USD 2.6728
EUR 2.8532
RUB 2.8408
თბილისი
კლდეზე შემდგარი ჯიხვი, რომელმაც რუსეთის იმპერია დაიპყრო
თარიღი:  1936

თბილისის საპატიო მოქალაქემ, ქიმიის და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, თავისი დროის გამოჩენილმა მოღვაწემ და მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში კონიაკის წარმოებას. 1884 წელს თბილისში დაარსა ფირმა და 1888 წლიდან დაიწყო პირველი ქართული კონიაკის გამოშვება. დავით სარაჯიშვილის ფირმის საქმიანობამ უდიდეს წარმატებას მიაღწია. იგი მოიცავდა ალკოჰოლიანი სასმელების თითქმის ყველა სახის წარმოებას – ხდიდა არაყს, ასუფთავებდა სპირტს, ამაგრებდა ღვინოს, ახდენდა სპირტის დენატურაციას, ამზადებდა სხვადასხვა სახის ლიქიორს, ნაყენს, რომს, ხდიდა საკონიაკე სპირტს და ამზადებდა კონიაკს. დავით სარაჯიშვილი არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთის მაშინდელ იმპერიაში კონიაკის წარმოების ფუძემდებლად ითვლებოდა.

 დავით სარაჯიშვილი დაიბადა თბილისში, 1848 წლის 28 ოქტომბერს, შეძლებული მემამულის ოჯახში. სარაჯიშვილების წინაპრებს XVIII საუკუნის დასაწყისში ვახტანგ მეექვსისაგან მიუღიათ მოქალაქის ტიტული. დავითის მამა – ზაქარია სარაჯიშვილი თავისი დროის შესაბამისად განათლებული, გონებამახვილი და შეძლებული ვაჭარი იყო. ზაქარიას და მის მეუღლეს ელისაბედ სავანელს დავითის გარდა კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავდათ – ეკატერინე და მარიამი.

პირველდაწყებითი განათლება დავითმა ოჯახში მიიღო. ამის შემდეგ იგი ე.წ. "ჰაკეს" პანსიონში მიაბარეს. მოგვიანებით, დავითმა სწავლა პირველ კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო, რომელიც 1866 წელს წარჩინებით დაამთავრა. ამის შემდეგ, დავითმა გამოცდები ჩააბარა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ სწავლა გერმანიაში განაგრძო.

დავითი ლექციებს ისმენდა ჯერ მიუნხენის, შემდეგ კი, ჰეიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელიც 1871 წელს დაამთავრა ქიმიის დოქტორის და ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხით. სოფლის მეურნეობის შესწავლის მიზნით იგი 1872-77 წლებში ჰოჰენჰეიმსა და ჰალეში სწავლობდა, ხოლო 1878-79 წლებში საფრანგეთში გადავიდა, სადაც მევენახეობასთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს დაეუფლა. დავითი ისე გაიტაცა არყის, ლიქიორის, განსაკუთრებით კი, კონიაკის წარმოებამ, რომ გადაწყვიტა მთელი ცოდნა საქართველოში ამ საქმის განვითარებისთვის შეელია.

Картинки по запросу დავით სარაჯიშვილი ქველმოქმედი

დავით სარაჯიშვილი სამშობლოში 13 წლის შემდეგ – 1880 წელს დაბრუნდა. იგი იმავე წელს დაოჯახდა და ცოლად მოიყვანა ეკატერინე ივანეს ასული ფორაქიშვილი.

სამშობლოში დაბრუნებული დავით სარაჯიშვილი მამისეული ქონების მოწესრიგებას შეუდგა. მამამისის მიერ ნაანდერძევ 700 ათას მანეთს უშვილოდ გარდაცვლილი ბიძის ქონებაც დაემატა. დამწყებმა მრეწველმა ეს მემკვიდრეობა აზრიანად და საქმიანად მოიხმარა და მოკლე დროში სპირტიანი სასმელების ქარხნები შეიძინა, ააშენა და განაახლა.

