USD 2.7020
EUR 3.1400
RUB 3.4797
თბილისი
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მალე მიიღებს ზომებს ვენესუელელი ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ხმელეთზე
თარიღი:  199

აშშ ძალიან მალე დაიწყებს ზომების მიღებას ხმელეთზე ვენესუელელი ნარკოდილერების შესაჩერებლად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ალბათ შეამჩნიეთ, რომ ხალხს არ სურს ზღვით ტვირთის მიწოდება და ჩვენ მათი ხმელეთით შეჩერებასაც დავიწყებთ. ხმელეთით უფრო ადვილია, მაგრამ ეს ძალიან მალე დაიწყება“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ვენესუელასთან დაკავშირებულ ვარიანტებს განიხილავს რათა აშშ-ში ნარკოტიკების უკანონო შეტანას ებრძოლოს.

აშშ-ის ჯარებმა სექტემბრიდან კარიბის ზღვის აუზსა და წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდავ ნავებზე მინიმუმ 21 თავდასხმა განახორციელეს, რასაც 83 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ნიკოლას მადუროს ვენესუელას დასატოვებლად დრო მისცა

შშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპთან ვენესუელას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გასულ თვეში გამართული სატელეფონო საუბრის დროს გადადგომის და ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვებისთვის ვადა გასული კვირის პარასკევამდე მისცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ 21 ნოემბრის საუბარს წინ უძღოდა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე ზეწოლის გაზრდა თვეების განმავლობაში, მათ შორის კარიბის ზღვის აუზში ნარკოტიკების კონტრაბანდაში სავარაუდოდ ჩართულ გემებზე დარტყმები, ტრამპის მუქარა ხმელეთზე სამხედრო ოპერაციების გაფართოების შესახებ და Cartel de los Soles-ის, ჯგუფის, რომლის წევრიც ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, მადუროა, უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება.

Reuters-ის წყაროების ცნობით, სატელეფონო საუბრისას მადურომ ტრამპს განუცხადა, რომ მზად იყო დაეტოვებინა ვენესუელა იმ პირობით, რომ მას და მის ოჯახის წევრებს სრული სამართლებრივი ამნისტია ექნებოდათ, მათ შორის აშშ-ის ყველა სანქციის მოხსნა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მისი საქმის შეწყვეტა.

მან ასევე მოითხოვა სანქციების მოხსნა 100-ზე მეტი ვენესუელელი ჩინოვნიკისთვის, რომელთაგან ბევრს აშშ ადამიანის უფლებების დარღვევაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში ან კორუფციაში ადანაშაულებს,

მადურომ ასევე ითხოვა, რომ ახალი არჩევნების ჩატარებამდე დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესი ყოფილიყო.

სატელეფონო საუბარის დრომ ტრამპმა მისი მოთხოვნების უმეტესობა უარყო, თუმცა მადუროს უთხრა, რომ მას ერთი კვირა ჰქონდა ოჯახის წევრებთან ერთად ვენესუელას დასატოვებლად.

წყაროების ცნობით, უსაფრთხო გასვლის ვადა პარასკევს ამოიწურა, რის გამოც ტრამპმა შაბათს ვენესუელას საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ განაცხადა.

მადურო და მისი მთავრობა აშშ-ის ადმინისტრაციის ყველა ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს ვენესუელაში რეჟიმის შეცვლა სურს, რათა ქვეყნის უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები, მათ შორის ნავთობი, გააკონტროლოს.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის