USD 2.6699
EUR 2.8450
RUB 2.8530
თბილისი
დღეს ლადო გუდიაშვილის დაბადების დღეა
თარიღი:  2887

ლადო გუდიაშვილი დაიბადა 1896 წლის 18 მარტს თბილისში. გუდიაშვილების გვარი წარმოშობით მთიულეთიდანაა. მშობლები მთიელები იყვნენ. მამადავით გუდიაშვილი დუშეთიდან იყო, დედაელისაბედიფასანაურიდან. დავითს ელისაბედი ცხენით მოუტაცებია. ერთხანს, დუშეთში უცხოვრიათ, შემდეგ კი თბილისში გადმოსულან საცხოვრებლად და ბინაც ძველ უბანში, ჩუღურეთის მახლობლად, რიყის ქუჩაზე დაუდვიათ.

ლადო გუდიაშვილის მშობლები - ელისაბედ ითონიშვილი და დავით გუდიაშვილი

დავითის ოჯახი არ მონაწილეობდა ჩუღურეთის მოჰემურ ცხოვრებაში. ისინი განცალკევებით ცხოვრობდნენ და მთელ თავისუფალ დროს, ორი ვაჟისვახტანგისა და ლადოს აღზრდას ანდომებდნენ. ოჯახში იღებდნენ ჟურნალ-გაზეთებს, ქონდათ მუსიკალური ინსტრუმენტები, მართავდნენ საოჯახო კონცერტებს, ბავშობის წლების გახენება ლადო გუდიაშვილს დადებით ემოციებს ჰგვრიდა.

,,ჩემმა ბავშოვობამ, – იგონებდა მხატვარი, – ძველი თბილისის უბანში გაიარა. ეს იყო ძალზე ღარიბული, მაგრამ უაღრესად თავისებური, უაღრესად კოლორიტული უბანი”.

ლადო გუდიაშვილი (მარცხნიდან მარჯვნივ) ძმასთან, ვახტანგ გუდიაშვილთან ერთად მხატვრობისადმი ინტერესს ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა. წიგნებიდან იხატავდა მწერლებისა და ისტორიული გმირების სურათებს. ხატავდა ყველგან და ყოველთვის, სადაც კი ამის დრო და შესაძლებლობა ჰქონდა: ქვაფენილზე, ფიცარზე, ქაღალდზე, კედელზე, ღობეებზედაც კი

მიუხედავად ასეთი ინტერესისა, ელისაბედმა შვილის მუსიკოსად აღზრდა განიზრახა და კერძო მასწავლებელიც გამოუძებნა. მთელი წელიწადი სწავლობდა ლადო ვიოლინოზე დაკვრას, ჩასწვდა მუსიკის საიდუმლოებას, მაგრამ როგორც კი ვიოლინოზე დაკვრას დაიწყებდა, გულის არეში საშინელ სპაზმებს გრძნობდა.

,,კარის ექიმმაც არ დააყოვნა და ,,განაჩენიგამოუტანავიოლინო სამუდამოდ განიდევნა ლადოს ოთახიდან.

იმ პერიოდში გუდიაშვილების მეზობლად გერმანელი მხატვარი, ზომერი ცხოვრობდა. ის ხშირად დადიოდა დავითის ოჯახში.

მასპინძელს გაესაუბრებოდა, ჭიქა ღვინოს გადაჰკრავდა და გამხიარულებული ბრუნდებოდა საკუთარ ბინაში. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ელისაბედმა გერმანელ მხატვარს ლადოს ჩანახატები დაუწყო წინ. ზომერმა გამოცდილი თვალი შეავლო ნახატებს, ნორჩი მხატვრის ნამუშევრებში ინდივიდუალური ხელწერა და სიახლისადმი ლტოლვა აღმოაჩინა და აღფრთოვანებულმა, პათეტიკური ტონით წამოიძახა: – ,,ამ ბიჭუნასგან ნამდვილი მხატვარი, დიდი მხატვარი დადგება!” ზომერის ,,ვერდიქტიოჯახმა ურყევ ჭეშმარიტებად აღიქვა.