დავით სარაჯიშვილმა XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში გადაწყვიტა დაეწყო სამეურნეო საქმიანობა არყის წარმოებით და ნიადაგი მოემზადებინა კონიაკის წარმოების განვითარებისთვის. ამ მიზნით 1884 წელს მან თბილისში ააგო კონიაკის დიდი საწყობი (ოლღას ქუჩაზე), სადაც თავი მოუყარა, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთიდან შემოტანილ სპირტს.

რუსეთის იმპერიის მასშტაბით დავით სარაჯიშვილამდე არავის უცდია მაშინდელი საკონიაკე სპირტის ღვინომასალების აქტიური ბალანსის დადგენა, საკონიაკე სპირტის ფრანგული ტექნოლოგიით გამოხდა და მუხის კასრში დაძველება. მიუხედავად იმისა, რომ დავითმა შესანიშნავად იცოდა კონიაკის წარმოების როგორც თეორია, ისე პრაქტიკა, მაინც საფრანგეთიდან გამოიწერა ლიქიორისა და კონიაკის წარმოების სპეციალისტები. მალე მისმა ნაწარმმა ღირსეული კონკურენცია გაუწია ევროპიდან შემოტანილ სასმელებს. XX საუკუნის დასაწყისისთვის რუსეთის იმპერიის ბაზრის 2/3-ზე მეტი სარაჯიშვილის პროდუქციამ 

 

დავით სარაჯიშვილის ფირმა მოიცავდა საქართველოსა და ამიერკავკასიაში შექმნილ 6 სპირტის სარექტიფიკაციო, 1 არყის სახდელ, 1 სხვადასხვა სახის არყის, ლიქიორისა და რომის, 10 კონიაკის ქარხანას, სპირტის საბითუმო და კონიაკის საწყობებს თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგში, კიევში, ვარშავაში, ბაქოში, რიგაში, ვლადიკავკაზში, ოდესაში, ფეოდოსიაში, პეტროვსკში, ჩარჯოუში და სავაჭრო სააგენტოებს მაშინდელი რუსეთის იმპერიის სხვა დიდ ქალაქებში.

დავით სარაჯიშვილის კონიაკები ბაზარზე ცნობილი იყო "კავკასიის ნატურალური კონიაკის" სახელწოდებით, რომლის ეტიკეტს ამშვენებდა კლდეზე შემდგარი ჯიხვის ემბლემა.1889-1913 წლებში სარაჯიშვილის პროდუქცია მაღალი ხარისხისა და ღირსებისათვის ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებზე დაჯილდოვდა 9 ოქროს, 3 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედლით და 1 დიპლომით ოქროს მედალზე. დავით სარაჯიშვილის ფირმას ალკოჰოლური სასმელების განვითარების საქმეში დიდი დამსახურებისთვის მინიჭებული ჰქონდა "კომერციული მრჩევლისა" და რუსეთის იმპერატორის კარზე მიმწოდებლის წოდება.

