში, პირველივე ჰონორარის აღების შემდეგ მარიმ სტიპენდია უკან, ალექსანდროვიჩის ფონდში დააბრუნა. ეს უპრეცენდენტო შემთხვევა გახლდათ. მაშინ ახლობლებმა ამ ფაქტის შესახებ დაწერეს: „ალალმართალ ქალიშვილს უსინდისობად მიაჩნია, დიდ ხანს დაიტოვოს ფული, რომელიც სხვა ღარიბი გოგონასათვის იმედი იქნებოდა. ურჩევნია კვლავ ბნელ ოთახში იცხოვროს, ბოსტნეულს შეექცეს, მაგრამ კიდევ ერთ ქალს მიეხმაროს ცოდნისკენ მიმავალ გზაზე“. გარდა ფინანსური წახალისებისა, მარი სლადოვსკა-კიური მილიონობით ქალისთვის იყო მისაბაძი ფიგურა და იდეალი. ის სორბონის უნივერსიტეტის ისტორიაში პირველი ქალი პროფესორი და კათედრის ხელმძღვანელი გახდა, მსოფლიოში მოწინავე მეცნიერად მიიჩნეოდა და ორ დარგში ფლობდა უმაღლეს ჯილდოს. მან თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ბევრ ისეთ მიწაზე დაიმკვიდრა თავი, სადაც ადრე ქალს ფეხიც კი არ ჰქონდა დადგმული. მაშასადამე, შექმნა პრეცენდენტი და დახშული კარი გაუღო სხვებს.

მარი კიური სიცოცხლის ბოლომდე რჩებოდა პოლონეთის დიდ პატრიოტად. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ცოლ-ქმარმა 1898 წელს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის დახმარებით ამგვარი ამბავი ამცნეს საერთაშორისო საზოგადოებას: „ნივთიერება, რომელიც მივიღეთ ურანის მადნიდან, შეიცავს ჯერ კიდევ უცნობ ლითონს… ამ ლითონის არსებობის დადასტურებისთანავე, წინადადება შემოგვაქვს, დაერქვას მას „პოლონიუმი“ – იმ ქვეყნის სახელი, რომელიც ერთ-ერთი ჩვენგანის მშობლიური მხარეა“. მარიმ და პიერმა თავიანთ პირველ გრანდიოზულ აღმოჩენას სლადოვსკას  სამშობლოს სახელი დაარქვეს. შედეგად, მრავალტანჯულ სახელმწიფოს სამუდამოდ დაუმკვიდრეს ადგილი მენდელეევის პერიოდულ სისტემაში.

ქალ პროფესორს თავისი პატრიოტული მოვალეობა მხოლოდ ახალი ლითონის სახელდებით არ მოუხდია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი ნაბიჯი საკმარისი იქნებოდა მშობლიური ქვეყნის დასაფასებლად. კიური 1905-07 წლებში ფინანსურად ეხმარებოდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებულ რევოლუციურ ძალებს, ხელს უწყობდა პოლონეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელ და სოციალისტურ მოძრაობებს, საკუთარ სახლში თავშესაფარს აძლევდა უამრავ პოლიტიკურ დევნილს. პოლონეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სლადოვსკამ თავისი ხარჯებით გახსნა ვარშავაში რადიუმის ინსტიტუტი და ხელი შეუწყო პოლონეთში უმაღლესი კლასის სამეცნიერო-კვლევითი და სამედიცინო დაწესებულების ამუშავებას.

კიური არც თავისი მეუღლისა და შვილების სამშობლოს მიმართ ყოფილა გულგრილი. მარიმ შეუფასებელი დახმარება აღმოუჩინა საფრანგეთის სახელმწიფოს პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას. მისი ორგანიზებით, რამდენიმე ათეული მანქანა რენტგენის აპარატებით აღჭურვეს, ამ სატვირთოებს ცეცხლის ხაზზე უწევდათ გადაადგილება. დაჭრილებისთვის რენტგენის სურათის გადაღების შემდეგ, გაცილებით უფრო ადვილი იყო ჯარისკაცთა სხეულში ტყვიებისა თუ ნამსხვრევების აღმოჩენა. მარი სლადოვკსკა-კიურის წყალობით ბრძოლის ველთან ახლოს უამრავი სწრაფი და შედეგიანი ოპერაცია ჩატარდა. დიდი მეცნიერის მიერ დარაზმულმა, რენტგენის აპარატებით დატვირთულმა ავტომობილებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მსოფლიოში ნომერ პირველი ბუნებისმეტყველი თავად დადიოდა სამხედრო ბანაკებში, თავისი ხელით ამზადებდა დაჭრილებს რენტგენის კაბინეტში გადასაყვანად, თვითონ ეძებდა დასერილ ჯარისკაცთა სხეულში ნასხლეტებს და ხანდახან თავად ატარებდა ოპერაციებსაც კი. პარალელურად, პოლონელმა თავისი ყველა ჯილდო და ძვირფასი ნივთი სახელმწიფო ხაზინას შესწირა ომის საჭიროებებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ნობელიანტი თავის მოზარდ შვილებს უსაფრთხო ადგილზე არ მალავდა და მათ ფრონტის გასაძლიერებლად მოხალისეობრივ შრომით საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდებდა.

სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ცოლ-ქმარს ფულის, დიდებისა და პატივის მიმართ. მათ შეეძლოთ პოლონიუმისა და რადიუმის აღმოჩენა დაეპატენტებინათ და სიკვდილამდე განცხრომაში ეცხოვრათ, მაგრამ მეცნიერებმა მუდმივ, უშრომელ შემოსავალზე უარი თქვეს: „ფიზიკოსები თავიანთი გამოკვლევების შედეგებს ყოველთვის უანგაროდ აქვეყნებენ. ჩვენი აღმოჩენის კომერციალიზაცია დაუშვებელია. რადიუმი ავადმყოფი ადამიანების სამსახურში ჩადგება და უსინდისობაა სხვების გამოჯანმრთელებიდან გამორჩენას მოელოდე. რადიუმმა არავინ არ უნდა გაამდიდროს, ეს ელემენტია! იგი მთელ მსოფლიოს ეკუთვნის!“. ცხადია, პატენტზე უარის თქმამ უამრავი პრობლემა შეუქმნა ოჯახს, ისინი მუდამ სახსრების ძიებაში იყვნენ, რათა ლაბორატორიისათვის საკმარისი რაოდენობის ლითონები მოემარაგებინათ, მაგრამ საერთო სიკეთის პირად სიმდიდრედ ქცევა მაინც არასდროს განუზრახავთ.

ნობელის პრემიებმა, საპატიო წოდებებმა, წარმატებულმა კვლევებმა მარი სლადოვსკა-კიური შეძლებულ მოქალაქედ აქციეს. სიცოცხლის მეორე ნახევარში მას ლუკმა-პურის პრობლემა აღარ ჰქონდა, აღიარებდნენ და პატივის სცემდნენ, ფულიც საკმარისად დაუგროვდა შემნახველ სალაროში. სიმდიდრეს მადამ კიური არ შეუცვლია, იგი კვლავ ველოსიპედით დასეირნობდა პარიზის შემოგარენში, მას ხშირად ხედავდნენ უბრალო გლეხის სამოსში. პროფესორი არასდროს ცდილობდა საკუთარი თავის წარმოჩენას და ცნობისმოყვარე აუდიტორიას ყოველთვის ერთი და იმავე ფრაზით იგერიებდა: „მეცნიერებაში ფაქტები უნდა გვაინტერესებდეს და არა პიროვნებები“. დიდი სწავლული შვილებს მუდმივად უბრალოებას უქადაგებდა და ხშირად უხსნიდა თავის ქალიშვილებს: „თუ სიღარიბე უსიამოვნოა, ძალიან დიდი სიმდიდრე თქვენთვისაც არ არის კარგი და სხვებისთვისაც შეურაცხმყოფელია“.

ყველა დიდი ადამიანი გარკვეულწილად მზეს ჰგავს და მხოლოდ ერთი სფეროსკენ არ მიმართავს თავის სინათლეს. დიდი ადამიანები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტ უბანს მოჰფინონ სხივები, რაც შეიძლება მეტი მიმართულებით გაანაწილონ მადლი. მარი სლადოვკსა-კიური ამის ნათელი დადასტურებაა.

სპორტი
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.