1910 წლის აგვისტოში ლადო ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში მიაბარეს, რომელიც თბილისში დაარსა ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელმა კავკასიის საზოგადოებამ. ლადო გუდიაშვილი თავისმოგონებების წიგნშიწერდა: „სამხატვრო სასწავლებლის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, გელათში ექსკურსიაზე რომ წაგვიყვანეს: როცა ტაძარში შევედი, საოცარი განცდა დამეუფლა: ფანტასტიკური სანახავი იყო, მზე სარკმლიდან რომ ჭვრეტდა ღვთისმშობლის მოზაიკას. ეს მზის სხივი ისე საოცრად ანათებდა მას, რომ ცრემლის გორგალი ძლივს გადავყლაპე.“ გელათის ტაძარში განცდილი ემოცია წუთიერი აფექტი არ ყოფილა, ლადო გულმოდგინედ შეუდგა ძველი ტაძრების არქიტექტურისა და ფრესკული ხელოვნების შესწავლას. მცხეთაში რომ ევლო, ველოსიპედი იყიდა და ყოველ დღე ოცდაერთ კილომეტრს გადიოდა. ერთხელ ქარმა გზიდანაც გადააგდო და ხელი იტკინა.

1914 წელს ლადომ დაამთავრა ფერწერისა და ქანდაკების სკოლა პირველი ხარისხის დიპლომით. მას მიანიჭეს მხატვარ-პედაგოგის წოდება და იმავე წელს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა ხატვის მასწავლებლად (1914-1919).

მარცხნიდან მარჯვნივ ლ. გუდიაშვილი, დ. კაკაბაძე, ე. ახვლედიანი. პარიზი პედაგოგობის პარალელურად ლადო დიდი გატაცებით შეუდგა შემოქმედებით მუშაობას. პირველი ნახატები 1914 წელს დაიბეჭდა ჟურნალთეატრსა და ცხოვრებაში“. 1915 წელს მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. 1916 წელს სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსაქართველ ხელოვანთა საზოგადოებადა ძველი ქართული ხელოვნების ნიმუშების აღწერას, შეგროვებასა და ფრესკების ასლების გაკეთებას მიჰყვეს ხელი. იმავე წელს შეხვდა გუდიაშვილი ნიკო ფიროსმანს და საზოგადოებისგან გაგზავნილი დახმარება გადასცა.

გარკვეული პერიოდი გუდიაშვილი ეკუთვნოდა ქართველ პოეტთა ჯგუფსცისფერყანწელებს” (1914-1918), რომელთა მიზანი ქართული ეროვნული ხასიათის ევროპული და კერძოდ ფრანგული სიმბოლიზმის შემოქმედებით სტრუქტურასთან ორგანული შერწყმა იყო.

ერთხელ ცისფერყანწელებს ლადო გუდიაშვილისთვის უთხოვიათ, ჩვენი ჟურნალისთვის რაიმე დაგვიხატეო. ლადოს ნიამორები დაუხატავს და მიუტანია. მხატვარს ჟურნალის რედაქტორისთვის, ვალერიან გაფრინდაშვილისთვის, უთქვამს, ნიამორებს უყვართ სივრცე და ნავარდი, სწორედ ამიტომ ავირჩიე თქვენი ჟურნალის სიმბოლოდ ისინი და ძალიან გთხოვთ, თქვენს ჟურნალსაცმეოცნებე ნიამორებიდაარქვითო. ასე გახდა ჟურნალის ნათლია ლადო გუდიაშვილი. ცისფერყანწელები კი სამუდამოდ დარჩნენ მეოცნებე, სივრცეში მონავარდე ადამიანებად.

1917-19 წლებში ლადო გუდიაშვილმა შექმნა თბილისისადმი მიძღვნილი ციკლი, რომლის მთავარი პერსონაჟები კინტოები და ყარაჩოხელები არიან: “სტეპკოს დუქანი”, “ქრისტინე”, “კინტოების ქეიფი ქალთან”. 1917 წელს თბილისში მოხატა ძველი კაფეფანტასტიკური დუქანი”. 1919 წელს ხუთ მხატვართან ერთად მონაწილეობდაცისფერყანწელთასაყვარელი კაფექიმერიონისმოხატვაში.