დავით სარაჯიშვილი იყო უდიდესი ქველმოქმედი. ქართული კონიაკის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის დიდ ნაწილს საერო საქმეებს ახმარდა. უშვილძიროდ დარჩენილი დავით სარაჯიშვილი შვილად აღიქვამდა სრულიად საქართველოს მომავალ თაობას. იგი უხვად გასცემდა სტიპენდიებს. ასევე აქტიურად აფინანსებდა არქეოლოგიურ ექსპედიციებსა და ისტორიული ძეგლების სარესტავრაციო სამუშაოებს. ცნობილია, რომ ლაღიძის წყლების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის თავად დავით სარაჯიშვილს. მისი დახმარებით მიტროფანე ლაღიძემ წარმოების გაფართოება შესძლო და შედეგად კიდევ ერთი წარმატებული ბრენდი დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე ლაღიძის წყლის სახით.
დ. სარაჯიშვილი ერთ-ერთ უმდიდრეს პიროვნებად ითვლებოდა მთელს კავკასიაში, მაგრამ მას მხოლოდ სიმდიდრის შეძენა არ ხიბლავდა, სიმდიდრე მხოლოდ პირადი ინტერესებისათვის არ მოუხვეჭია. დავითის ცხოვრებას ამშვენებდა სამშობლოს დიდი სიყვარული. იგი უძეო იყო, ამ დიდბუნებოვან ადამიან ამის გამო თურმე ხშირად უთქვამს: "რას მიქვია უშვილობა, განა ყველა ბავშვი მომავლის იმედად აღსაზრდელი, ქვეყნის საკეთილოდ განსაწრთვნელი ჩემი შვილები არ არიანო”.
დავით სარაჯიშვილი დიდი გულისყურითა და მფარველობით ექცეოდა ყველა ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც სწავლის სიყვარული და მიდრეკილება ჰქონდა.
დავით სარაჯიშვილის ბინაზე ხშირად ეწყობოდა ლიტერატურული ხასიათის შეკრებები. მასთან თავს იყრიდნენ ქართველი პოეტები და მწერლები, ასევე უცხოელი მოღვაწეებიც.
დ. სარაჯიშვილის სალონში შეხვდებოდით დიდ ილიას, აკაკის, იაკობ გოგებაშვილს, იონა მეუნარგიას, ნიკო ცხვედაძეს, არტურ ლაისტს. შეკრებილნი კითხულობდნენ საკუთარ ნაწარმოებებს, იმართებოდა სჯა-ბაასი სხვადასხვა ეროვნულ საკითხზე, 1882 წელს ერთ-ერთი ასეთი შეკრებისას ილიას წაუკითხავს პოემა "განდეგილი”, აქვე პირველად იქნა წაკითხული "ოთარაანთ ქვრივი”.
შეკრებილთა მთავარ საზრუნავ და საკამათო საკითხს წარმოადგენდა ქართველი მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების საკითხი. პირველად დ. სარაჯიშვილის ბინაზე გადაწყევტილა, რომ დაეარსებინათ სტიპენდიები საზღვარგარეთ მივლინებული ქართველი ახალგაზრდებისათვის. Похожее изображение
1889 წელს დ. სარაჯიშვილის მთავარ კანტორასთან დაარსებულ იქნა კომიტეტი ნიკო ცხვედაძის თავმოჯდომარეობით. კომიტეტი მარტო სტიპენდიებისათვის გასცემდა 30.000 მანეთს, გარდა ამისა, კომიტეტი დახმარებას უწევდა სკოლებს, ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების გამოცემას.
დ. სარაჯიშვილის სტიპენდიანტები იყვლენ: მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, ვანო სარაჯიშვილი, მოსე თოიძე, დიმიტრი არაყიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები.
ცნობილი მხატვარი მოსე თოიძე დავით სარაჯიშვილს ასე იგონებდა: "დავით ზაქარიას ძე უყურადღებოდ არავის სტოვებდა, მისი მგრძნობიარე გული ყველასათვის ჰფეთქდა, მარამ ხელოვნების მუშაკთა მეგობარი ჩვენში პირველი ის იყო.
მხოლოდ იმას შეეძლო, როგორც ნივთიერი, ისე ზნეობრივი დახმარება. ვისაც დავით ზაქარიას ძე ეხმარებოდა, არა ჰგრძნობდა მოვალეობას, მძიმე უღელს კერძო პირისადმი. მას ვუყურებდით, როგორც სამშობლოს წარმომადგენელს, მშობელს ("სახალხო გაზეთი”, 1911წ .)”.

Похожее изображение

დავით სარაჯიშვილი დიდ ქართველ მოღვაწეებთან ერთად ღირსეულად ეწეოდა საზოგადოებრივი ცხოვრების მძიმე, მაგრამ საპატიო ჭაპანს. დ. სარაჯიშვილის სახელი დაკავშირებულია "ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის”, "სამუსიკო სასწავლებლის”, ლადო აღნიაშვილისა და იოსებ რატილის გუნდების, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების, ქართველთა შორის წერა-კითხივს გამავრცელებელი საზოგადოებისა და სხვა ეროვნული წამოწყების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან.
დავით სარაჯიშვილის შემწეობითა და დახმარებით 900-იან წლებში კომპოზიტორმა დიმიტრი არაყიშვილმა და სხვა მუსიკოსებმა მოაწყეს ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტული და მივიწყებული ძველი ქართული მელოდიებისა და სიმღერების აღმოსაჩენად და შესაკრებად. აღნიშნული ექსპედიციების შედეგად ჩაწერილი იქნა მრავალი ხალხური სიმღერა.
დავით სარაჯიშვილმა სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, 1910 წლის 3 ივნისს, დონის როსტოვში ნოტარიუსთან შეადგინა ანდერძი. ანდერძის თანახმად ქონება (სამი მილიონი მანეთი) შემედეგნაირად ნაწილდებოდა:
1. 500 ათასი მანეთი - წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
2. 150 ათასი მანეთი - ქუთაისის თეატრის ასაშენებლად.
3. 200 ათასი მანეთი - ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას.
4. 25 ათასი მანეთი - ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას.
5. 50 ათასი მანეთი - თბილისში პოლიტექნიკურ ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად.
6. 30 ათასი მანეთი - ვლადიკავკავის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეთათვის, სწავლის ქირის გადასახდელად (განურჩევლად ეროვნებისა);
7. 25 ათასი მანეთი - საქართველოს საეთნოგრაფო საზოგადებას წიგნების გამოსაცემად.
8. 100 ათასი მანეთი - თბილისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას.
9. 10 ათასი მანეთი - სამიწათმოქმედო სახელოსნოს გამოსწორებულ ახალშენთა და თავშესაფართა საზოგადოებას.
10. 171 ათასი მანეთი - სარაჯიშვილის ფირმის მუშა-მოსამსახურეებისათვის;
11. 5 ათასი მანეთი - ქართული ფილარმონიის საზოგადოებისათვის;
12. 20 ათასი მანეთი - ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას - ქართული ახალი ორიგინალური ბელეტრისტული ნაწერებისათვის პრემიის დასანიშნად.
13. 50 ათასი მანეთი - ავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად და შესანახად.
14. 10 ათასი მანეთი - მოსკოვის ქართულ საზოგადოებას.
15. 10 ათასი მანეთი - დიდუბის ტაძარს.
16. 5 ათასი მანეთი – რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოების სადგურს ოდესაში.
17. 200 ათასი მანეთი – ქირურგიულ საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში.


განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი საქველმოქმედო მოღვაწეობა. დავით სარაჯიშვილი დიდ დახმარებას უწევდა ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს, აგზავნიდა მათ სასწავლებლად საზღვარგარეთ, უნიშნავდა სტიპენდიებს. მან დაარსა ნიჭიერ ახალგაზრდათა გამოსავლენად სტიპენდიანტთა განაწილების კომიტეტი. სარაჯიშვილის სტიპენდიით განათლებას იღებდნენ: კომპოზიტორები – დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე. მომღერლები – ვანო სარაჯიშვილი, ვლადიმერ ქაშაკიშვილი. მხატვრები – მოსე თოიძე, გიგო გაბაშვილი, შალვა ქიქოძე. მოქანდაკე – იაკობ ნიკოლაძე და სხვები. დავით სარაჯიშვილი უყურადღებოდ არ ტოვებდა იმ დროის საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს და ხელოვნების მოღვაწეებს. ის მატერიალურ დახმარებას უწევდა – ექვთიმე თაყაიშვილს, გერონტი ქიქოძეს, აკაკი შანიძეს, თედო სახოკიას, მიტროფანე ლაღიძეს. დიდი თანხები გაიღო თბილისის უნივერსიტეტის მშენებლობისთვის, ქაშუეთის და დიღმის "თეთრი გიორგის" ეკლესიების ასაგებად. უამრავ გაჭირვებულს უანგაროდ უმართავდა ხელს.

დ. სარაჯიშვილმა ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით დააარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა. დავითი მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიებს უნიშნავდა. დავითის სტიპენდიანტებს შორის ბევრი შემდგომში ცნობილი მოღვაწეა. კომპოზიტორები: ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი; მომღერლები: ვალერიან ქაშაკაშვილი, ვანო სარაჯიშვილი; მხატვრები: გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, გრიგოლ მესხი; მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე; მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები: სოლომონ ჩოლოყაშვილი, მოსე შალამბერიძე, სილოვან კაკაბაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, არჩილ ქართველიშვილი, ნინო ციციშვილი, კათალიკოსი კალისტრატე ცინცაძე. დავითი ფულად დახმარებას უწევდა ასევე უცხოეთში მყოფთ: აკაკი შანიძეს, ვახტანგ კოტეტიშვილს, გერონტი ქიქოძეს, თედო სახოკიას, ნოე ჟორდანიას და მრავალ სხვას, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. "გავლიან დღენი, თვენი, საუკუნენი და დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ხსენებას ვერავინ ამოშლის, ვერავინ ამოფხიკავს... შთამომავლობას გადაეცემა მისი ხსოვნა. ვინაიდან მისგან დაზრდილსა და განათლებულის ქართველთა შვილებით და შვილიშვილებით იქნება საქართველო სავსე" (ზაქარია ჭიჭინაძე).

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დავით სარაჯიშვილი ძალზე ავადმყოფობდა. იგი სამკურნალოდ ხშირად დადიოდა ევროპაში. ერთ-ერთი ასეთი მგზავრობის დროს, 1910 წელს იგი გაჩერდა ქალაქ როსტოვში, სადაც ნოტარიუსის საშუალებით, მეუღლისგან ფარულად გააფორმა წინასწარ მომზადებული ანდერძი.  დავით სარაჯიშვილი 1911 წლის 20 ივნისს თბილისში გარდაიცვალა.

მის სიკვდილს გლოვობდა მთელი ქართველი საზოგადოება. დავითის ცხედართან გამოსათხოვებელი სიტყვა წარმსოთქვა დიდმა აკაკიმ. "მთელ საქართველოში კიდით-კიდემდე ზარის ხმად გაისმა დათიკოს სიკვდილი... საუკუნოდ იყოს სახსენებელი შენი, ძმაო დათიკო, ჩვენ რომ ვერ დაგივიწყებთ, ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ არ დაგივიწყებს შენ ჩვენი ჩამომავლობაც და ყოველ ეროვნულ საქმის დროს, შენც, როგორც თანამოზიარე, ოცნებით გვერდით ეყოლები წარმოდგენილი...”
ქართველი ხალხის სიყვარული დავით სარაჯიშვილმა დაიმახურა არა ჩინ-მედლებითა და ჩინოვნიკური მოღვაწეობით, არამედ იმით, რომ მას, როგორც თქვა იაკობ გოგებაშვილმა: " ... ყმაწვილკაცობიდან გულში ღრმად ჩაენერგა სამსახური თავისის ქვეყნისა, მისი სიკეთე, მისი შვება და ლხენა, მისი ჭირვარამის შემცირება და მოსპობა”.

სარაჯიშვილმა ანდერძის მიხედვით, ქონების უდიდესი ნაწილი საქართველოს საკუთრებად აქცია, ხოლო ფულადი სახსრები სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქციის ფონდებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს გაუნაწილა. მან თავისი საცხოვრებელი სახლი მაჩაბლის ქუჩის #13 ქართველ მწერლებს უსახსოვრა.

დავით სარაჯიშვილის დიდსულოვნება და ქველმოქმედება ქართული მეცენატობის სიმბოლოდ არის აღიარებული.

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.