აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში კრიტიკული სავაჭრო მოლაპარაკებები დაასრულეს.
ჩინური მაუწყებლის, CCTV ცნობით, ორი ლიდერის შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს, ერთ საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.
დონალდ ტრამპი შეხვედრის შემდეგ გიმჰაეს საერთაშორისო აეროპორტში გაემართა. მან სამხრეთ კორეაში ვიზიტი დაასრულა და აშშ-ში მიემგზავრება. აშშ-ის პრეზიდენტს, ჯერერობით, ჟურნალისტებთან არ უსაუბრია და შეხვედრის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
სი ძინპინი კი ქალაქ კიონჯუში გაემგზავრა, სადაც ხვალ დაგეგმილ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება. შეხვედრის შესახებ კომენტარი, ჯერჯერობით, არ მას გაუკეთებია.
fix your website noobs >:)
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე და მის მიმდებარედ, 2 კმ-ის რადიუსში, არსებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაღალი კონცენტრაციის ადგილების (ე.წ. შავი წერილების) აღმოფხვრისა და გაუმჯობესების მიზნით, გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 27 მონაკვეთზე განხორციელდება საგზაო მოძრაობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მათ შორის: ლითონის მრუდხაზოვანი ძელების მონტაჟი; წრიული მოძრაობებისა და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა; ამაღლებული ქვეითთა გადასასვლელებისა და ტროტუარების მოწყობა; საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის განახლება და სხვა სამუშაოები.
„სამუშაოები ჩატარდება საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის (GTC) - საქართველოს საგზაო უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში.
სამუშაოები ჩატარება დაგეგმილია 2026 წელს.
პროექტის მიზანია, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობისა და სიმძიმის შემცირება და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.
პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).
გრანტის საერთო მოცულობა შეადგენს 16 მილიონ ევროს, საიდანაც ნაწილი მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.
დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ 2025 წლის 3 დეკემბრის 15:00 საათამდე, შემდეგ ბმულზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.