ამავე წლებში ლადო გუდიაშვილმა მონაწილეობა მიიღოქართველ ხელოვანთა საზოგადოებისსამ უმნიშვნელოვანეს ექსპედიციაში: 1916 წელს ნაბახტევის ეკლესიის XV საუკუნის ფრესკების გადმოსახატად მოწყობილ ექსპედიციაში, ამის შემდეგ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესასწავლ ექსპედიციაში, 1917 წელს კი სამხრეთ საქართველოში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლებისოშკის, ხახულის, იშხნის, არხლის, ოთხთა ეკლესიის შემსწავლელ ექსპედიციაში, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ექსპედიციებში ლადო გუდიაშვილი ეცნობოდა ქართულ ძეგლებს, იღებდა ფრესკების პირებს. „ამ ფრესკებმა საკუთარი თავი მაპოვნინეს.“ – იგონებდა მხატვარი. „ლადო ფრესკებისათვის იყო დაბადებული, ფრესკა იყო მისი სამყარო, რომლის გახსენებაზე ჟრუანტელი უვლიდა ტანში, წონასწორობასაც კი ჰკარგავდა.“ – მოგვიანებით წერდა მხატვრის მეუღლე ნინო გუდიაშვილი.

ლ. გუდიაშვილი (მარცხენა ქვედა კუთხეში), ა. ბრეტონი, ფ. სუპო, ლ. არაგონი. ლ. გუდიაშვილის სახელოსნოში. პარიზი

ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ, 1919 წელს თბილისში, დიდების ტაძარში (ახლანდელი სურათების გალერეა) მოეწყო გამოფენა, საუკეთესო მხატვრების გამოსავლენად, რათა ისინი დაოსტატების მიზნით გაეგზავნათ პარიზში. გამოფენაზე ლადოს 78 ნახატი და სურათი გამოიფინა. წარმოდგენილი იყო ძველი თბილისის ბოჰემური ყოფის ამსახველი სურათები და საქართველოს წარსულით შთაგონებილი ლეგენდები და სიუჟეტები: “თბილისის აღმოჩენა”, “ქალი მზეთამზე”, “თევზი ცოცხალი”, “ხაში”, “ძმა-ბიჭების ქეიფი”.

გადაწყდა საზღვარგარეთ გაეგზავნათ დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი. 1919 წელს ნახევრად სამგზავრო და ნახევრად სატვირთო იტალიური გემითფრანს ჟოზეფლადო გუდიაშვილი დავით კაკაბაძესთან ერთად საფრანგეთს გაემგზავრა, სადაც 1926 წლამდე დაჰყო. მათ თვე-ნახევარი დაჰყვეს ერთად რომში, სადაც მოინახულეს სახელგანთქმული მუზეუმები. რომიდან პარიზში მატარებლით გაემგზავრნენ. ყოველ გაჩერებაზე ჩადიოდნენ სადგურში, ათვალიერებდნენ ბუნებას. ლადო ღამითაც არ ღალატობდა ამ ჩვევას. მაგრამ ერთ-ერთი ასეთი ჩასვლა კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდავაგზლის მოედნის დათვალიერებით გატაცებული ლადოს თვალწინ ვაგონებმა გაირბინამან ძლივს მოასწრო ბოლო ვაგონის საფეხურზე შეხტომა, მაგრამვაგონის კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ბევრი აბრახუნა, მაგრამ ამაოდ. მომავალ სადგურამდე კიბეზე მგზავრობა მოუხდა. ცივი ღამე იყო, ორთქმავლის ჭვარტლი სახესა და ხელებზე სქელ ფენად ედებოდა ლადოსგამურული დაბრუნდა კუპეში. შეშინებულმა დავითმა ძლივს იცნო მეგობარი

 იმ წლებში პარიზში ქართველ მხატვართა მცირე კოლონია შეიქმნა. ლადოს და დავით კაკაბაძის გარდა პარიზში იმყოფებოდნენ შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი. სულ ადრე გარდაცვლილი შალვა ქიქოძის გამოკლებით, ყველანი დაურუნდნენ სამშობლოს და ყველამ თვალსაჩინო ადგილი დაიმკვიდრეს ახალი ქართული ხელოვნების განვითარებაში.

