USD 2.7285
EUR 3.0428
RUB 2.9409
Тбилиси
ჯიქები საქართველოს ისტორიაში იდუმალებით მოცული ხალხია - ბექა ჭიჭინაძე
дата:  90
ჯიქები საქართველოს ისტორიაში იდუმალებით მოცული ხალხია, ქართული წყაროების გარდა არ ჩანდა არცერთი სხვა წყარო, რომელიც ქართული ფეოდალური მონარქიისადმი მათ დაქვემდებარებაზე მიანიშნებდა.
ახლახანს ვიპოვე ერთი 1554 წლის ლათინური რაპორტი ამ საკითხზე:
,,Zichiialii sunt Georgianis finitimi ac foederati".
,,ჯიქები არიან ქართველთა მეზობლები, მათი ფედერატები".
ფედერატი აქ ნიშნავს ქვეშევრდომს სამხედრო ვალდებულებით, ეს ყველაფერი კარგად უდგება ძველი ქართული წყაროების ცნობებს ერთიან ქართული ლაშქარში, მარჯვენა ფრთაზე ჯიქების ყოფნის შესახებ.
მას შემდეგ რაც ბერძნებმა ,,ანაკოფია წარიღეს" ფეოდალურ საქართველოს ჯიქეთიც მოწყდა, რომელიც კიდევ უფრო ჩრდ. დასავლეთით მდებარეობდა, ვარდანის ცნობით, დავითმა ჯიქები დაიმორჩილა.
საქართველოს ორ სამეფოდ დაშლის შემდეგ, ამ უკიდურეს ჩრდილოდასავლეთ მხარეს ჰქონდა განდგომას რამდენიმე მცდელობა, რასაც ქართველი ხელისუფლები მყისიერად და მკაცრად პასუხობდნენ, 1380-1390-ან წლებში სეპარატისტულ ჯიქეთზე რამდენიმე თავდასხმა მოაწყვვეს გიორგი და ვამეყ დადიანებმა, სანამ ეს მხარე ისევ არ დაიმორჩილეს და მძევლები აიყვანეს.
იმერეთის მეფე ბაგრატ მესამის მეფობის პირველ ნახევრამდეც ჯიქეთი დას. საქართველოს ქვეშევრდომად მიიჩნეოდა, ზემოთ მოტანილ ლათინურ ცნობაში სწორედ ამ სინამდვილის გადმონაშთია, მაგრამ აღებულ პერიოდში ჯიქეთში ისევ იჩინა თავი სეპარატიზმმა, როგორც ცნობილია, ბაგრატის ინიციატივით დადიანმა და გურიელმა ჯიქეთზე საზღვაო თავდასხმა მოაწყვეს, რომელიც წარმატებით დაიწყო, მაგრამ მთავართა შორის ქიშპის გამო ქართველთა სამხედრო კატასტროფით დასრულდა, რის შემდეგაც ჯიქეთზე ქართული პოლიტიკური გავლენები შეწყდა, მაგრამ საეკლესიო კუთხით ის ისევ აფხაზეთის კათალიკოსის საკურთხად რჩებოდა, თუმცა რწმენაში ძლიერი წარმართული ელემენტებით.
რაც შეეხება ჯიქეთის განთქმულ ქალაქ ნიკოფსიას, მასზე წამლად ერთ ცნობას ვერ ნახავ, მხოლოდ ის აუტაცნიათ რომ გადმოცემით აქ სვიმონ კანანელის საფლავი მდებარეობდა, ამის იქით კი მხოლოდ საქართველოს საზღვრების უკიდურეს პუნქტად თუ გადააწყდები: ,,ნიკოფსიიდან დარუბანდამდე".
რამდენიმე მონაცემს გაგიზიარებთ ამ დანაკლისის შესავსებად, ჯიქეთის ციხე-ქალაქი და ნავსადგური ნიკოფსი, ანუ ნაფსაი წამომართული იყო ზღვისპირის შემაღლებულ კლდეზე, თანამედროვე ნეგოფსუხოსთან, ქალაქის მთავარი სავიზიტო ბარათი იყო ,,მედეას ზეთის" - ნავთის მოპოვება, რომელიც ბერძნული ცეცხლის ერთ-ერთი ელემენტი იყო, ნიკოფსის ნავთი საბრძოლო დანიშნულებით დასავლეთ საქართველოშიც გამოიყენებოდა - მას ქოთნებში ასხამდენენ და ერთგვარი ყუმბარის პროტოტიპად იყენებდნენ. ნიკოფსის ქართულ წყაროებში დადასტურებული სახელი - ნაფსა, ვფიქრობ სწორედ ბერძნული næfθə-დან, ნავთიდან უნდა მომდინარეობდეს.
ნავთის გარდა ნიკოფსი განთქმული ყოფილა ბზის ბუჩქებითაც, რომელსაც გენუელი ვაჭრები დიდად აფასებდნენ.
ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აქ თორემტ მოციქულთაგან ერთ-ერთის - სვიმონ კანანელის საფლავის არსებობის რწმენას, რაც მას მნიშვნელოვან პილიგრიმულ და ამდენადვე ეკონომიკურ ცენტრად აქცევდა.
ნიკოფსის, ისევე როგორც მთელი აფხაზეთის დაახლოება მცხეთის საკათალიკოსოსთან და ბერძნული სამყაროსაგან ჩამოშორება ვფიქრობ უნდა მომხდარიყო ხატმებრძოლეობის ეპოქაში, სტეფანე მრწემის მარტვილობაში გადავაწყდი ცნობას, რომ ნიკოფსიაში არ გაიზიარეს კონსტანტინეპოლში მძვინვარე ხატმებრძოლეობა.
მცხეთის კათალიკოსის, როგორც მართლმადიდებელი მამამთავარის ავტორიტეტი ამ დროს ისე გაიზარდა, რომ ნიკოფსიაზე მეტად დაშორებულ რეგიონში - ყირიმის ნახევარკუნძულის მოსახლეობამაც კი თავის ახლადგამორჩეულ სამღვდელმთავრო კანდიდატს - იოანეს კურთხევა მცხეთაში, ქართლის კათალიკოსისაგან მოსთხოვა.
ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის შექმნისას ჯიქეთი და ნიკოფსი პოლიტიკურ ცენტრს - თბილისს ძალიან აღმოჩნდა დაცილებული, მოინ ად დინ ნათანზის მიხედვით, თბილისიდან აფხაზეთამდე ჩასვლას ერთი თვე სჭირდებოდა, ჯიქეთამდე და ნიკოფსამდე ალბათ ცოტა მეტი, მაგრამ დეცენტრალიზაციის შთაბეჭდილებას აქარწყლებდა ის გარემოება, რომ ზამთარს ქართველი მეფეები სოხუმში ატარებდნენ, გიორგი მესამეზე ნათქვამია: ,,მიუწიის ზღუად პონტოსა და მოინადირის ალანთა ქვეყანა, რომელ არს აფხაზეთი", ამ ცნობას ზოგჯერ არასწორად იგებენ, რადგანაც ავიწყდებათ რიგი წყაროები, სადაც ჯიქეთი ალანეთთანაა გაიგივებული, გიორგი მესამის მიერ ალანთა ქვეყნის/ჯიქეთის მონადირება იყო საქართველოს მეფის პოლიტიკური აქტივობა თავისი სამფლობელოს უკიდურეს დასავლეთ ნაწილში - ჯიქეთსა და ნიკოფსიაში.
კედრენეს ცნობით, კოპრონიმის დროს შავი ზღვა ისე გაიყინა, რომ კონსტანტინოპოლიდან ეტლებით გაყინულ ზღვაზე გადასვლა და ჯიქეთამდე ჩასვლა შეიძლებოდაო,
ყინულის გალღობისას ზღვაში მოცურავე უზარმაზარი ყინულის ფილები ზოგ ნაწილში კონსტანტინოპოლის გალავანს დაეჯახა და დალეწა.
ჯიქებთან დაკავშირებულ ლეგენდებს შორის საინტერესოა ლეგენდა ევროპელი ჩეხების ჯიქებისაგან წარმოშობის შესახებ, გადმოცემა ეფუძნება ამ ეთნონიმების მსგავსებას ლათინურში.
 
область
ოკუპირებული ცხინვალის ადმინისტრაცია - ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია, ჩვენ ისევ ვითხოვთ უსაფრთხოების სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერას

სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.

„არარსებული ტერმინოლოგიითა და ფაქტებით მოქმედება და რეალობას დაშორებული რიტორიკა იმას აჩვენებს, რომ საქართველოსა და ქართველ პოლიტიკოსებს წარსული არ ათავისუფლებთ“, - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება.

ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის პოზიცია უკვე მრავალი წელია გაჟღერებულია“.

„საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა საკვანძო საკითხად რჩება. ამავე დროს, ჩვენ იმ გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების აუცილებლობიდან გამოვდივართ, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა“, - აღნიშნავს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати