USD 2.6710
EUR 2.8387
RUB 2.8423
თბილისი
ეკა სილაგაძე - მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, რას გავუძელით და რა გადავიტანეთ
თარიღი:  4508

ნაწყვეტები ეკა სილაგაძის დისერტაციიდან  - ‘’მებრძოლ უღმერთოთა კავშირის ისტორია საქართველოში 1928 -1947 წწ’’

 

"1917 წლისათვის საქართველოს ტერიტორიაზე 1500 ეკლესიას 1600 მღვდელი,დიაკონი და მედავითნე ემსახურებოდა, 1921 წლისათვის მათი რიცხვი 2000 აღწევს, 1930 წელს 1050 ეკლესია და სამლოცველო სახლია, 1200 მეტი რელიგიური კულტმსახურით,
უკვე 1937 წლისათვის მოქმედი ეკლესიები 187-დე შემცირდა. 1940 წლისათვის კი 78-ს არ აღემატებოდა, ხოლო მღვდელი მხოლოდ 128 კაცი."

"1930 წლის ზაფხულში ჩატარებული მეორე ყრილობის მიღწევებს შორის, ჟურნალი ,,საქართველოს უღმერთო წერს: ,,1 ივნისს, უღმერთოთა კავშირის I ყრილობის მომენტში, 19 000 წევრი გვყავდა, ამჟამად მუკს (მებრძოლ უღმერთოთა კავშირი) ჰყავს 68 000 წევრი და 19 000 წევრი ნორჩი უღმერთო, რაც ერთი წლის განმავლობაში ორგანიზაციის 200%-ით გაზრდას ნიშნავს."

 

ბოლშევიკურ რუსეთში ანტირელიგიური პროპაგანდის სრულყოფილ წარმოებას, შესაფერისი ანტირელიგიურ-ათეისტურ-კომუნისტური პერიოდული ორგანო ესაჭიროებოდა, რომლის მეშვეობითაც მასებში გაჩაღდებოდა პროპაგანდისტული სამუშაოები. ამ მიზნით დაარსდა გაზეთი ,,უღმერთო’’ და იგი 1922 წლის დეკემბრიდან 1941 წლის ივლისამდე გამოდიოდა, სამამულო ომის დაწყებამ ამ ორგანოს საქმიანობა, ისევე როგორც მთლიანად ქვეყნის ბედი მკვეთრად შეცვალა. გაზეთი არ გამოდიოდა 1935-1938 წლებს შორის პერიოდში, სამაგიეროდ მის საქმიანობას უკვე კარგად ჩამოყალიბებული, ილუსტრირებული და საკმაოდ პოპულარული ჟურნალი ,,უღმერთო’’ აგრძელებდა და საბჭოთა მუშა არ განიცდიდა ათეისტური სიტყვის ნაკლებობას.გაზეთს განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობას აწვდიდნენ, ვინაიდან აქ ახალ ინფორმაციას და იდეოლოგიას წინააღმდეგობა ნაკლებად შეხვედროდა მაშინ, როცა დღის წესრიგში უმთავრესი, კოლექტივიზაციის საკითხი იდგა და გლეხობის ყურადღების აქცენტიც ამ მიმართულებით იყო გადატანილი. ბ.ნ. კონოვალოვი, თავის სტატიაში ,,მებრძოლ უღმერთოთა კავშირი’’, პირდაპირ მიუთითებს, გაზეთი შუქს ჰფენდა ეკლესიის მესვეურ-თა ანტირევოლუციურ მუშაობას, ეკლესიის როლს მეფის ხელისუფლების პერიოდში და მას შემდეგ. საგაზეთო სტატიებით შუქდებოდა რელიგიური ორგანიზაციების მდგო-მარეობა საზთვარგარეთ, კაპიტალისტურ ქვეყნებში. ცხადია სოფლად მცხოვრები ხალხი რომელთა დიდი ნაწილი მოკლებული იყო სრულფასოვან განათლებას და მათი ცოდნა თვით რელიგიის საკითხებში ძირითადად მწირი იყო, იოლად ეგებოდა ანტირე-ლიგიური პროპაგანდის ანკესზე. მეტადრე მაშინ, როცა ტერორისა და დაშინების პოლიტიკასთან ერთად, სამღვდელოების კომპრომენტირების კამპანია გაშლილი იყო ქვეყნის მაშტაბით. გაზეთი ,,უღმერთო’’-ს გამოსვლა რამდენიმე ხნით ადრე მოხდა ვიდრე თვით ,,მუკი’’ ჩამოყალიბდებოდა. რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მზადდებოდა ერთგვარი ნიადაგი საზოგადოებაში ანტისარწმუნოებრივი იდეოლოგიისათვის და საამისოდ, შესაბამისი ორგანიზაციის გაფორმებისთვის. გაზეთის გავრცელება საზოგა-დოების ყველა ფენაში მიმდინარეობდა. განსაკუთრებით დიდი პოპულარულობა გაზეთმა წითელ არმიელთა შორის მოიპოვა, რომლის შემადგენლობაში ყველა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანები იყვნენ. შემდგომში მუკის აქტიური წევრი, ვინმე ი. ინცენტოვი წერდა: ,,მახსოვს საჯარისო შენაერთებში სადაც მე ვმსახურობდი, გაზეთი ,,უღმერთო’’ ხელიდან ხელში გადადიოდა. გაზეთი არ გვყოფნიდა მეორე ნომრის გამოსვლამდე და ფაქტიურად ხელიდან ხელში გადასვლით ისე იფლითებოდა, რომ მისი წაკითხვა შეუძლებელი ხდებოდა’’ (უღმერთო 1930 #5;). ამიტომ საჭიროებამ მოითხოვა გაზეთის კოლექტიური წაკითხვა, შედეგად კი უღმერთოს მეგობართა წრეების შექმნა დაიწყო. სახელმწიფოს ხელშეწყობითა და ხალხის ,,სურვილით’’, ,,ნება-ყოფლობითი’’ ათეისტური ორგანიზაციების საჭიროება დამტკიცდა. ყველაზე პირველი ოფიციალური ათეისტური ,,ანტირელიგიური პროპაგანდისა და აგიტაციის საზოგადო-ების სახით’’, ქალაქ ვორონეჟში დაფუძნდა. 1923 წელს უკვე მოსკოვში ჩამოყალიბდა ,,მოსკოვის უღმერთოთა კავშირი’’ რომელიც გაერთიანდა ახალი ჟურნალის ,,უღმერთო დაზგასთან’’ გარშემო

1924 წლის 27 აგვისტოს, გაზეთ ,,უღმერთოს’’ რედაქციაში შემდგარ კრებაზე, დამსწრეთა მიერ მიჩნეულ იქნა მძლავრი ორგანიზაციის შექმნა. მიიღეს წესდება, აირჩიეს ცენტრალური საბჭო მართვის ყველა უფლებით, ასე ჩაეყარა საფუძველი საბჭოთა კავშირის ,,მებრძოლ უღმერთოთა კავშირს’’, ხოლო თავმჯდომარედ, უკვე სტაჟიანი უღმერთო ათეისტი ემილ იაროსლავსკი მოექცა. იაროსლავსკი ემილიან მიხაილოვიჩის ნამდვილი სახელი მინეი იზრაილოვიჩ გუბელმანია, რომელიც 1878 წლის 19 თებერვალს, ქალაქ ჩიტაში დაიბადა. პროფესიით ისტორიკოსი, პარტიის წევრი და გამოცდილი ათეისტი, არაერთი გაზეთის სათავეში იდგა. მათ შორის ,,სოციალ-დემოკრატის’’, ,,სოფლის სიმართლის’’, ,,უღმერთოს’’, ,,პრავდის’’, ,,ბოლშევიკის’’ (ПРОХОРОВ 1978: 558). ორგანიზაციის დღის წესრიგში ახალი წევრების მოზიდვის საკითხი დადგა, შედეგმაც არ დააყოვნა და 1925 წლისათვის მათმა რიცხვმა საკავშირო მაშტაბით 100 ათასს გადააჭარბა. 1925 წლის 26 აპრილს, უკვე გაზეთ ,,უღმერთოს’’ კორესპონდენტთა პირველი ყრილობა შედგა. კორესპონდენტები არა მხო-ლოდ შესაბამისად ინსტრუქტირებული, არამედ ის თავისუფალი ადამიანები იყვნენ, რომელნიც საბჭოთა კავშირის ვრცელ ტერიტორიაზე მიმდინარე ანტირელიგიური საქ-მიანობის ინფორმაციასაც კრებდნენ. თავის გამოჩენისა და დაწინაურების საშუალებას ბევრი ხელიდან არ უშვებდა. კორესპონდენტთა ყრილობაზე საბოლოო სახით მიიღეს წესდება, აირჩიეს ცენტრალური საბჭო 40 წევრის შემადგენლობით. მათ შორის იყვნენ იაროსლავსკი, სკვარცოვი, კრასიკოვი და სხვა საპატიო პირნიც. ყრილობამ საბოლოოდ დაამტკიცა ორგანიზაციის სახელწოდება უკვე ცნობილი სახით და მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, იწყებოდა იდეური ბრძოლა ნებისმიერი სახის რელიგიურ იდეოლოგიასთან, განსაკუთრებით კი მართლმადიდებლობის ხაზით.....

Картинки по запросу ქართველ მებრძოლ უღმერთოთა კავშირისპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, უღმერთოთა მიერ თბილისში, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, არაერთი ტაძარი განადგურდა. ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი აბანოდ გადაკეთდა, კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ადგილზე, ახლა რუსთაველის სახელობის კინოთეატრია აშენე-ბული. ვერის ბაღის წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტერში, სადაც ივერიის ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული, კომუნისტებმა საავადმყოფო მოაწყვეს. ისინი ღვთისმშობლის ხატს საოპერაციო მაგიდად იყენებდნენ და ერთერთმა მათგანმა ხატს სახე დაუსერა, რაც დღემდე ატყვია კიდეც. 20-30-იან წლებში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გაშლილი ანტირელიგიური აქციის შედეგად უამრავი ტაძარი დაინგრა და განადგურდა, გაცილებით მეტი ვიდრე აღმოსავლეთ და და დანარჩენ საქართველოში იმ მიზეზით, რომ იქ ეკლესიები ძირითადად ხისგან იყო ნაგები და იოლად იწვებოდა. ამგვარი ფაქტები უღმერთოთა მოღვაწეობის განმავლობაში არაერთია. ლენინის მიერ მოხდა ეკლესიიდან ქონების ამოღების დაკანონებაა უკვე 1922 წელს. დაიწყო რელიგიური უსამართლობის კოლექტიური განცხ-ადებების მოთხოვნის საფუძველზე განხილვა და დაკმაყოფილება. ამით ესა თუ ის აქ-ცია იურიდიულად კანონიერად ცხადდებოდა. გაწეული შრომის საფუძველზე, ,,მუკი’’ ახალ-ახალ წევრებს მთელი ქვეყნის მაშტაბით იძენდა. ეკლესიიდან ამოღებული ქონება ახალშექმნილ მუზეუმებში უკეთეს შემთხვევაში, ხვდებოდა, უარეს შემთხვევაში კი ნადგურდებოდა. ანტირელიგიური პროპაგანდისათვის შესაბამისი პრესა და ლიტერა-ტურა გამოდიოდა. ანტირელიგიური მუზეუმებში, რომლებიც საგანმანათლებლო დანიშნულებით გაიხსნა, 1930 წლიდან შესვლა ფასიანი გახდა, სახსრების მოძიების მიზნით. ,,მუკი’’ ფინანსურ კრიზისს განიცდიდა ხშირ შემთხვევაში, როგორც საქართველოს დედაქალაქში ასევე მის რაიონებში. ყოველ შემთხვევაში მუშაობის შემაფერხებელ გარემოებად სწორედ დაუფინანსებლობა სახელდებოდა.

 

,,მუკი’’ 1924 წელს დაკანონდა და 1947 წელს გაუქმების შემდეგ, მისი წევრები საზოგადოება ,,ცოდნის’’ გარშემო შემოიკრიბნენ

 

საქართველოს ისტორიაში უღმერთობისა და რელიგიასთან ბრძოლის პერიოდიზაცია მთელი ისტორიის ლაიტმოტივია. ქვეყანა, რომელიც ქრისტეანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების (IV) დროიდან, სარწმუნოებრივი მტრების თავდასხმის ობიექტი გახლდათ, რუსეთის იმპერიასთან 1783 წლის ტრაქტატის საფუძველზე ყველა პარამეტრით დაცვის სანაცვლოდ, იმპერიალისტური ქვეყნის რუსიფიკატორულ პოლიტიკას იღებს, ხოლო ეკლესია ავტოკეფალიას კარგავს. მეფის რუ-სეთის ერთმორწმუნეობამ ვერ იხსნა საქართველოს სამოციქულო ეკლესია დევნა შევიწროებისაგან, შედეგად რუსეთის იმპერია დამთრგუნველი პოლიტიკით, თვითონ მივიდა ნგრევამდე და სათავეში მათს წინააღმდეგ განწყობილი ბოლშევიკები მოვიდნენ. 1918 წელს, საყოველთაოდ ცნობილი მოვვლენებით მოპოვებული სახელმწიფო დამოუკი-დებლობა სოციალისტ-მენშევიკების ანტირელიგიური პოლიტიკითა და სარწმუნოებრივი საკითხებისადმი უდაოდ არასწორი დამოკიდებულებით აღინიშნა, რამაც ეკლესია დააზარალა. მენშევიკური მთავრობის დამხობა და სახელმწიფო დამოუკიდებლობის დაკარგვას ბოლშევიკების მიერ, საბჭოთა ხელისუფლების დამყარება მოჰყვა 1921 წლი-დან და ისტორიაში უდიდესი მასშტაბით გაიშალა რელიგიური დევნა შევიწროება საქართველოში და სხვა რესპუბლიკებში. უღმერთო პერიოდი 1921-1941 წლამდე არნახული სისასტიკით გამოირჩევა, იგი შერბილდა 1941-1943 წლებში ვიდრე 1947 წლამდე, როცა ,,მუკი’’ გაუქმდა. საზოგადოება ,,ცოდნა’’ იგივე უფლებებით აღარ სარგებლობდა და თითქმის არავინ ისჯებოდა კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის; სიტყვა უბრალოდ ფაშისტური გერმანიის აგენტებად, ან სამშობლოს მოღალატეებად, შეიცვალა და რეპრესიების რელიგიური საბაბით წარმოებაც საჭირო აღარ იყო. ნიკიტა ხრუშჩოვისათვის დამახასიათებელი სტალინის პოლიტიკისადმი კრიტიკა, ლენინური გზიდან გადახვევის ბრალდებით, ანტირელიგიური საქმიანობის შესუსტებასაც გულისხმობდა. მის დროს ათეისტური ლიტერატურის გამოცემათა ტირაჟი გაიზარდა, გადაიხედა სამღვდელოებისადმი ერთის შეხედვით ლოიალური დამოკიდებულება.

,,არადამაკმაყოფილებლად არიან დაკავებულნი ანტირელიგიური საქმიანობით საბჭოთა კავშირის კულტურის სამინისტრო. ლექციები და მოხსენებები ათეისტურ თემატიკაზე ძალზე მწირია. ამიტომ, ცკ კპსს ადგენს: 1. დაევალოს საბჭოთა კავშირის ცენტრალურ კომიტეტს, რაიკომებს და საოლქო კომიტეტებს, რომ ბოლო მოეღოს ანტირელიგიური კამპანიის სუსტად წარმართვას, განსაკუთრებით მშრომელთა იმ მასებში, რომლებიც ამ მხრივ განსაკუთრებით დაბალი დონით გამოირჩევიან’’ (О РЕЛИГИИ 1963: 73-74). დადგენილება გამოტანილი იყო 1954 წლის 7 ივლისს, როცა ანტისტალინური კამპანია ხრუშჩოვის ხელისუფლების ქვეშ თანდათან ძალას იკრებდა. თუკი რუსი ისტორიკოსები რელიგიური დევნის პერიოდს 1991 წლამდე სწევენ, ამაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის განთავისუფლებაც იგულისხმება. ბელოვეჟის ხელშეკრულებით დაშლილმა საბჭოთა კავშირმა, მართალია სხვადასხვა აღმსარებლობ ებს ღვთისმსახურების თავი-სუფლებაც მიანიჭა, მაგრამ თითოეულ მათგანს უმძიმესი მემკვიდრეობა ერგოთ წილად. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია უღმერთო პერიოდში ლავირებისა და თავგამო-დებული ბრძოლოს შედეგად, მაინც ახერხებდა მრევლის მობილიზებას, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის ეზოში შესული თითოეული ადამიანი უშიშროების შესაბამისი უწყების მიერ კონტროლდებოდა. ანტირელიგიურობის პერიოდში თითოეული ქართველი კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლია დასაფასებელი, ანტისარწმუნოებრივი ეპოქის კათოლიკოს-პატრიარქები, კირიონ III (1917-1918წწ), ლეონიდე (1919-1921წწ), ამბროსი (1921-1927წწ), ქრისტეფორე III (1927-1932წწ), კალისტრატე (1932-1952წწ), მელქისედეკ III (1952-1960წწ), ეფრემ II(1960-1972წწ), დავით VI (1972-1977წწ) ძალისხმევას არ იშურებდნენ და ხელთ არსებული ყველა საშუალებით ცდილობდნენ ქართველ ერში ძველი რწმენის გაღვივებას. პროცესი დღითიდღე რთულდებოდა. საბჭოური ხელისუფლების მიზნები, თანდათან, სახეცვლილებას განიცდიდა, რომელიც თავდაპირველად რწმენისა და რელიგიის აღმოფხვრისაკენ იყო მიმართული, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ იდეის შეუძ-ლებლობა გამოიკვეთა, მდგომარეობა შეიცვალა. კერძოდ, იოსებ სტალინმა რელიგიის, უფრო ზუსტად კი მართლმადიდებელი ქრისტეანობის სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება განიზრახა, კერძოდ, ერთიან რუსული მართლმადიდებელ ეკლესიას, მთელი საბჭოეთი უნდა ემართა, ყოველ შემთხვევაში რიცხობრივად ყველაზე მეტი მართლმადიდებელი მრევლი. სწორედ ამიტომ, ქართველი კათოლიკოს-პატრიარქებისა და სამღვდელოების წინაშე, ამ შემთხვევაში არა მხოლოდ რელიგიისთვის ბრძოლის, არამედ ინდივიდუალობისა და ავტოკეფალურობის დაკარგვის საშიშროების წინააღმდეგ ბრძოლა უწევდათ. ამიტომ იყო საჭირო ეკლესიის

გადარჩენის მიზნით დათმობებზე წასვლა, ლავირების გზების ძიება და ამასთანავე მრევლის მოზიდვა. თითოეული კათალიკოს-პატრიარქის საეკლესიო პოლიტიკა სწორედ ამ მიმართულებით ვითარდებოდა, თუმცა მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ხელში მოხერხდა არათუ ეპარქიების აღდგენა, რომელთა რიცხვი ამჟამად 40-ზე მეტია, არამედ მათი გავრცობა საქართველოს საზღვრებს მიღმაც. ილია II უდიდესმა გამჭრიახობამ ისტორიული პერიოდი საქართველოს ეკლესიის სასარგებლოდ შემოტრიალდა. შედეგად, მრავალი მართლმადიდებელი ეკლესიისაგან და მათ შორის რუსეთისაგან განსხვავებით მრევლის სიმრავლე და საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მივიღეთ. ქართული მრევლის ,,დაბერება’’ საბედნიეროდ არ მომხდარა.

ამრიგად, ‘’მუკის’’ იდეოლოგია ევოლუციურ გზას იმ პერიოდის მიხედვით განიცდის და მოქმედებს, როგორც მას პარტიული კურსი განსაზღვრავდა. ათეისტური კადრების მომზადების მიზნით არაერთი ლექცია სემინარი ტარდებოდა და თუ 1927 წ. საკავშირო მასშტაბით 68 სემინარი ჩატარდა, მოეწყო 9 დღისა და 1 საღამოს კურსები, არსებობდა 1 ანტირელიგიური სკოლა, 1939 წლისათვის ორგანიზაციას 484 სემინარი ემსახურებოდა 12 662 მსმენელით. ხოლო 1940 წელს 662 სემინარებსა და კურსებს უკვე 10968 მსმენელი ისმენდა, ათეისტების ინიციატივით 20-იან წლებში ათეისტური უნივერ-სიტეტების ორგანიზება დაიწყო. მოსკოვის ანტირელიგიური უნივერსიტეტის მაგალითზე, მსგავსი უნივერსიტეტები გაიხსნა დიდ ქალაქებში, მათ შორის სარატოვში, ნიკოლაევში, ორიოლში და თბილისში (ОКИЛОВ 1967: 76-77). ,,ათეისტური მოძრაობის ისტორიაში, საბჭოთა კავშირში გაჩნდა ისეთი წარმონაქმნი როგორიცაა ,,უღმერთო სოფლები’’, ,,უღმერთო დაბები’’, შემდეგ კი ,,კოლექტივები’’ (ОКИЛОВ 1967: 88). ,,ანტირელიგიური აგიტაციის თავისებურ ფორმას იმ ისტორიულ პირობებში, წარმოად-გენდა ,,კომკავშირული შობისა’’ და ,,კომკავშირული აღდგომის’’ ჩატარება ახალგაზრდობის ინიციატივით 20-იანი წლების დასაწყისში. ყველა შეცდომისა და ხარ-ვეზების შედეგად, რომლებიც ამ აქციის ჩატარებისას მოხდა, (კომკავშირელების გადამეტებული მონდომება შეურაცხყოფდა მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს, სავარაუდოდ იგულისხმება თუნდაც ის ფაქტი, რომ ისინი მსვლელობებში პლაკატებზე რევოლუციურ ლიდერებს შარავანდედით გამოხატავნენ, მინიშნებით იმაზე, რომ ისინი ახალი ღმერთები იყვნენ). შედეგად გაღვივდა რელიგიური გრძნობები და დამოკიდებულება ეკლესიისადმი მკვეთრად შეიცვალა, ერთერთი გავრცელებული ფორმა ანტირელიგიური აგიტაციისა საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში იყო საჯარო დისპუტი რელიგიურ წარმომადგენლებთან, რომლებიც სათანადო დამუშავების შემდეგ ხშირად იხდიდნენ ანაფორას და ანტისარწმუნოებრივ საქმიანობაში ერთვებოდნენ (ОКИЛОВ 1967: 65).

თუ გავითვალისწინებთ, რომ ანტირელიგიური პროპაგანდის წარმოებისას მრავალი გადაცმული და ანაფორიანი ათეისტიც კი იღებდა მონაწილეო-ბას, მაშინ გასაკვირი არაა ამგვარი ფაქტი. მუშაობის მეთოდ-ხერხებიდან ერთერთი გავრცელებული ფორმა ,,მუკისათვის’’ ანტირელიგიურ თემაზე პიესის დადგმაც იყო სოფლისა თუ ქალაქის კლუბის სცენაზე. ერთერთი პიესის ხმამაღალი სახელწოდება ცნობილია როგორც ,,ღმერთის სასამართლო’’, რომლის ავტორი, ჟურნალ ,,უღმერთოს’’ პირველ ნომერში ტ. ბუხარინის სიტყვას წინასიტყვაობად იყენებს, ეს არის ერთგვარი პროგრამა უღმერთოთათვის: ,,ზეცაში თვითმპყრობელობის გაუქმება, ბოლო მოეღოს ყველა ჩინს, ორდენს, ჯილდოს და სხვას. გამოვაძევოთ ღმერთები ეკლე-სიებიდან, გადავიყვანოთ ისინი სარდაფებში, მათ შორის ყველაზე ბოროტები კი კონც-ლაგერებში, პროლეტარიატის ტრიბუნალის სასამართლოს გადაეცეს ყველა მთავარი ღმერთი, როგორც ყველა უბედურების გამომწვევი.’’ მოგვიანებით, ამ სიტყვების ავტორი ბუხარინი, ანტირელიგიური ფრონტის პროვოკატორად, შპიონად, და ხალხის მტრად გა-მოცხადდა ანტირელიგიურ საქმიანობაში მსგავსი ულტრარადიკალიზმით მემარცხენე იდეოლოგიის დანერგვის მცდელობის საბაბით, რაც მორწმუნეთა დაპირისპირებას იწვევდა ხელისუფლებისადმი. ახალგაზრდები, რომლებიც ეკლესიაში მორწმუნეთათვის ღვთის არარსებობისდასამტკიცებლად ხატებსა და სიწმინდეებს შეურაცხყოფდნენ, ღვთიური სასჯელით დაუსჯელობის, უფლის არარსებობის დემონსტრირების მიზნით, სასტიკად გაიკიცხნენ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მოსკოვის მართლ-მადიდებელი უნივერსიტეტის კათედრის გამგე, ანდრეი ბორისის ძე ზუბოვი აღნიშნავს: ,,ანტირელიგიური პროპაგანდის ნიმუშების შელამაზებული სიტყვების მიღმა, იმ დროს ერთდროულად იხვრიტებოდნენ ათასობით მღვდელთმსახურები, ათობით ეპისკოპოსები ცოცხლად იმარხებოდნენ მიწაში, იწვებოდა ეკლესიები და მათთან ერთდად ბერ-მონაზონები, ამის შესაბამისი მასალები არსებობს. ყოველმა ადამიანმა, ვინაც ამას თავის თვალს ადევნებდა იცოდა, რომ სიტყვებისა და არგუმენტების მიღმა მიმდინარეობდა შემზარავი და დაუნდობელი ბრძოლა ღმერთის, ეკლესიისა და მისი მსახურების წინააღმდეგ. შელამაზებული აგიტაცია ამ სახელმწიფოს ვიტრინა იყო, რომლელიც ფარის როლს ასრულებდა იმ წლებში რელიგიისა და ეკლესიის განადგურების შესანიღბად.’’ (,,მასალები წარსულიდან’’. რადიო თავისუფლება.

რედაქტორი და წამყვანი ვლადიმერ ტოლცი. მოსკოვი 2004 წ. 26/06.). რუსი პატრიარქებიდან ერთერთი ყველაზე თამამი, ტიხონი, მრევლის წინაშე კომუნისტების კრიტიკით გამოვიდა, რაც იმ დროისათვის არცთუ ხშირი იყო. ბოლშევიკები ხედავდნენ მრევლის ძალას. მტრის ხატის ძიება, მათთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. კონსტიტუციური მუხლებით დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებას ქადაგებდნენ, რითიც პირობითი დემოკრატია მხოლოდ მათთვის ხორციელდებოდა, ვინც საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო ქმედებებში არ იყვნენ მხილებულნი, ასეთების რიცხვი კი მთელი რესპუბლიკების მასშტაბით დღითიდღე კლებულობდა. საბჭოთა კავშირის 50-ე მუხლით: ,,ხალხის ინტერესების შესაბამისად, მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ სიტყვის, ბეჭდვითი სიტყვის, კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობებისა და დემონსტრაციების თავისუფლება’’ (საბჭოთა 1974: 25). სინამდვილეში, განსხვავებული აზრის დაფასების თავისებური მეთოდი ბოლშევიკებმა ჯერ კიდევ მენშევიკური მთავრობის დამხობის შემდგომ გამოიყენეს. ,,მენშევიკურმა ნაძირლებმა და მათმა დამქა-შებმა საქართველოს ბევრ მაზრაში 1924 წლის აგვისტოში ანტისაბჭოური გამოსვლების პროვოცირება მოახდინეს..’’ (ინაური 1987: 15),,მენშევიკურმა მთავრობამ საბჭოთა ხელი-სუფლების გამარჯვების შემდგომ შეინარჩუნა თავისი ძალები და შეუდგა გამძაფრებულ ბრძოლას არსებული წყობილების წინააღმდეგ.. ,,პარტიული კომიტეტის’’ თავმჯდომარე-ობით ჩეკისტურმა ორგანიზაციებმა მძლავრი დარტყმა აგემეს მენშევიკურ იატაკქვეშეთს. ...დააპატიმრეს მენშევიკური კონტრდაზვერვის უფროსი ჩიქოვანი..’’ (ინაური 1987: 62-63). ,,საქართველოს ანტისაბჭოთა პოლიტიკური პარტიების თვით-ლიკვიდაციის პროცესი 1923 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ანტისაბჭოთა პარტიების თვითლიკვიდაციის პროცესს უშუალოდ წარმართავდა საქართველოს კომუნისტური პარტია, ამიტომაც პოლიტიკური პარტიები არ სცნობდნენ თვითლიკვიდაციის შედეგებს და განაგრძნობდნენ არალეგალურ საქმიანობას’’ (თოიძე 1999: 409). ამიტომ, 1924 წლის აჯანყება საქართველოში მარცხის მიუხედავად, აშკარად უნდა მივიჩნიოთ ამ აზრის დადასტურებად.

Картинки по запросу მებრძოლ უღმერთოთა კავშირიამრიგად, მუკის ოფიციალურ ჩამოყალიბებამდე, მწმენდავის როლში საბჭოთა ჩეკა გვევლინებოდა, რომელიც საბჭოური კურსის გადახვევის ნებისმიერ გამოვლინებას ლიკვიდაციას უკეთებდა. ჩეკისტურ საქმიანობაში ჩართული ქართველებიდან გამოირჩევა საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარის, ტიტე ლორთქიფანიძის საქმიანობა, რომლის დამსახურებით ,,თანამიმდევრულად განადგურდა 83 და მოისპო 7 ტროცკისტული არალეგალური ცენტრი, დააპატიმრა ტროცკისტული აქტივის 800 მონაწილე; მოსპო აგრეთვე ტროცკისტული სტამბა. დაპატიმრებული ტროცკისტების საერთო რაოდენიბიდან 600 კაცზე მეტი სათანადო დამუშავების შემდეგ მოარჯულეს, მხოლოდ 164 შეურიგებელი მტრის გადასახლება გახდა აუცილებელი’’ (ინაური 1987: 103). ჩეკა, რომელიც თავისი მუშაობის არსს ძალზედ კვალიფიციურად ას-რულებდა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კონტროლის მიზნით, ბუნებრივია ანტირელიგიურ სფეროსაც ვერ შეითავსებდა. სწორედაც ამიტომ ,,მუკის’’ სახით შეიქმნა მისი ე.წ. ფილიალი, რომელიც ხალხთან ურთიერთობასა და საჯაროობაშიც არ იყო შეზღუდული და მასების ანტირელიგიურ, სააგიტაციო შრომას სწევდა, რათა საბჭოთა კავშირში, ლენინისეული ,,კულტურული რევოლუცია’’ განხორ-ციელებულიყო. ,,თავად ფრაზა ,,კულტურული რევოლუცია’’ ლენინმა პირველად იხმარა თავის შრომაში: ,,კოოპერაციის შესახებ’’ 1923 წელს. ეს არის ,,სოციალისტური საზოგადოების სულიერი გარდაქმნის რევოლუციური პროცესი, სოციალისტური მშენებლობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, მსოფლიო კულტურის უმაღლესი საფე-ხურის _ სოციალისტური კულტურის შექმნა, კულტურის მონაპოვრად გადაქცევა მშრომელთა საკუთრებად. კულტურული რევოლუციის მთავარი მიზანია ყველა მშრომელის ჩაბმა კულტურულ-ისტორიულ პროცესში. მათი სოციალისტური აქტივობის მაქსიმუმამდე გაზრდა, ახალი ადამიანის ჩამოყალიბება. კულტურული რევოლუცია სოციალისტური მშენებლობის ერთერთი მნიშვნელოვანი კანონზომიერებაა.. იგი უკუაგ-დებს ძველი კულტურის შინაარსიდან ყოველივე მოძველებულსა და რეაქციულს, ინარჩუნებს, ამტკიცებს და ავითარებს კაცობრიობის ისტორიული განვითარებით შექმნილ მაღალკულტურულ ღირებულებებს და ახალი საზოგადოების საკუთრებად აქცევს მათ. მისი მიზანია აგრეთვე ბურჟუაზიული ინტელიგენციის ხელახალი აღზრდა და ახალი სოციალისტური ინტელიგენციის შექმნა. სოციალისტური ლიტერატურისა და ხელოვნების ახალი სოციალისტური მორალის, ათეისტური მსოფლმხედველობის, ახალი ყოფის ფორმირება, კომუნიზმის გამარჯვებისათვის საჭირო აუცილებელი იდეოლოგიური და კულტურული პირობების შექმნა’’ (ქსე 1983: 69). სწორედ ამგვარ ,,კულტურულ რევოლუციას’’ შეეწირა არაერთი ძველი კულტურის გადმონაშთი ჯერ რუსეთში, (მაგალითისთვის, გაიცა ბრძანებამ რომ აეფეთქებინათ ყველა ტაძარი, რომელიც არაუადრეს XV საუკუნისაა) შემდეგ კი უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის მქონე საქართველოსა და დანარჩენ რესპუბლიკებში

Картинки по запросу ქართველ მებრძოლ უღმერთოთა კავშირისაქართველო, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანა, საბჭოური ხელისუფლების ყურადღების ცენტრში მოექცა დღიდან მათი ძალაუფლების დამყარებისა და მისი ბედი თავდაპირველადვე ისე გადაწყდა, როგორც ამას ბოლშევიკი სოციალისტები და მისი ლიდერები ხედავდნენ. მეტადრე მაშინ იყო საშიში ყურადღების მოდუნება საქართველოში, რომ პოსტკომუნისტური ხელისუფლება მენშევიკების სახით, მიუხედავად სოციალიზმის პრინციპების აღიარებისა, ევროპისა და განსაკუთრებით გერმანიაზე ორიენტირებდნენ. ისტორიამ ცხადყო, თუ რა განსაკუთრებული მეთოდებით ებრძოდნენ ,,დემოკრატიულ’’ სახელმწიფოში განსხვავებულ აზრს. ერთი ხელით გასცემდნენ და მეორეთი ართმევდნენ ცალკეულ ერებს თავისუფლებას. მართალია საბ-ჭოთა კავშირმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრები აღადგინა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ავტონომიების ჩამოყალიბებითა და სეპარატისტული იდეოლოგიის წახალისებით, მუდმივი მანიპულირების შესაძლებლობა დაიტოვა. საქართველოს ჩამოეჭრა ისტორიული მნიშვნელობის ტერიტორიები მეზობელი რესპუბლიკების სასარ-გებლოდ. მიუხედავად ამისა, გარეგნულად საქართველო აღმშენებლობისა და ,,კულტურული რევოლუციის’’ გზას განუხრელად დაადგა. ამავე დროს, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მასობრივი ტერორისა და მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველოს ცხოვრებაში მართლაც დადგა მოჩვენებით სიმშვიდე, თუმცა შინაგანი მღელვარება ქართველ ერს, მუდამ თან სდევდა. ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ, რომელიც საკმაოდ დაზა-რალდა საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილი ,,მებრძოლ უღმერთოთა კავშირის’’ საქართველოს უჯრედის გამო.

,,მუკის’’ საჭიროება საქართველოში თავიდანვე გამოიკვეთა. ქვეყანა, რომელმაც თუნდაც მცირე დროით 1918-1921 წლამდე მაინც იგემა დამოუკიდებლობა და რომელიც უძველესი ქრისტიანული კულტურის მიმდევრობასთან ერთად ყოველთვის ეოვნული იდეოლოგიის მაღალი აქტივობის გამომხატველი იყო და რომლის წარმმართველ ძალად იმთავითვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გვევლინებოდა, მკვეთრად გამოხატული ოფიციალური, ანტირელიგიური ორგანიზაციის გარეშე, ბუნებრივია ვერ გარდაისახებოდა. ვერც ქართველი ერი გახდებოდა ათეისტურობისა და ანტირელიგიურობის მაგალითი, აქედან გამომდინარე ,,კულტურულ რევოლუციასაც’’ ვერ აუწყობდა ფეხს, შესაბამისად, ,,ახალი ადამიანის’’ ფორმირება გაჭიანურდებოდა. ,,მუკის აქტივისტების მუშაობა საქართველოში ოფიციალურ რეგისტრაციამდე გაცილებით ადრე, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე გამომჟღავნდა. პარტიული კურსისა და მიზნის შესაბამისად მოქმედი ბოლშევიკური მთავრობა უბრალოდ ანადგურებდა საწინააღმდეგო აზრს, ,,კოლექტიური წერილებითა’’ და მოთხოვნებით ,,მშრომელთა მასა’’ მიმართავდა ხელისუფლებას სოციალიზმისათვის ამა თუ იმ მავნე გამოვლინების აღკვეთის მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნებით ქართული კულტურის არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი განადგურდა. ეკლესიების დახურვას მასიური ხასიათი მთელი საბჭოეთის მასშტაბით 1923 წლიდან მიეცა. ეკლესიების სიმრავლიდან გამომ-დინარე, განსაკუთრებით ეს მოვლენა დაეტყო საქართველოს. ეკლესიების დახურვის გარდა, საბჭოთა კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გაიცა ბრძენება წმინდან-თა ნაწილების ამოღების შესახებ. ქრისტეანობა, რომელიც ღვთისმსახურების გარდა ხატწერის, ჰიმნოგრაფიის, ჰაგიოგრაფიის ანუ წმინდანთა ცხოვრების, საგალობლების, ჭედური ხელოვნების კულტურის ფუძემდებელია, განადგურების საფრთხის წინაშე დადგა. კომუნისტების მიერ, დეფინიცირებული დებულება ყველა რესპუბლიკისთვის მკაცრად საზღვრავდა ანტირელიგიურ პოლიტიკას: სიწმინდეები, ,,ეს მოოქროვილი კუბოები, სავარაუდოდ ,,უხრწნელი’’ სხეულებით ძველი დროის კლასთა მმართველი წარმომადგენლებისა, აუცილებელი იყო როგორც მასების დაგიპნოზებისათვის ვითომდაც რელიგიური მიზნებისათვის. ამიტომ: 1) ადგილობრივი აღმასრულებელი კომიტეტები შესაბამისი აგიტაციის გატარების შედეგად აწარმოებენ გეგმაზომიერ და სრულ ლიკვიდაციას ,,უხრწნელი სხეულებისა’’. 2) აღმასრულებელი კომიტეტები უნდა დაეყრდნონ მშრომელი მასების რევოლუციურ აზროვნებას, ამასთანავე გამორიცხონ ყოველგვარი ორჭოფობა აღნიშნული აქტების განხორციელებისას.

დასავლეთ საქართველოს კულტურული მობილიზება, უძველეს ისტორიულ დედაქალაქში, ქუთაისში ხდებოდა. რევოლუციური აქტივობით გამორჩეულიი, ისტორიული მხარე გურია, ფაქტიურად ეკლესიის გარეშე დარჩა. ანტირელიგიური განწყობა მენშევიკების შემდეგ ბოლშევიკთა მხრიდან დაინერგა ხალხში და ეკლესია-მონასტრების ნგრევა-განადგურებაში აისახა. ერთერთი ქართველი პატრიოტი, ყოფილი ეროვნულ-დემოკრატი, ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის დამაარსებელი, სიძველეთა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის რწმუნებული, ტრიფონ ჯაფარიძე, მოგვიანებით 1937 წ. რეპრესიების მსხვერპლი გახდა, მანამდე, როცა ,,1923 წლისათვის საქართველოში მასიურად დაიწყეს ეკლესიების დაკეტვა, საშიშროება შეექმნა მათში დაცულ ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუშებსა და უნიკალურ ხელნაწერ წიგნებს. ტრიფონ ჯაფარიძემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სამოქმედო ზონაში არსებულ ეკლესიებში დაცული ეროვნული სიმდიდრე გადაერჩინა. ,,რადგან ქალაქშიც და სოფლებშიც დაიწყეს ეკლესიების კეტვა და ნივთების გამოტანა, წერდა იგი ვუკოლ ბერიძეს, მე ვაცნობე აღმასკომს ჩემი მოვალეობა-დანიშნულება და მოვსთხოვე მთელ მაზრაში ყველა თემისათვის ეცნობებია, რომ ნივთები პასუხისმგებელ პირებს ჩაბარებოდა და ჩვენს უნახავად არაფერი დაკარგულიყო. დავუსახელე ეკლესიები, საიდანაც ნივთების გარდა თვით შენობებია ფრესკებიანი დასაცავი და არ წაეხდინათ. გელათის არქიმანდრიტს მი-ვეცით დასაცავი ქაღალდი. მოწამეთას ნივთები ჩამოიტანეს პროფკავშირში. იქ მივედი კონდაკოვის წიგნით ხელში და მოვსთხოვე ყოველივე ჩემთვის გადასარჩევად ეჩვენე-ბინათ (მუმლაძე 1993: 41). ეკლესიის გადასარჩენად ტრიფონ ჯაფარიძე საეკლესიო მუზე-უმის შექმნის საბაბით, ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავდა, რათა მუზეუმი ქალაქის ცენტრში მდებარე საკათედრო ტაძარში განთავსებულიყო, მართალია ტაძარი ქვაშვეთის ტაძრისგან განსხვავებით, სადაც აბანოს მოწყობა უნდოდათ კომუნისტებს, განადგურებას ვერ გადაურჩა, მაგრამ, ქუთაისის მუზეუმს ეკლესიის კუთვნილი არაერთი სიმდიდრე გადაეცა. ტრიფონ ჯაფარიძის მიერ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით მოპოვებულმა წერილობითმა საბუთმა გადაარჩინა გელათის მონასტერში არსებული ჭედური ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერები. დღევანდელ დრო-შიც, მათი ხილვა ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმშია შესაძლებელი. ,,ჯაფარიძემ გადაურჩინა შთამომავლობას არგვეთის მთავრების, წმინდა მოწამეთა დავით და კონს-ტანტინეს ნეშთი, რომელიც 1923 წელს ,,უღმერთოებმა’’ მოწამეთა მონასტრიდან გამოიტანეს და შეურაცხყვეს’’ (მოწამეთა 1990;). ასეთ მოქმედებას წინ უსწრებდა 1923 წლის 4 მარტს გაზეთ ,,მუშა და გლეხში’’ რუბრიკით ,,ბრძოლა ცრუმორწმუნეობის წი-ნააღმდეგ’’ დაბეჭდილი საექიმო კომისიის ოქმი დავით და კონსტანტინეს ნეშთების გახსნის შესახებ. ოქმის მიხედვით, 18 თებერვალს, ქუთაისის ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების წევრთა მიერ, მოხდა ნეშთების დათვალიერება რათა დადგენილიყო მათი სასწაულმოქმედების უნარი. კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნით, ნეშთებს არავითარი სასწაულმოქმედი დანიშნულება არ აღმოაჩნდა’’ (მუშა 1923;). წმინ-და ნეშთი სასწაულებრივად გადარჩა და გადაეცა მუზეუმს’’ (მუმლაძე 1993: 43).

На изображении может находиться: 1 человекაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ამიერკავკასიის კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობაზე, მოხსენებით გამოსული სერგო ორჯონიკიძე აღნიშნავს: ,,საქართველოში, ქუთაისთან ახლოს, მოწამეთას მონასტერში, სადაც დავით და კონსტანტინეს ნეშთები ინახებოდა, ქუთაისელებმა შეკრიბეს ყველა მაზრიდან მოხუცი ქრისტეანები, სამღვდელოება, ექიმები, გახსნეს ნეშთი და იქ აღმოაჩინეს მხოლოდ ფერფლი ძვლებისა, ქრისტეანებზე ამ ფაქტმა დიდი გავლენა იქონია (ВТОРОЙ 1923: 22). ამასთანავე, სერგო ორჯონიკიძე სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ქართველობაში ჯერ კიდევ ცოცხლობს რელიგია და, რომ მთელი რიგი ეკლესიების დახურვა მხოლოდ პირველი ნაბიჯია ათეიზმის დასანერგად. ამგვარი დამოკიდებულება, სამღვდელოებას იმ დროისათვის გმირობის ტოლფას თავგანწირვას აიძულებდა. მაგალითისთვის: ქუთაისის მთავარანგელოზის სასაფლაოს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ა.შანიძე, არქეოლოგიური ნაშთების გამგეს, ჯაფარიძეს მიმართავს: ,,გაცნობებთ, რომ ჩემდამი რწმუნებულის, ქუთაისის სასაფლაოს მთავარანგელოზის ეკლესიის გალავანში ყოფილ ძველი ეკლესიის ნაშთს ანგრევენ წითელარმიელები, რაზედაც წარმოადგინეს ქუთაისის აღმასკომის ნებართვა. ნაშთის ქვები უნდა გაიხმარონ გზის მოსაკენჭათ’’ (ქცსსა 8659;). საქართველოს მასშტაბით, ბოლშევიკების მიერ გაიშალა აღწერითი სამუშაოები, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა ეკლესიების დახურვამდე ან დახურვის შემდეგ, ფინანსურ კომიტეტს ანგარიში ბარდებოდა ზუსტი მონაცემებით, თუ რამდენი, მათთვის საინტერესო ძვირფასი ლითონის ნივთი იმყოფებოდა. ასეთი სახის მოთხოვნები, ქალა-ქის საბჭოს მდივნის, ვინმე ქემხაძის მიერ სრულიად საიდუმლოდ, სასოფლო საბჭოს თავმჯდომარეებს ეგზავნებოდათ; ,,წინადადება გეძლევათ ამის მიღებისთანავე გვაცნო-ბოთ, რამდენი მოქმედი სამლოცველო შენობებია თქვენს სასოფლო საბჭოს ტერი-ტორიაზე /ეკლესიები და სხვ/. რამდენი სამლოცველო შენობები არის გამოყენებული სხვა საჭიროებისათვის /კლუბები, სამკითხველო, თეატრი/. ერთერთი პასუხით ირკვევა შემდეგი: ქუთაისის ქალაქის საბჭოს, ჭოგნარის სასოფლო საბჭო პასუხად თქვენს მომართვაზე გაცნობებთ, რომ ჩვენს თემის ტერიტორიაზე არის ორი ეკლესია, ერთში წარმოებს წირვა-ლოცვა, მეორე კი უკავია სიძველეთა დაცვის კომიტეტს. მხოლოდ არც ერთში და არც მეორეში კულტ-საგნები, როგორიც არის ოქრო-ვერცხლი და სხვა,

ასეთები არ არის (ქცსსა 8659 ფ1 E 192: 19-20). ასევე თანახმად თქვენი დავალებისა, ამასთანავე წარმოგიდგენთ 10 ცალ აღწერილობის ნუსხას ქუთაისის ქალაქად მყოფ მწირავ ეკლესიებში მოთავსებული ძვირფასი ნივთებისა ოქროულისა და ვერცხლეულისა. სახელდობრ 1) საფიჩხიის ამაღლების ეკლესია, 2 ფურცელი. 2) პეტრე-პავლობის ეკლესიის 1 ფურცელი, 3) მთავარანგელოზის ეკლესიის 1 ფურცელი. 4) კათოლიკეთა ეკლესიის 1 ფურცელი. 5) საღორიის ეკლესიის 1 ფურცელი. 6) მწვანე ყვავილის მთავარანგელოზის ეკლესიის 1 ფურცელი. 7) მეორე მთავარანგელოზის ეკლესიის 1 ფურცელი. 8) ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის 1 ფურცელი. 9) წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის 1 ფურცელი (ქცსსა, ფ149, საქმე 380: 20). იმ ეკლესიებიდან, საიდანაც ნივთები არ იყო ამოღებული, კომუნისტებს ერჩიათ მორწმუნეებს ევლოთ, რათა მათი წინასწარ დატაცება არ მომხდარიყო. ამის მა-გალითად: არაერთი გრიფით საიდუმლო წერილი ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის ვინმე გველესიანის მიერ: ,,როგორც შემოსულ ცნობებიდან ჩანს, თქვენთან მორწმუნეები მო-სულან განცხადებით ადგილობრივ მთავარანგელოზის ეკლესიაში წირვა ლოცვის ნება-რთვის შესახებ, რაზედაც თქვენ შეუფერებლად მიგიმართავთ მათთვის და უარი გითქ-ვამთ, რომ თუ ეკლესია მოქმედია და მისი ნივთები არ ყოფილა გამოტანილი, თქვენ არავითარი უფლება არ გაქვთ მსურველ გლეხებს აუკრძალოთ ეკლესიაში სიარული (ქცსსა, ფ149, საქმე 381: 21) იქვე არის მეორე მიმართვა მიტროპოლიტ სიმეონ ქუთათელ-გაენათელისა: ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარის მიმართ: ,,დღეს, 16 აგვისტოს, ჩემთან გამოცხადდნენ ქუთაისის რაიონის ოფუჩხეთის თემის, სოფელ გუმათის მორწმუნეთა წარმომადგენლები და განაცხადეს, რომ მათ მოუტანიათ ადგილობრივი თემის აღმასკომის თავმჯდომარესთან გუმათის მორწმუნეთა ხელმოწერილი განცხადება თავისი რელიგიური წესებისა და ამ მარიამობის მარხვაში, ჩვეულებრისამებრ, წირვა ლოცვის ნებართვისათვის ადგილობრივ მთავარანგელოზის ეკლესიაში, რომელიც როგორც განაცხადეს, მორწმუნეთა განკარგულებაშია. საბჭოთა ხელისუფლებისაგან გადაცემული. თემაღმასკომის თავმჯდომარეს, ძნელაძეს, ეს განცხადება წაურთმევია, დაულანძღავს ისინი, შეუგინებია მათი სარწმუნოებრივი გრძნობდა და გამოუგდია. ამის უფლება მას, საბჭოთა ხელისუფლებისგან გამოცემული კანონმდებლობათა მიხედვით არ ჰქონდა’’(ქცსსა, ფ149, საქმე 381: 21).

ამგვარი ქმედებების შედეგად, ქუთაისის მაზრაში უკვე 1935 წლის 9 იანვრის მონაცემით, როცა შემდგომში გამოცხადებული უღმერთო ხუთწლედი თავის პიკს აღწევდა, სულ 58 სამლოცველოა, აქედან 16 მოქმედია, 31 დაკეტილია, 5 კლუბია, ხოლო 6 საწყობია. 20-30 წლებში, ,,მუკის’’ და საბჭოური პოლიტიკის წყალობით, არაერთი კლუბად, თუ თეატრად გადაკეთებული ტაძარი, დღესდღეობითაც სადაოს ხდის სა-კითხს, უნდა დაუბრუნდეს თუ არა ამა თუ იმ საკულტო დანიშნულების შენობას პირვანდელი სახე. მათ შორის არის ქალაქ ფოთში არსებული თეატრის შენობა. ,,1936 წლიდან, ბერიას ბრძანებით, საკათედრო ტაძრისათვის, რომელიც აია სოფიას შემცირე-ბული ასლი გახლავთ, საკურთხეველი მოუნგრევიათ, საპარადო მინაშენები გაუკეთებიათ და შიგ თეატრი შეუსახლებიათ’’ (ქცსსა, ფ149, საქმე 381: 4). როგორც ჩანს, ,,კულტურული რევოლუციის’’ განხორციელების დიდი სურვილისდა მიუხედავად, 30-იანი წლების მიწურულს, როცა საბჭოთა მთავრობასა და დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია მომავალი ომის საშიშროების შესახებ, ახალი თეატრის აშენებისათვის ხარჯების გაწევა საჭიროდ არ მიიჩნიეს, ასე გადაურჩა ეს უნიკალური შენობა ფიზიკურ განადგურებას.

1917 წლისათვის საქართველოს ტერიტორიაზე 1500 ეკლესიას 1600 მღვდელი, დიაკონი და მედავითნე ემსახურებოდა, 1921 წლისათვის მათი რიცხვი 2000 აღწევს, 1930 წელს 1050 ეკლესია და სამლოცველო სახლია, 1200 მეტი რელიგიური კულტმსახურით, უკვე 1937 წლისათვის მოქმედი ეკლესიები 187-დე შემცირდა. 1940 წლისათვის კი 78-ს არ აღემატებოდა, ხოლო მღვდელი მხოლოდ 128 კაცი. ანტირელიგიურმა სამუშაომ ნაყოფიერად ჩაიარა ნგრევის თვალსაზრისით, თუმცა ხალხი სულიერ შიმშილს ყოველთვის განიცდიდა. ათეისტური მეთოდოლოგია ღვთის არარსებობის დასამტკიცებლად ,,მუკის’’ ყველა უჯრედისათვის იდენტური იყო. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენდა. ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ,,მუკის’’ საქართველოს ფილიალის ამოქმედების თარიღს ეკუთვნის, დაცულია საქართველოს სახელმწიფო არქივში. მასში ნათქვამია: ,,მებრძოლ უღმერთოთა კავშირი საქართველო-ში ჩამოყალიბდა 1928 წელს, მის მოვალეობას შეადგენდა სისტემატური ბრძოლა პროპა-განდისა და აგიტაციის გზით ყოველგვარი რელიგიისა და ცრუმორწმუნეთა წინააღმდეგ. საქართველოს მებრძოლ უღმერთოთა კავშირი იზრდებოდა და მტკიცდებოდა ყოველწლიურად. მას ქონდა თავისი ბეჭდვითი ორგანო ,,უღმერთო” და შემდგომ ,,მებრ-ძოლი ათეისტი’’. ცენტრალურ საბჭოსთან არსებობდა ანტირელიგიური გამომცემლობა. გამოშვებულია რამდენიმე ათეული წიგნები და ბროშურები (აქვე, ,,მუკის’’ საბჭოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულია მუკის წევრთა რაოდენობა, რომელიც ვფიქრობთ არაზუსტია, კერძოდ სამამულო ომის დაწყებამდე ორგანიზაციაში ითვლებოდა 15000 მუკის წევრი, რაც რეალურ რიცხვზე ბევრად ნაკლებია). საქართველოს ,,მუკის ცენტრა-ლურ საბჭოში შედიოდა აფხაზეთის, აჭარის, სამხრეთ ოსეთისა და 60-დე მუკის რაისაბჭოები’’ (სუიცა ფ1547 საქმე 165: 2). ასევე მნიშვნელოვანია: ,,საქართველოს ,,მუკის’’ ცენტრალური საბჭო დაარსებულია 1929 წელს და შედის სსრ კავშირის მუკის ცენტრალური საბჭოს სისტემაში. მის მოვალეობას შეადგენს აწარმოოს პროპაგანდა რელიგიის წინააღმდეგ. საარქივო დოკუმენტური მასალები ადგილზე ინახება 1935 წლიდან, განტვირთვა ვადაგასული მასალებისაგან ხდება მეორეჯერ, მოსასპობად განზრახულია 100 ერთეული საქმე, რომელსაც ჯერ არა აქვს არავითარი პოლიტიკური საცნობარო, ისტორიული და ოპერატიული მნიშვნელობა’’ (სუიცა ფ1547 საქმე 165: 3).

ანტირელიგიური მუშაობამ რომელიც საქართველოს კომუნისტების მიერ როგორც დავინახეთ უკვე 1921 წლიდან გაიშალა, თავის აპოგეას სწორედაც რომ 1928 წლისათვის აღწევს, როცა ორგანიზაციას უფრო მეტი დამაჯერებლობისათვის ოფიციალური სახე მიეცა, გამოეყო მასობრივ-საინფორმაციო ორგანო გაზეთის სახით და მათში დაწინაურებულთა პრივილეგირება საერთო გაჭირვების ფონზე, გამოიხატა. იდეური მამები რათქმაუნდა საქართველოს მუკისთვის რუსეთის მუკის მესვეურები იყვნენ, რომლებიც თავიანთ ოფიციალურ სამუშაოებს უკვე 1925 წლიდან ახორციელებდნენ. მათი მუშაობის შედეგების შეფასებისას, 1929 წელს II ყრილობაზე რუსეთში, როცა ოფიციალურად დაერქვა ორგანიზაციას მებრძოლ უღმერთოთა კავშირი 10 ივლისის გადაწყვეტილებით, კავშირის მუშაობა მაინც არადამაკმაყოფილებლად შეფასდა. ყრილობამ გააკრიტიკა კავშირის მიერ წარმოებული ანტირელიგიური კამპანია. ,,მუკის’’ კორესპონდენტები, ათეისტურ გამოძიებას აწარმოებდნენ სხვადასხვა ფენებში, ადგენდნენ სტატისტიკურ მონაცემებსაც. ამ დროის ჟურნალ ,,ანტი-რელიგიოზნიკის’’ მონაცემებით, არმიის გამოკითხულთა 49% მორწმუნეა, 22% მერყეობს, 29% ურწმუნოა. ხალხში ჯერ კიდევ არსებობს რწმენა და ტრადიციების აღსრულების სურვილი. Yყოველ შემთხვევაში, მებრძოლ ათეისტების არადამაკმაყოფილებელმა დასკვნამ, II ყრილობაზე, ანტირელიგიურ მუშაობაში ახალი გეგმები დასახა და უკვე 1932 წლისათვის გამოცხადდა ,,უღმერთო ხუთწლედი’’ ,,დანაკლისის ასანაზღაურებლად’’. 30-იანი წლები რეპრესიებისა და დეპრესიის წლებია. გამოცხადებული ,,კულტურული რევოლუციის’’ მიღმა ყველაზე უკულტურო და არაცი-ვილური წესით მიმდინარეობდა მასობრივი წმენდა საზოგადოების ყველა ფენაში. 1937 91

წლისათვის საბჭოთა ხელისუფლებამ საყოველთაო აღწერა ჩაატარა, რომლის სტატისტიკური მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობის კონფესიური შემადგენლობაც გამოვლინდა, ვინაიდან მასში რელიგიური საკითხიც შეიტანეს. შედეგად, კიდევ 8000 ეკლესია დაიხურა, რელიგია როგორც ჩამორჩენილობის სიმბოლო და კოლმეურნეობისა და სხვა პროგრესის შემაჩერებელი, კვლავ გაცხოველებული ძალით იდევნებოდა. ვინც კი 1937 წლამდე, მაინც ბედავდა რელიგიურობის გამომჟღავნებას, განადგურდა. ეკლესიის მსახურთა უმრავლესობა ხალხის მტრად გამოცხადდა, ამავე დროს, თაობა რომელიც უღმერთო კომუნიზმის დროს ზრდასრულ ასაკში შევიდა, იძულების წესით აღიზარდა ყოველგვარი რელიგიური ცოდნის გარეშე. ამას დაემატა სკოლებში, პატრიოტული სულისკვეთების ჩასახშობად, ეროვნული ისტორიის ნაცვლად, ახალი, საბჭოური ისტორიის სწავლება და თავსმოხვევა. აღმოჩნდა, რომ ცალკეული ერების ის-ტორია მეტნაკლები განსხვავებით რუსეთთან ურთიერთობით იწყებოდა და ასევე გრძელდებოდა. ეკლესიის მსახურთა ისტორიული ცოდნა თითქმის ისტორიკოსთა ცოდნას უტოლდებოდა, რადგან წმინდანთა ცხოვრების ისტორია არაერთ ისტორიულ და მნიშვნელოვან ფაქტებს შეიცავდა. მათი მოსპობითა და საეკლესიო ხელნაწერების განადგურებით, კომუნისტურმა მთავრობამ არაერთი ისტორიული მნიშვნელობის საბუთი გაანადგურა. რუსულ საარქივო მასალებში მოცემულია ფაქტები, რომლებიც მოგვითხრობენ, თუ როგორ აიძულებდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში მორწმუნე მრევლს მარხვის დროს ძალით ,,ჭამას’’. დასცინოდნენ და ამათრახებდნენ მათს რელიგიურ გძნობებს. ერთერთ სტატიაში ვინმე პუშკინი ,,მონათვლის წესი და ბავშვთა ჯანმრთელობა’’ ერთერთ ქრისტიანულ საიდუმლო წესს, უგულვებელჰყოფს. მოყვანილია ლენინის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის გამგის, ვინმე ცარეგორდიევის დასკვნა, რომელიც წერს, რომ ყაზანის ტაძარში (ვოლგოგრადი) ერთიდაიმავე წყალში მონათლული 100 ბავშვიდან არაერთი დაავადდა ფურუნკულიოზითა და რესპირატო-რული დაავადებით იმის გამო, რომ 1 სმ3 წყალში, 17,5 მლნ. ბაქტერია აღმოჩნდა. ,,ნათ-ლობის წესი პირველყოფილ საზოგადოებაში არსებულ, წყლით მაგიურ განწმენდის ველურ ხერხს უტოლდება’’ (ДЕЯТЕЛИ 1968: 128-129). გარდა ამისა, მებრძოლი ათეის-ტების მიერ, დაიწყო წმინდანთა საფლავების მასიური გახსნა, რომელიც მას შემდეგ განხორციელდა, რაც 1918 წელს, ალექსანდრე სვირის მონასტრის კვლევისას, ვერცხლის ჭურჭელში ,,უხრწნელი’’ ნაწილების ნაცვლად, ცვილის თოჯინა ღმოჩნდა. ეს ამბავი მალე გავრცელდა და გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება. მოითხოვეს ყველა წმინდა ნაწილების შემოწმება, ჩატარდა 60 შემოწმება და ყველგან ძვლები და მუმიფიცირებული გვამები აღმოჩნდა’’ ანტირელიგიური იდეოლოგიის გასამყარებლად, ყველაზე მკრეხელური მეთოდით, ხდებოდა ისეთი სიწმინდეების შეურაცხყოფა, როგორიცაა მართლმადიდებელ სამყაროს უდიდესი სიმბოლო ხატი. მაგალითისთვის, უღმერთო კორესპონდენტები წერდნენ: ,,ხატები ძველ რუსეთსა და ახლაც, ღვთისმშობლის გამოსახულებით, უდიდეს დანიშნულებას ატარებდნენ. დროთა მანძილზე, სულიერმა მამებმა, გამოიმუშავეს არაერთი ხრიკი, რომელთა დახმარებით, მასების ბრმა და ბნელი რწმენაგარდაიქმნებოდა ოქროს შემოსავლის წყაროდ. ხატებთან სრულდებოდა წირვები. შემდეგ ეს ხატები, როგორც სასწაულთმოქმედი ძალის მატარებელი, იგზავნებოდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში’’ (უღმერთო, #15, 1928: 3) ხატები, რომელთა სასწაულთმოქმედი თუ წმინდარელიგიური დანიშნულება მორწმუნეთა შორის მოწყალების სურვილს აღვივებდა, ანტირელიგიურ ჟურნალებში სიბნელის გამოვლინებად ფასდებოდა: ჟურნალ ,,უღმერთოს’’ ერთერთ ნომერში ნათქვამია: ,,ე.წ. სასწაულთმოქმედი ხატი ისაკიევსკის ტაძარში, ქალაქ ლენინგრადში, აგროვებდა ათიათას მანეთს თვეში’’ (უღმერთო, #18, 1928: 19). აგიტაციით, რომელიც მიმართული იყო სამღვდელოების დისკრედიტაციისკენ, იმ ფონზე, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილსა და სოციალურ კრიზისს განიცდიდა, ანტირელიგიური პროპაგანდა მიზანმიმართულად, მცირედმორწმუნეთა რელიგიურ შეგნებაზე თამაშობდა და ხელს უწყობდა ათეისტური იდეოლოგიის გამყარებას. ‘’კომპარტია ხელმძღვანელობს რა სინდისის თავისუფლების მარქს-ლენინური გაგებით, მისთვის ასევე უცხოა რელიგიასთან ბრძოლის ადმინისტრაციული მეთოდები, რასაც გვთავაზობენ მარქსიზმის ვულგარიზატორები და მისი ყოველგვარი ჯურის სხვადასხვა მტრები’’ (რელიგიის 1957: 8); ‘’რელიგია უარყოფს რა ბუნებისა და საზოგადოების განვითარების კანონებს, მოძრაობისა და განვითარების წყაროდ სთვლის ღმერთს, მაშინ როდესაც დიალექტური მატერიალიზმი მოძრაობისა და განვითარების წყაროდ სთვლის შინაგან წინააღმდეგობას, რომელიც სინამდვილის განვითარების საყოველთაო ობიექტური კანონია. რელიგია არ სცნობს განვითარებაში ახალს, პროგრესულს, მზარდს, რომელიც განვითარების მსვლელობაში უარყოფს ძველს, ამიტომ, რელიგია უარყოფს განვითარების იდეას და ქადაგებს დოგმატიზმს. მარქსიზმის თეორია კი ყოველგვარი დოგმატიზმის მტერია’’ (რელიგიის 1957: 33);

საქართველოში ეკლესიები და შენობა-ნაგებობები 1920 წლის მიწისძვრის შედეგად ისედაც დაზარალდა. 1922 წლისათვის, დაზიანების გამო გაპარტახდა ზედაზნის მონასტერიც. სოციალისტური სახელმწიფო, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მეფის რუსეთის მიერ დატოვებული მძიმე მემკვიდრეობის გამოსწორება ხანმოკლე პერიოდში ნამდვილად არ ხელეწიფებოდა, მითუმეტეს არ მიაქცევდა თუნდაც მათთვის რაიმე ღირებულების საეკლესიო-საკულტო ნაგებობებს. თვით მოსკოვში არსებული არაერთი ეკლესია შეეწირა ფართო გზების მშენებლობას. 1931 წელს, ,,იესო ქრისტე, მხსნელის’’ ტაძარი უბრალოდ ააფეთქეს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ,,მუკის’’ პერიოდულ პრესაში, დიდი ყურადღება ეთმობოდა ტაძრების ლიკვიდაციის ამსახველ ფოტომასალას, ხოლო ამ ფაქტების კომუნისტური მორალის მხარდამჭერი იდეოლოგიის დანერგვის მიზნით, პარალელურად იბეჭდებოდა სურათები, რომლებზეც ძველ ნატაძრალზე აგებული ფაბრიკა-ქარხნები ან შესაბამისი კულტურული დანიშნულების შენობა-ნაგებობები იყო გამოსახული. სწორედ ამ დროს, მიტროპოლიტმა სერგიმ, უცხოელ კორესპონდენტთან ინტერვიუში, დააფიქსირა საბჭოთა კავშირის ანტი-რელიგიური კურსით გამოწვეული უკმაყოფილება. მითუმეტეს, რომ უცხოური პრესა, კომუნიზმს, ისევე როგორც ფაშიზმს, საკმაოდ კრიტიკული თვალით უყურებდა. როგორც ჩანს ქრისტეს მსახურმა ვერ განსაზღვრა მოსალოდნელი საფრთხე, ან თავი გადადო. ჯერ კიდევ 1929 წელს, ვიაჩესლავ მიხაილის ძე მოლოტოვის მიერ ინიცირებული ცეკას დადგენილებით, გაუქმდა უღმერთოთა კავშირის სპეციალური კომისია, რომლის მოვალეობაშიც, ე.წ. სიძველეთა შესწავლა შედიოდა, რათა გამორიც-ხულიყო ყოველგვარი ლოიალურობა და ანტირელიგიური საკითხი მთლიანად და ეს პრიორიტეტი არა მეორადი ორგანიზაციის, ,,მუკის’’, არამედ ძირითადი ხელისუფლების ხელში ყოფილიყო.

1929 წლის პირველ ივნისს, ქ. თბილისში სრულიად საქართველოს ,,მებრძოლ უღმერთოთა კავშირის’’ I ყრილობა გაიხსნა. ყრილობას გამოცდილი ათეისტი ციხელაშვილი წარუძღვა. მისივე მიმართვაში დელეგატებისადმი ნათქვამია: ,,ამხანაგებო, ის ფაქტი, რომ ჩვენ შევქმენით სპეციალური კავშირი, ის ფაქტი, რომ ჩვენ მოვაწყეთ ამ კავშირით პირველი ყრილობა, ნათლად აჩვენებს თუ რა დიდ ყურადღებას აქცევდა პარ-ტია დღეს ანტირელიგიურ ფრონტს, ჩვენს ამ კავშირის დაარსებას და ამ ყრილობის მოწვევას. პარტია თავის ყურადღებას უკავშირებს დასახულ ამოცანებს, ე.ი. საკითხებს, ერთის მხრივ სოციალისტურ მსშენებლობის და მეორეს მხრივ, საკითხს კულტურულ რევოლუციისას. თქვენ კარგად იცით, რომ ოქტომბრის რევოლუცია სათანადოდ და საფუძვლიანად შეეხო რელიგიურ საკითხს, ფარდა ახადა და გამოააშკარავა კონტრრევოლუციური ბუნება ეკლესიისა და ყოველგვარი სარწმუნოებისა (აქ მომხსენებელი ნამდვილად არ საუბრობს საქართველოს ეკლესიაზე, არამედ ზოგადად რუსეთის სამღვდელოების ,,როლს’’ მიმოიხილავს საბედისწერო მოვლენებში). მაგრამ სანამდე რევოლუციურ პროცესს არ გარდაუქმნია ჩვენი მეურნეობა სოციალისტურ ნია-დაგზე, სანამდე კიდევ არის დაქუცმაცებული ინდივიდუალური გლეხთა მეურნეობა, სანამ რელიგიას, ესეიგი ცრუმორწმუნეობას კიდევ ექნება ადგილი, კიდევ დიდხანს დაგვჭირდება ბრძოლა.. ანტირელიგიურ დარგში. საჭირო არსი რომ მუშათა კლასმა ისეთი ენთუზიაზმი გამოიჩინოს, რომ გლეხები გამოიყვანონ ამ საქმეში. ზოგი ფიქრობს, რელიგიას ხელს ნუ ვახლებთ, იმიტომ რომ სოციალისტური მშენებლობა თვით აღმოფხვრის მას ძირიან ფესვიანათო, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ანელებს ჩვენი ამოცანების სირთულეს, რომელსაც სპეციალურად ანტირელიგიური პროპაგანდა ეწოდება’’ (სუიცა ფ1547 საქმე 3: 3). იქვე მომხსენებელი ამბობს, ჩვენ ერთხანობას გატაცებული ვიყავით ეკლესიის დახურვით და ადმინისტრაციული ზომების მიღებით, შემდეგში, როდესაც ამან არ მოგვცა კარგი შედეგები, მოგვიხდა უკან დახევა, ეკლე-სიები ზოგიერთ ალაგს დავუბრუნეთ და ყველა ის ორგანიზაციები რომლებიც აწარმოებდნენ მუშაობას სულიერად დაეცნენ. ჩვენი კლასიური მტრები წამოდგნენ ფეხზე და ამ მხრივ მოგველის დიდი მუშაობა’’. საინტერესოა თავად ფაქტი, რომ მიუხედავად კულტურული და რელიგიური წარმომავლობის მრავალფეროვნებისა, მუკი ყველა რელიგიურ კონფესიასთან მთელი 15 მოკავშირე რესპუბლიკის შიგნით, ერთიდაი-მავე პრობლემებს წააწყდა. სოციალური კრიზისის მოგვარების შემთხვევაშიც, შეუძლებელია სულიერებაზე უარის თქმა, ვინაიდან ადამიანში სულის არსებობა თავისთავად განსაზღვრავს საკითხს. კომუნისტებმა უარყვეს სულის არსებობაც ყველაზე მკრეხელური ფორმით. სწორედ ასეთი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ყრილობაზე გამომსვლელი მალაქია ტოროშელიძე ამბობს რომ: ,,რელიგიის წინააღმდეგ საბრძოლველად რამდენიმე დაკვრითი კომპანია არ ამოსწურავს საკითხს, არამედ საჭი-როა სისტემატიური და გეგმიანი მუშაობაო’’ (სუიცა ფ1547 საქმე 3: 11). რელიგია დღეს მართლაც უკულტურო ნაშთს წარმოადგენს, ყველა კაპიტალისტურ ქვეყნებში ძლიერდება რელიგიური საზოგადოებები, მარტო გერმანიაში რევოლუციის შემდეგ აშენდა 800 ეკლესია. იზრდება სასულიერო სკოლების რიცხვი, სადაც ბატონობენ ხუცები.. ანტიქრისტეს სარწმუნოება არის ბოლშევიზმი..’’ (სუიცა ფ1547 საქმე 3: 15). ყრილობის დელეგატი ჭელიძე აღნიშნავს რომ ყველაზე მეტად, პროპაგანდა სოფლად მოიკოჭლებს, სადაც ხალხში რწმენა გაცილებით მეტადაა გამჯდარი. ,,ანდა, თუ 95

შევეხები თბილისს, რატომ ხდება რომ აქაც პირველი ყრილობაა უღმერთოთა და არა მეორე ან მეოთხე, ანდა რატომაა მოსკოვში მეორე ყრილობა და არა მერვე და მეათე.. ასე მიყრუება რელიგიის საკითხისა როგორც ეს არის სოფლად, შეუძლებელია. ჩვენ უნდა ვეცადოთ მთელი 100%-ით ვიმუშაოთ ამ დარგში და შევაგნებინოთ მასას რელიგიის სიცრუე. ამ საქმეს უფრო კარგად წაიყვანს ის ამხანაგი, რომელიც იქნება დაქირავებული’’ (სუიცა ფ1547 საქმე 3: 46). ამ სიტყვებით კარგად ჩანს რომ მიუხედავად ასეთი აღტკინებისა, გარკვეული გასამრჯელოს გარეშე მუშაობა, მუკის წევრებსაც არ სურდათ. გასამრჯელო კი სავარაუდოდ ხარისხს უზრუნველყოფდა და სოციალურად ისედაც გაჭირვებაში მყოფ თუნდაც ,,მუკის’’ წევრს წაახალისებდა. თან გაიზრდებოდა დაინტერესება ამ მხრივ. უფრო შორს მიდის მომხესნებელი ვინმე აირაპეტოვი, ირკვევა, რომ ,,რელიგიურ ჩამორჩენილობას ყველაზე მეტად ადგილი აქვს ხელოსანთა კლასში. რომლებიც ამბობენ რომ არ სჭირდებათ ,,მუკი’’, ეს ის ხალხია ვინაც ჯერ კიდევ იწერს ჯვარს და აცხადებს, რომ არ სჭირდება კულტურული რევოლუცია. რამდენიმე სიტყვა თვით კომკავშირელებზე: იყო ერთი შემთხვევა, კომკავშირელმა 1 მაისს დემონსტრა-ციაზე გადაიცვა ანაფორა, მეორე დღეს ჰკითხეს, თუ რატომ ან რისი თქმა სურდა, პასუხი ვერ გაგვცა. მიზეზი ისაა, რომ ის ვერ ერკვევა ასეთ საკითხებში. აქ საუბარი იყო სკოლებზეც; ჩვენთან ერთერთ სკოლაში სწავლობს მასწავლებელი, რომლის ვაჟი დაიხვრიტა კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის, ვფიქრობთ ასეთები უნდა ამოვ-ძირკვოთ სკოლებიდან, რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, ვფიქრობთ მათში უნდა შევიტანოთ თუნდაც რამდენიმე ანტირელიგიური საკითხი, ასევე უნდა ამოვიღოთ ხმარე-ბიდან კალენდრები, სადაც ძველი დღესასწაულების ნუსხაა. რაც შეეხება გაზეთ ,,უღმერთოს’’, კავკასიში იგი მინიმუმ სამ ენაზე უნდა გამოდიოდეს, უნდა გაიხსნას ანტირელიგიური სემინარები’’ (სუიცა ფ1547 საქმე 3: 47).

ყრილობის დელეგატთა უმეტესობა, აუცილებლობად თვლიდა ანტირელიგიური საქმიანობისა და აგიტაციის გლეხობასა და ქრისტიანთა შორის განსაკუთრებულად დანერგვას, რადგან ისინი არ ყოფილიყვნენ სოციალიზმისა და კოლექტივიზაციის შემაფერხებელნი. აქ იკვეთება ერთი რამ. ისევე როგორც ანტირელიგიურობა, ასევე კოლექტივიზაცია, რომელიც კულტურული რევოლუციის შემავალი ნაწილია საზოგადოების ყველა ფენისთვის არ იქნებოდა მისაღები, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც რაიმე ქონება მაინც გააჩნდა. ამიტომ გამოაცხადეს კომუნისტებმა კლასთა ბრძოლისადმი დაუნდობლობა და ყველა კლასის განადგურება დაისახეს მიზნად. ეს

Картинки по запросу მებრძოლ უღმერთოთა კავშირისაფრთხე განსაკუთრებით ,,კულაკებს’’ შეეხო, რომლებიც რათქმაუნდა სოფლად ცხოვრობდნენ. დელეგატებმა მოითხოვეს რელიგიასთან, ადმინისტრაციული სასჯელთდაკისრებით ბრძოლის დაწესებაც. 1929 წლის I ყრილობას წესით უნდა აღმოეფხვრა გარკვეული გათიშულობა უჯრედებს შორის და მოეხდინა საქმიანობის ცენტრალიზება ფინანსებისა თუ სხვა ხარჯების ზომიერი გადანაწილების მიზნითაც. ეს პრობლემა რომ იდგა ორგანოს შიგნით აშკარაა. ერთერთი გამომსვლელი გურიიდან ამბობს: ,,მართალია ისიც, რომ ამ უჯრედს არ აქვს გარკვეული ხელმძღვანელობა და თუ რაიმე მუშაობას აწარმოებს ეს უჯრედი გურიაში, ეს მიეწერება თითო-ოროლა ამხანაგების აქტიურობას, რომლებიც ხელმძთვანელობენ ორგანიზაციას თავისი ნებით. წიგნების შესახებ: სახელმძღვანელოებს მე ვიტყოდი რომ წიგნები მოდის. მაგალითად ასე, ჩვენ გამოვიწერეთ 10 მანეთის რაოდენობის წიგნები, მოდის ნახევარი ამ რიცხვისა. მაგრამ უწყებაზე წერია იმდენი ფული, რამდენი წიგნიც იყო მოთხოვნილი. თუმცა წიგ-ნების ნახევარს ვღებულობთ. ე.ი. ჩვენ გვიხდება წიგნებში ორჯერ მეტი ფულის გადახდა, ვიდრე იგი ღირს. რაც შეეხება იმ აზრს, რომელიც გავრცელებულია ოზურგეთში განსაკუთრებით პარტიულ ამხანაგებს შორის, თუთქოს ,,მუკი’’ არაა საჭირო, ეს ჩემი აზრით შეცდომაა. ორი წლის განმავლობაში გურიის სინამდვილეში დადასტურ-და შემდეგი გარემოება, როგორც ეს გამოირკვა კომუნისტური უჯრედის მიერ ისე სათემო მასშტაბით, აღმოჩნდა, რომ თვით კოკავშირელები დადიან ხშირად სარწმუნოებრივ დღესასწაულებზე, მონაწილეობენ ქელეხებში და სხვ. ჩვენ ისინი გვეუბნებუან, რომ არის ესეთი თაობა, რომელსაც ჭამს ძველი დოგმები, და ამიტომ მათ ჩვენ თავისუფლებას ვაძლევთო. ეს არ არის სწორი. სასკოლო მუშაობის შესახებ უნდა აღინიშნოს, რომ მოწაფეს, რომელსაც უხდება სკოლაში ყოფნა რამდენიმე საათის განმავლობაში, აქ უფრო ნაკლებია სკოლის გავლენა მასზე, ვიდრე მაშინ როცა ის სახ-ლშია მშობელთან, ამიტომ გამგეობამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს ამასთან დაკავშირებით დახმარება გაგვიწიოს ლიტერატურის სახით. ოზურგეთის მაზრა უღარიბეს მაზრად ითვლება, ჩვენ ფული არა გვაქვს, ამას გარდა ჩვენ არ ვიცით თუ როგორ უნდა გადავახდევინოთ საწევრო ფული უჯრედის წევრებს, ამაზე არ მოგვსვლია სათანადო მითითებანი. გარდა ამისა სასკოლო მუშაობაში საჭიროა ანტირე-ლიგიური ელემენტი ყოველი საგნის პროგრამაში ჩავრთოთ. საჭიროა მასწავლებელთა რიგების გადასინჯვა, ამ ამხანაგებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ მომავალი თაობა, რომელზეც პარტია და ხელისუფლება ამყარებს, აღზარდონ მათ ძველი ადათებით’’ (სუიცა ფ1547 საქმე 3: 51-52).

დელეგატთა გამოსვლას ტაში თან ახლდა ყოველთვის. უკვე I ყრილობის მსვლელობისას გამოიკვეთა ,,მუკის’’ ხარვეზებთან ერთად სოციალისტ-ბოლშევიკური ახლებური გაგება, რომელიც შენიღ-ბული დემოკრატიითა და კოლექტიური ნებასურვილით, ახალ სახელმწიფოს აშენებდა. რამდენადაც იკვეთება პრობლემები, ჩანს რომ 1929 წლისათვის ორგანიზაციული საკითხების მოუგვარებლობა, მუკის საქართველოს ფილიალს აწუხებდა, მაგრამ მხოლოდ დღის წესრიგში დაყენება პრობლემას ვერ მოაგვარებდა. ორგანიზაციის წევრები აკრიტიკერბდნენ იმდროინდელ პრესას, რომელიც დიდად არ ინტერესდებოდა თუნდაც I ყრილობით და მხოლოდ გაზეთი ,,კომუნისტი’’ აღწერდა გაკვრით მიმდინარე პროცესებს (სუიცა ფ1547 საქმე 3: 55). ასევე არ ექცეოდათ ყურადღება ჩამორჩენილ ერებს, რომლებსაც რელიგიური წარმოდგენები საკმაოდ მყარად ჰქონდათ. მომხსენებელი ქუთაისის მაზრიდან აღნიშნავს: ,,გარდა ამისა, მე უნდა დავადასტურო, რომ ლიტერატურა ანტირელიგიური განსაკუთრებით, ნაციონალურ ენებზე არ არის. როდესაც ჩვენ გვეუბნებიან მუშაობის დაწყების შესახებ, ჩვენ უხერხულობას განვიცდით. არავითარი ფინანსური საშუალება არ მოგვეპოვება და რასაკვირველია უფულოდ რაიმეს დაწყება თუნდაც ჩვენს დარგში, ყოვლად შეუძლებე-ლია (სუიცა ფ1547 საქმე 3: 58).

Похожее изображениеდელეგატების გამოსვლაში ირკვევა რომ მიუხედავად რიგი პრობლემებისა, თბილისის ორგანიზაციის რიგები 1929 წლისათვის ორჯერ გაი-ზარდა, 106 უჯრედი 11 000 წევრს მოიცავდა. ამდენად, ზემოთ აღნიშნული ფაქტი იმის შესახებ, რომ სამამულო ომის დაწყებამდე საქართველოს უღმერთოთა რიცხვი 15000 არ აღემატებოდაო, ნამდვილად უზუსტობაა. როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მუკის წევრები, ორგანიზაციის კომპრომენტირების აცილების გამო გმობდნენ რეაქციულობას, მაგრამ კანონის არცერთი მუხლი მათს თავნებობას რელიგიის დარგში რათქმაუნდა არ დევნიდა. ,,მაგალითად ერთერთმა პირმა გამოიტანა ეკლესიიდან ხატები, ამოიღო რევოლვერი, დაუმიზნა ამ ხატებს და დაუწყო სროლა, და თან ძახილი: აბა თუ ძალა გაქვს გამოიჩინე’’ რასაკვირველია ამისთანა ბრძოლა რელიგიის წინააღმდეგ ყოვლად დაუშვებელია. ხატის დახვრეტით ჩენ ვერაფერს ვერ მივიღებთ’’ (სუიცა ფ1547 საქმე 3: 62). მიუხედავად ამისა, ქვეყანა რომელიც ანტირელიგიური ფრონტის გაშლისას ყველა სფეროს თვით გასართობ საშუალებებსაც კი ამ მიზნითვე იყენებდა, ჟურნალ ,,უღმერთოს’’ ფურცლებზე, თვალსაჩინოების მიზნით, წარმოადგენდა ,,ანტირელიგიური ტირისთვის’’ განკუთვნილ ,,მიზანს’’, რომელზეც მუსულმანთა მოლა, ქრისტიანთა მღვდელი, კათოლიკე პადრე და ებრაელი რაბინი იყვნენ გამოსახულნი (უღმერთო, #18, 1928: 19). ყრილობაზე გამომსვლელთაგან მნიშვნელოვანია ერთერთი დელეგატის მოხსენება, მან დასვა საკითხი, რომ ,,ცეკამ თითოეული პარტიის წევრი უნდა აიძულოს იყოს უღმერთოს წევრი’’ (სუიცა ფ1547 საქმე 3: 63). მათივე დაკვირვებით, ყრილობის დამსწრეთა თითზე საქორწილო ბეჭდის არსებობა, რელიგიურობის მანიშნებელი იყო. ყრილობის დელეგატები საქართველოში მრევლის არსებობას და საკმაო რაოდენობითაც არ უარყოფდნენ, და ამბობენ რომ მათ რიცხვს ბევრად ჩამორჩება ურწმუნოთა რიცხვი და ისინიც, ვინც ურწმუნო კადრებს უნდა ამზადებდნენ (სუიცა ფ1547 3: 63). მართლაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი ანტირელიგიური უნივერსიტეტი სულ რაღაც 1928 წელს თვით მოსკოვში დაარსდა და ამის შემდეგ გაჩნდა აზრი სხვაგანაც დაარსებისა, მათ შორის თბილისში, გასაკვირი არაა კადრების ნაკლებობა ,,მუკის’’ შიგნით. ისევ კომუნისტები სოციალიზმის ქადაგებასთან ერთად, ანტირელიგიურობასაც ითავსებდნენ და ალბათ ამიტომაც თვლიდნენ ზედმეტად ,,მუკის’’ არსებობას. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც 1929 წლის საქართველოს ,,მუკის’’ I ყრილობამ მიიღო, ორგანიზაციული ნაკლოვანი მხარეების აღმოფხვრის მიზნით, წესდე-ბის შემოღება იყო, რომელსაც წევრების უსიტყვო მორჩილება უნდა მოეტანა. გამოცხადებული ,,უღმერთო ხუთწლედი’’ საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკას მოიცავდა. საბჭოთა კავშირის ეკონომიკური მდგომარეობა მთელი რიგი პრობლემების გამო საკმაოდ არასტაბილური იყო. ათეისტურ მუშაობას რუსეთი ანტირელიგიური კომისიის გაუქმებით, მართლაც რომ მებძოლ უღმერთოთა კავშირისათვის კონტროლს უწესებს. ახალი ეკონომიკური პოლიტიკა და ,,კულტურული რევოლუცია’’ ყველა დარგს მოიცავდა, რათა ხალხში კოლექტივიზაციის საკითხის პოპულარულობა მოეტანა.

მაგრამ უბრალო მასას არ ესმოდა კოლექტიური მეურნეობის არსი. ,,მუკის’’ წევრებს კი შესაბამისი ინსტრუქტაჟის შემდეგ, მარტივი წესითა და ხალხთან მუშაობის გამოც-დილებით, შეეძლოთ მისი არსის მასისთვის გაცნობა. ლენინური დაკვეთით ეკლესიიდან ამოღებული ფული ახალი საბჭოთა ტიპის ადამიანის აღზრდას უნდა მოხმარებოდა, რომელთა შორის უამრავი ექიმი, არქიტექტორი, ინჟინერი, აგრონომი და ასობით სხვა პროფესიის წარმომადგენელი იქნებოდა. საბჭოეთის ერთერთი მონაპოვარი, კულტურული რევოლუციის შემადგენელი ნაწილი, უდაოდ არის უმაღლესი საგანმანათლებლო ჰუმანიტარულ, ტექნიკურ თუ ქიმია-ბიოლოგიური უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების და საერთოდ საუნივერსიტეტო ტრადიციის განახლება, აღორძინება. ახალი თაობის აღზრდის საქმეში, ,,მუკი’’ სვამდა პრობლემას და ამბობდა: ,,საქართველოში ბავშვთა შორის მებრძოლი უღვთოობის დანერგვას შემთხვევითი ხასიათი აქვს’’ (საქართველოს #1 1930: 4). უკვე 1930 წლისათვის, მუკის II ყრილობის დროს, მთელი რიგი პრობლემებიდან ისევ ფინანსური პრობლემა და აგიტაციური მუშაობის არაინტენსიურობა იკვეთება. საინტერესოა ყრილობის მიერ მიღებული დადგენილება, რომლის მიხედვითაც ,,მუკის’’ რიგებში შემსვლელთა ასაკის დაბალი ზღვარი 14 წლით განისაზღვრა. სწორედ ამ ასაკიდან შეეძლო მოსწავლე-ახალგაზრდას კომკავშირის რიგებში შესვლა ოქტომბრელისა და პიონერთა რიგების გავლის შემდეგ. ,,მუკის’’ უჯრედების ქსელის ფართოთ გაშლისას, ამ უჯრედების მოწყობა უნდა ითავონ უპირველეს ყოვლისა სკოლების, პიონერ-პოსტებმა და პიონერკოლექტივებმა. სკოლებში ‘’მუკის’’ უჯრედების მოწყობის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რომ უჯრედში იღებდნენ ისეთ ბავშვებს, რომლებიც უღმერთოებად თვლიან თავს და სურ-ვილი აქვთ აქტიურად იმუშაონ უჯრედში. სოციალისტური შეჯიბრი მუკის სასკოლო უჯრედების და ნორჩ უღმერთოთა ჯგუფებს შორის ფართოდ უნდა ოყოს გამოყენებული. ამან უნდა უზრუნველჰყოს საუკეთესო შედეგები, განამტკიცოს ინტერნაციუნალური შედუღება ბავშვთა წრეებში, აქტიური ბრძოლის დროშის ქვეშ აწარმოოს ომი ყველა ჯურის მორწმუნესთან, კლასიკური სიფრთხილით შეურიგებელი ბრძოლა გაუწიოს ყოველ უცხო გავლენას და შექმნას უღმერთოთა ახალი კადრები’’ (საქართველოს #1 1930:8-9). თავად პიონერი, საბჭოთა კავშირში ისევ ლენინისეული დადგენილებით 1922 წელს დადგინდა მოსწავლეთათვის. ეს იყო გარდამავალი პერიოდი კომკავშირის რიგებამდე, რომლის შემდგომ, აუცილებელი კომუნისტური მანდატის მოპოვება ხდებოდა შესაძლებელი. თუ ვერ იქნებოდა მოსწავლე კარგი პიონერი, შესაბა-მისად ვერ გახდებოდა კომკავშირელი და შემდეგ კომუნისტი, მისთვის ყველა კარი იკეტებოდა. 1930 წლის ზაფხულში ჩატარებული მეორე ყრილობის მიღწევებს შორის, ჟურნალი ,,საქართველოს უღმერთო წერს: ,,1 ივნისს, უღმერთოთა კავშირის I ყრილობის მომენტში, 19 000 წევრი გვყავდა, ამჟამად მუკს ჰყავს 68 000 წევრი და 19 000 წევრი ნორჩი უღმერთო, რაც ერთი წლის განმავლობაში ორგანიზაციის 200%-ით გაზრდას ნიშნავს (სუიცა ფ1547 საქმე 3: 1). ,,მუკის’’ ცენტრალური საბჭოს მიერ ამჟა-მად დადგა საკითხი გამოარკვიოს, სრული და სწორი აღრიცხვა წევრებისა, სადაც ნაჩვენები იქნება წევრების სოციალურ-ნაციონალური მდგომარეობა, სქესი და პარტიულობა. შემდეგი ამოცანაა ანტირელიგიური კადრების მომზადება, მესამე ამოცანაა უღმერთო ბეჭდვითი სიტყვის გავრცელება ,,მუკის’’ წევრების მასებში შემდეგი ლოზუნგით: ,,მუკის’’ არცერთი წევრი არ უნდა დარჩეს ისე, რომ ჟურნალ ,,საქართველოს უღმერთოს’’ არ იწერდეს..’’ (საქართველოს #2-3 1930: 2),

საქართველოს ,,მუკის’’ ფინანსური მდგომარეობა ამ დროისათვის კვლავ არადამაკმაყოფილებელია, რაც ქვეყნის შიგნით არსებულ სოციალურ კრიზისს ასახავს. თუმცა რელიგიური ბრძოლა ქვეყნის შიგნით კლასობრივ ბრძოლაზე არანაკლები სიცხარით მიმდინარეობდა და შესაძლოა ,,მუკი’’ ფინანსური პრობლემებით ამ მხრივ წარუმატებლობის შენიღბვას ცდილობს. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის ,,მუკი’’ ამ მხრივ კრიზისს ნამდვილად არ განიცდიდა. უღმერთოთა კავშირი ისევ საჯაროობისა და დემოკრატიულობის პრინციპიდან გამომდინარე კრებდა საწევროებს, როგორც ჩანს, მასიური გაწევრიანების მიღმა, ორგანიზაციას იდეოლოგიური ბიძგი ესაჭიროებოდა და მოვალეობას თავის წევ-რებს სხვადასხვა ხერხით აკისრებდა. ჟურნალი ,,მებრძოლი უღმერთო’’ მოწოდებით მიმართავს თავის წევრებს: ,,საქართველოში არ უნდა დარჩეს არცერთი მშრომელი წყალქვეშა ნავის, ,,მებრძოლი უღმერთოს’’ ასაგებ ფონდში თავისი წვლილის გაუღებლად’’ (მებრძოლი #1, 1930: 1). იგივე თემის ირგვლივ, იმავე საგაზეთო პუბლიკაციიდან ირკვევა: ,,წყალქვეშა ნავის ,,მებრძოლ-უღმერთოს’’ სახსრების შემგროვებელი სრულიად საკავშირო ცენტრალურ შტაბის თავმჯდომარეს, ამხანაგ ოლეშჩუკს, ქვემოთ მოყვანილი ტელეგრამა, რომლიდანაც ჩანს რომ, მთელს საბჭოეთში სახსრების მოპოვების მუშაობაში, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა. ,,საქართველოს უღმერთოებმა აჩვენეს, თუ როგორი ტემპით უნდა იმუშაონ უღმერთოებ-მა, რათა უფლება მოიპოვონ ატარონ მებრძოლების სახელწოდება და თუ როგორ უნდა განგვიმტკიცონ ჩვენი სოციალისტური ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა (მებრძოლი #1, 1930: 11). კომუნისტური წყობილების მიერ დასახული ეგრეთწოდებული ხუთწლედები, ხანდახან ოთხწლედში დასრულებას ისახავდა მიზნად. ,,დავაჩქაროთ უკლასო საზოგადოების აგება, ამ ამოცანას სჭრის ხუთწლედის 4 წელში დასრულება და მეორე ხუთწლიანი გაგმის გამომუშავება განხორციელება’’ (მებრძოლი #3, 1932: 1). ანტისააღდ-გომო კამპანიის თეზისებში (სუიცა ფ1547 საქმე 165: 1) გადაწყვეტილებების თანახმად ,,მუკის ორგანიზაციები ანტირელიგიური კამპანიის ჩატარების დროს მომსახურეობდნენ უმთავრესად უღმერთოებს იმ დროს, როდესაც მათ მთავარი ყურადღება უნდა მიექციათ მორწმუნეებისათვის, კერძოდ განსაკუთრებით ახალმუშებისათვის, კოლმეურნეობისათ-ვის და ქალებისათვის. ქალთა შორის ჩატარებულ უნდა იქნას სპეციალური მასიური მუშაობა საუბრების, მხატვრული და საოჯახო საღამოების და სხვა მოწყობის სახით. ანტისაშობაო კამპანია უნდა ჩატარდეს ორგანიზაციულად, სოციალისტური შეჯიბრის გაშლის ადგილებზე კამპანიის მსვლელობის რაც შეიძლება ხშირად შემოწმების ნიშნის ქვეშ. უჯრედებმა ყურადღება უნდა მიაქციონ დღესასწაულებში და მათ შემდგომ დღეებში, დამკვრელ ბრიგადების და დამკვრელი კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობების, რადიო-დადგმების, ქოხ-სამკითხველოების მოწყობას.Aახალი წევ-რების სკოლაში 100%-იან დასწრებას, როგორც სკოლაში, ისე სახლში, სააღდგომო მზადება-მოწყობაზე უარის თქმას’’ (ჯავახიშვილი 1984: 2).

უღმერთოები მიმოიხილავდნენ ქრისტიანულ და სხვა მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულებს, რის შედეგადაც მაგალითად აღდგომაზე წერენ: ,,აღდგომა, რომელიც გარდამავალი დღესას-წაულია და იგი დღენიადაგ ხეტიალობს’’ (მებრძოლი #4, 1932: 3) და აღინიშნება მარხვით, აღსარებითა და ზიარებით, თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ იესო ქრისტეს დედამიწაზე არასოდეს უცხოვრია და მაშასადამე მას არ შეეძლო მომკვდარიყო და გაცოცხლებულიყო. რადგან იესო ქრისტე არ ყოფილა მაშასადამე არ ყოფილა მისი შესვლაც იერუსალიმში, ე.ი. ბზობის დღესასწაულიც ავტომატურად უქმდება.’’ თეზისების მიხედვით ყველა დროისა და ერის ისტორიის ზნეობრივი კრიტე-რიუმების ამოსავალი წერტილი, უძველესი ათი მცნება, ანუ სულიერი კოდექსი, ქილიკისა და დაცინვის საგანია. ერთერთ ,,ანტისაშობაო მასალებში’’ რომელსაც ,,მუკი’’ გამოსცემდა, გარდა იმისა რომ გაყალბებულია ბიბლიური თარიღები, ქრისტიანული მო-ძღვრება საერთოდ ანტიმეცნიერულ და საშიშ წარმონაქმნადაა მიჩნეული. ,,არ შეიძლება იყოს ისეთი რელიგია, რომელიც არ აფერხებდეს მეცნიერულ წარმოდგენათა განვითარებასა და მშრომელთა განათლებას’’ (ქრისტიანობა 1936: 69). იქვე: ,,ეს იყო პირ-ველ ყოვლისა მონების რელიგია, ქრისტეანობა კერძო საკუთრების წინააღმდაგ არ ამხედრებულა, პირიქით, იგი ადასტურებდა და მხარს უჭერდა მას. იესოს მოძღვრებაც სავსეა წინააღმდეგობებით, და არეულია, ერთის მხრივ იესო დახატულია როგორც ბოროტების არამოწინააღმდეგე, როგორც უდიდესი შემთანხმებელი, მეორეს მხრივ, იგი ბრძოლას ქადაგებს. ,,მათესაგან სახარებაში იესო ამბობს: ,,ნეტარ არიან მშვიდობოს მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ’’ (V. 9). ,,არა წინააღუდგე ბოროტებას’’ (V. 31) და იქვე უმატებს: ,,მოვედ არა მოფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა’’ (X. 34). ამ წინააღმდეგობა შეუსაბამობათა და შეცდომათა გამო, ცხადია სახარებას ვერ მივიჩნევთ ისეთ დოკუმენტად, რომლის მიხედვით, შეგვეძლო გვეთქვა, რომ ქრისტე ნამდვილად არსებობდა’’ (ქრისტიანობა 1936: 103-104). კონტექსტიდან ამოგ-ლეჯილი, სახარების სულიერი შემეცნების ნამდვილი გამომჟღავნების მაჩვენებელი ასეთი დასკვნა ბევრს ვერაფერს მეტყველებს, მაგრამ ნაკლებად გათვითცნობიერებული და რეალურად წერაკითხვის უცოდინარი დაბალი ფენა, იოლად ექცეოდა გავლენის ქვეშ.

მებრძოლ უღმერთოთა კავშირის მუშაობა მთლიანად იყო დამოკიდებული იმ პოლიტეკონომიკურ პროცესებზე, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა. რაც მთავარია 20-30-იან წლებში, ორგანიზაციაში ჩართულთა რაოდენობა, მაინც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქვეყანაში პარალელურ რეჟიმში ,,კულტურული რევოლუციის შემადგენილი ნაწილი, სოციალისტური განვითარებისათვის აუცილებელი და იდეურად ყოველგვარი კერძო საკუთრების საწინააღმდეგო ეკონომიკური პროგრამა, კოლექტივიზაცია, განხორციელებულიყო.

 

 

 

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.