ლადო პარიზში სწავლობდა რონსონის .. “თავისუფალ აკადემიაში”, დადიოდა პარიზის სამხატვრო აკადემიაშიც (კორმონის სახელოსნო). მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, რომში, ვენეციაში, ინდოეთში, ბრიუსელში, ამსტერდამში. ლადო პარიზში განთქმულილა რუშისმწერალთა კოლონიის ხშირი სტუმარი გახლდათ. აქ ის ხვდება ზულოაგას, ამედეო მოდილიანის, ნატალია გონჩაროვას და მიხაილ ლარიონოვს.

პარიზში ყოფნისას მონაწილეობდა პარიზულ სანახაობებში. ერთხელ მან საკარნავალო კოსტიუმი შეიკერა. თმა გადაიპარსა, თავზე თბილისიდან წამოღებული წითელი ბაღდადი მოიხვია, განიერფარფლებიანი ქუდი დაიხურა და კოვბოების საზეიმო მსვლელობას შეუერთდა..

ზეიმის შემდეგ, კაფეროტონდაშიშეიარა ყავის დასალევად. კაფეში მეგობარ მწერლებს შეხვდა, საუბარი გააბეს. გაცხარებულ საუბარში გართულს არც კი უგრძვნია, ხელზე ბორკილები როგორ დაადეს..ლ. გუდიაშვილი (პირველ რიგში, მარჯვნიდან მეორე) და ფ. ლეჟე (დგას მარცხნიდან პირველი).მეჯლისი მონპარნასზე. პარიზი. 1923

მეგობრებმა საქმის ვითარება იკითხეს.

ამერიკელი პოლიციელი ვარ, დიდი ხანია, ამ ყაჩაღს დავეძებ და ძლივს ვიპოვეთქვა უცნობმა, თან ჯიბიდან ლადოს ორეულის სურათი ამოიღო. საქმეში ჩაერივნენ ამერიკელი მხატვრები. რომლებმაც დიდი გაჭირვებიც დაარწმუნეს თანამემამულე,

რომ მის წინ ყაჩაღი კი არა, ქართველი მხატვარი იდგა.

1920 წელს, “საშემოდგომო სალონშიმოეწყო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა. გამოფენამ წარმატებით ჩაიარაორი სურათი გამოფენის პირველსავე დღეებში გაიყიდა, ერთ-ერთი მათგანიკინტოების ქეიფი” – ცნობილმა ესპანელმა მხატვარმა იგნასიო სულოაგამ შეიძინა.

გამოფენის მდივანმა ლადოს სთხოვა სურათი შეეფასებინა. სიხარულისაგან მხატვარმა ცრემლებისბურთიძლივს გადაყლაპა და აკანკალებული ხმით მდივანს უთხრა:

– ,,მუსიე, რას ბრძანებთ? მაესტრომ ჩემი სურათი მოიწონა და რომელ ფასზეა ლაპარაკი?, ყველა საჩუქრად მომირთმევია, თუკი ჩემი სურათები მას სიამოვნებას ანიჭებს

მეორე დღეს, ესპანელი მხატვარი თავად ეწვია ლადოს სახელოსნოში, კარგა ხანს ათვალიერა სურათები, რამდენიმე აარჩია.

ამ ნახატებს თუ შეელევითო? – ჰკითხა.

როდესაც მხატვრისგან თანხმობა მიიღო, გაიღიმა და ჯიბიდან ფრანკების ორი დასტა ამოიღო და თქვა: ,,მარტოოდენ კარგი სიტყვებით რომ შეიძლებოდეს ცხოვრება, რაღა მიჭირდა, მე ბევრი რამ გამომიცდია და ყველაფრის ფასი ვიცი. თქვენ ახლა ფული გჭირდებათ, აიღეთ და უკეთესი სურათები დახატეთ

1922 წელს ლადო გუდიაშვილმა პარიზისლა ლიკორნისგალერეაში პერსონალური გამოფენა მოაწყო, რომელზეც პარიზის ერთ-ერთი გაზეთი წერდა: “პარიზში ეს ყმაწვილი კაცი ავლენს სასწაულებრივ მისწრაფებასდარჩეს ქართველად, თავისი მთების ხელოვნების ერთგულად”.

1925 წელს კი მხატვრის მეორე გამოფენა მოეწყო, ამჯერადბიიესგალერეაში, რომელსაც ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად. გამოფენის კატალოგის წინასიტყვაობაში ცნობილი ფრანგი ხელოვნებათმცოდნე ანდრე სალმონი წერდა: “ლადო გუდიაშვილი თავის მოწოდებად რაცხს, უწინარეს ყოვლისა, იყოს მხატვარი. არადა, მოგეხსენებათ, რას ნიშნავს მხატვრობა დელაკრუას, კურბეს, სეზანის, სიორას შემდეგ. ამასთანავე, იგი საკუთარი ნატურის იდუმალებისა და თავისი რასისმიერი ინსტიქტების წყალობით შესანიშნავად ახერხებს დარჩეს პოეტად, რისთვისაც იგი მუდამ ეყვარებათ. მე მას ვერავის შევადარებიქნებ ლადო გუდიაშვილი მამამთავარია ხელოვნებისა, რომელიც ახალგაზრდა, უწინ ჩაგრულმა ერმა, ხვალ უნდა შექმნას? მე მჯერა, რომ ჩემს თბილისელ ჭაბუკ მეგობარს ბრწყინვალე მომავალი აქვს”.

1925 წელს საფრანგეთში გამოიცა მორის რეინალის მონოგრაფიალადო გუდიაშვილი”. მორის რეინალი წერდა: “ლადო გუდიაშვილის ექსპოზიცია ჩვენთვის იყო აღმოჩენა, რომელმაც უაღრესად თავისებური მხატვარი წარმოგვიდგინა. იგი აზროვნებს ისევე რთულად, ან, შესაძლოა, ისევე სადად, როგორც ადამიანები მისი ქვეყნისა, რომელსაც უძველესი ცივილიზაცია აქვს. პარიზული გემოვნების მაცდუნებელ მრავალფეროვნებაშიც, სრულად შეინარჩუნა ეროვნული თავისებურებანი, დარჩა ქართველად მას შემდეგაც, რაც მსოფლიოს გამოჩენილ მხატვართა გამომსახველობით ხერხებს ეზიარა.” ლადოს წარმატება დღითიდღე იზრდებოდა. მისი ნამუშევრები შეიძინეს მადრიდისპრადოსმუზეუმმა, პარიზის გალერეებმა, ევროპელმა და ამერიკელმა კერძო კოლექციონერებმა.

მიუხედავად დიდი წარმატებებისა ლადოს არ ასვენებდა სამშობლოზე ფიქრი. მშობლიური მიწის ყივილი ძლიერი იყო.

საქართველოსკენ, რაც შეიძლება მალე!” – აი, ერთადერთი ფიქრი, რომელიც სამშობლოს მოსწყვეტილ მხატვარს ასულდგმულებდა. ლადომ სამშობლოში დასაბრუნებლად თადარიგი ადრიანად დაიჭირა, ბარგი მოამზადა და მარსელში გააგზავნა, ბილეთიც წინასწარ შეუკვეთა, წამოსვლის წინ, პარიზში ნაცნობ-მეგობრებს აცრემლებული გამოემშვიდობა.

სახელოსნოში დაბრუნებულს, კართან ნაცნობი მამაკაცი დახვდაპარიზული გალერეის მეპატრონე როზენბერგი. ის ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერი მხატვრებისგან ჩალის ფასად ყიდულობდა სურათებს, ჯერ საკუთარ გალერიაში გამოფენდა და შემდეგმამასისხლად ყიდდა

ლადოს სტუმრად მოსული როზენბერგი არწმუნებდა: ,,თქვენ მიდიხართ სწორედ იმ დროს როცა იწყება თქვენი აღიარება, თუ არ გადაიფიქრებთ, იცოდეთ, ეს იქნება დიდი შეცდომა.. თუ გინდათ ამაღლდეთ დარჩით”.

