USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
თბილისი
ხელოვნური ინტელექტი, სასამართლო და კიბერმართლმსაჯულება
თარიღი:  595

სახელმწიფოს ორგანიზების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო, სადაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფართოდ ხდება და კიდევ უფრო მეტად მოხდება, არის სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. ამერიკიდან ევროპამდე, ჩინეთისა და იაპონიის ჩათვლით, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები პრაქტიკულად, უკვე წყვეტენ ადამიანის ბედს.

ეს ალგორითმები უმეტესად ისეთ საკითხებში გამოიყენება, როგორიც არის წინასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებები, გირაოს შეფარდება, ბრალდებულის მიერ მიმალვის რისკის შეფასება, რეციდივის ალბათობა და ზოგ შემთხვევებში ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის დადგენაც კი.

ამჟამად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში თითქმის ყველა შტატში ხდება, მათ შორის ფედერალურ დონეზეც. ხელოვნური ინტელექტი ინერგება ევროპის ქვეყნებში და ევროპის საბჭო და ევროკავშირი ეძებენ ყველაზე ეფექტიან გზებს მისი დარეგულირებისათვის. ევროპის საბჭომ 2018 წლის ბოლოს მიიღო კიდეც ქარტია მართლმსაჯულების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენების თაობაზე, ხოლო ბალტიის ქვეყნებიდან საფრანგეთ-ბრიტანეთის ჩათვლით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწრაფი ტენდენციით მიმდინარეობს.

ეს ალგორითმები უმეტესად პოტენციური რეციდივისა და მიმალვის რისკის შეფასებისას გამოიყენება. ამ შეფასებებში ალგორითმები გარდა სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებული მონაცემებისა, იყენებენ ისეთ გარემოებებს, როგორიცაა ოჯახური მდგომარეობა, დასაქმება, სქესი, გეოგრაფია, და სხვა. შესაბამისად, ორმა, ერთი და იგივე დანაშაულზე ბრალდებულმა ადამიანმა, შეიძლება სხვადასხვა აღკვეთის ღონისძიება ან სასჯელი მიიღონ.

აქ საინტერესოა ერთი ასპექტი. ეს ალგორითმები უმეტეს შემთხვევაში რომელიმე კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს და პროგრამული გადაწყვეტა მისი მოქმედებისა არ არის საჯარო, ბრალდებულს არ აქვს საშუალება გაიგოს, რა საფუძვლით დაადგინა ალგორითმმა და შესაბამისად უკვე სასამართლომ, მისი რეციდივისა და თუ მიმალვის რისკი. 2017 წელს, საქმეზე Loomis v. Wisconsin სასამართლომ სწორედ ასეთი ალგორითმი - COMPAS გამოიყენა. დადგინა რა ხელოვნურმა ინტელექტმა პირის მიერ რეციდივის დიდი ალბათობა, სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ ვერდიქტი ჯერ შტატის, ხოლო შემდეგ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ორივე სასამართლომ ეს აპელაცია არ დააკმაყოფილა, რითიც მოახდინა ლეგიტიმაცია ასეთი პროგრამების გამოყენების. თუმცა ვირჯინიის შტატი იყენებს მხოლოდ ისეთ ალგორითმებს, რომელთა ტექნიკური შიგთავსი და საფუძვლის დადგენის მექანიზმი ხელმისაწვდომია მხარეებისთვის.

სისტემის გამოყენებამდე 2014 წლიდან 2016 წლამდე, იუსტიციის დეპარტამენტმა, გენერალური პროკურორის მიმართვის საფუძველზე, შეისწავლა სასამართლოებში ალგორითმების გამოყენების მიზანშეწონილობა. ამჟამად არსებული ალგორითმებიდან, უმრავლესობა იყენებს რისკის შეფასების 5 მთავარ ფაქტორს: 1. ოჯახური მდგომარეობა, 2. სოციალური გარიყულობის ხარისხი, 3. სამსახურებრივი/დასაქმების ისტორია, 4. დანაშაულებრივი ჩართულობა და ისტორია, 5. პიროვნული მიდგომები.

აქვე საინტერესოა ევროპის იმ ქვეყნების მიდგომები, რომლებიც უკვე იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს სასამართლო სისტემაში - ლატვია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ინგლისი და ავსტრია. გამოყენების ფარგლები ამ ეტაპზე ამ ქვეყნებში შეეხება შემდეგ საკითხებს - სასამართლოში საქმის წარმოებას, პერსონალური ინფორმაციის დაფარვას და სასამართლო გადაწყვეტილებების ანონიმიზაციას, საგამოძიებო მონაცემების ანალიზს, სასამართლოს თანამშრომელთა ოფიციალური მიმოწერის ორგანიზებას, გარე დოკუმენტაციის მიმოქცევას.

ევროპის საბჭოში გამართული განხილვების დროს მიღებული ინფორმაციით, ამ ქვეყნების სასამართლოთა წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ 30-40% გაუმჯობესდა სასამართლოებში საქმის დაყოვნების გარეშე წარმოება, შემცირდა სასამართლოს თანამშრომელთა მეორად, ტექნიკურ და ანალიტიკურ ამოცანებზე დახარჯული დრო და ზოგადად, საგრძნობლად გაიზარდა სასამართლოს საქმიანობის ხარისხი. აღსანიშნავია, რომ ლატვია, ნიდერლანდები და ინგლისი უკვე იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ზოგი სახის სამოქალაქო დავების ონლაინ გადასაწყვეტად, დავარქვათ მას პირობითად „დავების ელექტრონული მოგვარების“ სისტემა. ხოლო ადმინისტრაციული დავების დიდი ნაწილი ასევე გადადის ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით გადაწყვეტის გზაზე.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი უამრავ კითხვას აჩენს მკვლევარებისა და კონსტიტუციონალისტების მხრიდან. მაგალითად, ზემოაღნიშნული ლუმისის საქმეში გასაჩივრების ერთ-ერთი საფუძველი გახდა სქესის საფუძველზე სხვადასხვაგვარი მიდგომა ალგორითმის მხრიდან. ყველა ზემოაღნიშნული შეფასების კრიტერიუმი, გარდა სქესისა, ერთგვაროვანია. ქალისა და მამაკაცის მიმართ ალგორითმს შედარებით განსხვავებული მიდგომა აქვს.

ამას გარდა, კითხვებს აჩენს მოსამართლეთა მიერ ალგორითმზე დაყრდნობით გადაწყვეტილების გამოტანის საშუალება. ლუმისის საქმის განმხილველმა მოსამართლე ბაბლერმა უარყო ბრალდებასა და დაცვას შორის საპროცესო შეთანხმება (ერთი წელი საპატიმრო და 2 წელი პრობაცია) და ალგორითმის მიერ დაგენილი რეციდივის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით და სასჯელად 2 წელი საპატიმრო და 3 წელი პრობაცია დაადგინა.

და მესამე, და შეიძლება მთავარიც. ანაცვლებს თუ არა ალგორითმზე დამყარებული მართლმსაჯულება ადამიანურ მართლმსაჯულებას, რადგან, თუ მოსამართლის შინაგანი რწმენის განმსაზღვრელი ან მაკორექტირებელი არის ალგორითმული დასკვნა, გამოდის, რომ მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი აღარ არის. ეს კი წარმოშობს მეოთხე, ასევე მნიშვნელოვან კითხვას - რამდენად სამართლიანია ასეთი მართლმსაჯულება? შეიძლება კი პროგრამა იყოს სამართლიანი?

ასეა თუ ისე, მსოფლიო ვითარდება და ხელოვნური ინტელექტი დიდი სისწრაფით შემოდის და შემოსულია ადამიანის ცხოვრების ორგანიზებაში. შექმნილია ისეთი ალგორითმებიც კი, რომლებიც ადამიანს ეხმარება წინასწარ, ადვოკატთან მისვლამდე, განსაზღვროს მისი პოტენციური დავის წარმატებულობის ალბათობა, ღირს თუ არა ადვოკატის დაქირავება და თუ დავა სასამართლოში მოგებადია, რა პროცენტულობით არის ის მოგებადი. ეს კი ბუნებრივია, საადვოკატო დასასამართლო ხარჯებისა და დროის დაზოგვასთან არის პირდაპირ კავშირში. ბრუკინგსის ინსტიტუტისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შესაბამისი გათვლების მიხედვით, იურიდიული სფერო ერთ-ერთი ის მთავარი სფეროა, სადაც შესაძლებლად მოხდება ადამიანის ჩანაცვლება ალგორითმების მეშვეობით. 1990 წლიდან დღემდე, ხელოვნურმა ინტელექტმა და რობოტიკამ უკვე ჩაანაცვლა 670 000-ზე მეტ სამუშაო ადგილზე ადამიანი. და ეს არ ეხება ე.წ. დაბალი რანგის სამსახურებს მხოლოდ. იქ, სადაც მეტია ინტელექტუალური სამუშაოს საჭიროება, მანქანები წარმატებით ანაცვლებენ ადამიანებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მძიმე მრეწველობისა და მანქანათმშენებლობის ინდუსტრიაზე.

 

ლევან ბოძაშვილი

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კოალიცია

სპორტი
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.