ამ შეხვედრას ლადო მოგვიანებით ასე იხსენებდა: ,,მე ავღელდი. ამ სიტყვებს მეუბნებოდა კაცი, რომელმაც თავის დროზე მეცენატობა გაუწია პიკასოს, დერენს, მატისს, მან გაუხსნა გზა ბევრ მხატვარს”.

1926 წელს ლადო ფრანგული გემით დაბრუნდა საქართველოში. ,,მახსოვს, – იგონებს ლადო, – როგორი სიხარული ვიგრძენი, როცა საქართველოს სანაპირო დავინახე. მზით განათებული შემომხვდა აჭარის მწვანე მთები.. ხუთი წლის წინ მასთან განშორების სევდა და ტკივილი ახლა ისეთი სიხარულით მეცვლებოდა რომ სუნთქვა შემეკრა.. ალბათ ამ ქვეყნად არ არსებობს უფრო დიდი ბედნიერება ვიდრე სამშობლოში დაბრუნება. წარმოუდგენელი განცდა დამეუფლა როცა მშობლიურ მიწაზე დავდგი ფეხი”.

პარიზიდან დაბრუნებულს დახვდა სხვა სინამდვილე, გაწითლებული სამშობლო, სადაცსოციალისტური რეალიზმისდროშა ფრიალებდა, რაც მისთვის, როგორც თავისუფალი ხელოვანისათვის მიუღებელი უყო. ახალი სამყარო მისგან მოითხოვდა არა ძველი თბილისის ბოჰემურ სურათებს, არამედ სხვა თემებსა და სახეებს, გამომსახველობის სხვა ფორმებს. „გუდიაშვილის სურათებში ტრაგიკული განწყობილებაა, რომელიც შეუძლებელია საბჭოთა ნიადაგზე აღმოცენდეს“. – ამგვარ დასკვნებს წერდნენხელოვნებათმცოდნენი“, მოითხოვნენ, ახალი ცხოვრებისათვის გაეღო ხარკი. არ მოუწონესვეფხისტყაოსნისდასურათება.

ლ. გუდიაშვილი

1926-1932 წლებში ლადო თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას პროფესორის ხარისხით, სადაც ასწავლიდა მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობას. 1927 წელს . გუდიაშვილი უკავშირდება კოტე მარჯანიშვილს და მის თეატრში აფორმებს არაერთ სპექტაკლს (“მზეთამზე”, “არსენას ლექსი”).

სამშობლოში დაბრუნებისთანავე მოწყობილ ვერნისაჟზე ლადომ ერთი მოხდენილი ქალიშვილი შენიშნა, რომელმაც მისი ყურადღება მიიქცია. შემდგომ, ის თითქმის ყოველდღე მოდიოდა გამოფენაზე და საათობის შესცქეროდა ტილოებს. წასვლისას უეჭველად მიდიოდა ლადოსთან და თავაზიანად გამოეთხოვებოდა..

ხშირმა შეხვედრამ მხატვარსა და ქალიშვილს შორის მეგობრობის იდუმალი ძაფი გააბა. გოგონა ნინო მგელაძე აღმოჩნდა. ის რუსთაველის სახელობის თეატრის სტუდიაში სწავლობდა. გამოფენამ მტკიცეთ დაამეგობრა 30 წლის ლადო და 16 წლის ქალიშვილი. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთხელ ლადომ შესთავაზამეწვევით სახელოსნოში, თქვენს პორტრეტს დავხატავო.

ლადო გუდიაშვილის მეუღლე ნინო გუდიაშვილი (1906-1995) მართლაც 1930 წლის თებერვალში, პაემანი შედგა. ქალიშვილი ლადოს ეწვია. ერთ თვესაც არ გაევლო იმ სტუმრობიდან, ლადომ მეგობრული ვახშამი გამართა და შინ მიიწვია მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, ნატო ვაჩნაძე, ნიკოლოზ შენგელაია, ტიციანი, პაოლო და სხვები. სტუმართა შორის ნინოც იყო. სუფრას ნიკოლოზ შენგელაია თამადობდა. ნიკოლოზმა პირველი სასმისით ლადო და ნინო ადღეგრძელა, ბედნიერი ცხოვრება უსურვა. ნინომ დაირცხვინა, იუხერხულა, მე რა შუაში ვარ? , – იკითხა. ასეთი შეკვეთა მაქვს მასპინძელისგან,- უპასუხა თამადამ.

სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე, ლადოსა და ნინოსკენ გააპარეს თვალი. მათ წინ ორი ერთნაირი ფინჯანი იდგა. ყველა მიხვდა ლადოს ჩანაფიქრს

ახალშეუღლებულებმა გადაწყვიტეს, შვებულება გაგრაში გაეტარებინათ. ჯერ ბათუმს ეწვივნენ, იქიდან კი გემით გაგრისკენ აიღეს გეზი. მაგრამ საქორწინო მოგზაურების პირველი დღე უიღბლო აღმოჩნდა: როგორც კი გაგრაში ჩავიდნენ, ლადომ რატომღაც ჯიბეზე მოისვა ხელი და.. ჯიბის ოსტატებს უკანასკნელი მანეთიც წაეღოთ

ის ღამე ზღვის პირას გაათენეს. კიდევ კარგი, რომ გაგრაში ვერიკო ანჯაფარიძე და ბესო ჟღენტი ისვენებდნენმეგობრებმა გაჭირვებისგან იხსნენს ცოლ-ქმარი.

ქორწინების შემდეგ, ნინო ლადო გუდიაშვილის შემოქმედების პირველი კრიტიკოსი გახდაროგორც კი სურათი დაიბადებოდა, პირველი, ვისაც უფლება ჰქონდა ენახა იგი და გამოეთქვა აზრი ნინო გუდიაშვილი გახლდათ

ომი ახალი დამთავრებული იყო, ლადო ახალგაზრდა მხატვრებთან ერთად ბიჭვინთას ეწვია. საღამო ხანი იყო, ეკლესიის შესასვლელთან ლადო ახალგაზრდა მეგობარს ესაუბრებოდა. მათ უცნობი წყვილი მიუახლოვდა, მისალმების შემდეგ, ფრან ცოლ-ქმარს ლადომ ეკლესია დაათვალიერებინა. გაკვირვებული ფრანგები აღტაცებას ვერ ფარავდნენგამოთხოვებისას მამაკაცმა ლადოს ჰკითხა: ,,საფრანგეთში ერთი ქართველი მხატვარი ცხოვრობდა, გვარად გუდიაშვილი. კარგი მხატვარი ყოფილა, მისი ტილოები მინახავს, კერძო კოლექციებში. ცოცხალი აღარ არისო, – გვითხრეს და ხომ არ გაგიგიათ რით დაიღუპა?” ლადომ უცხოელს გაუღიმა და უთხრაგანა ყველა ნათქვამი დაიჯერება?! ის მხატვარიგუდიაშვილი მე გახლავართო

ხელოვანს მიაჩნდა რომ ყველაზე მეტი რამ მონუმენტური ფრესკული მხატვრობიდან ისწავლა. ჰქონდა უნარი ცხოვრების საიდუმლოების გახსნისა და ტილოზე გადმოცემისა. დასვენების დროს, შრომა ენატრებოდა. თოვლი არასოდეს დაუხატავს რადგან ცივიაომზის დახატვას გაურბოდა, რადგან მიაჩნდა, რომ მზე თვითონ ნახატში უნდა იგრძნობოდესმართლაც მხატვრის ტილოებზე მოციმციმე მზის სხივები, წლის ნებისმიერ დროს ათბობს ადამიანს

ქაშვეთის ეკლესია (1904-1910), თბილისი. ეკლესიის საკურთხევლის მოხატულობა

1946 წელს კათალიკოს-პატრირქმა კალისტრატემ გადაწყვიტა, ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარი მოეხატათ. ამის თაობაზე თხოვნით მიმართა მხატვართა კავშირსაც და ლადო გუდიაშვილსაც. ორივე მხრიდან თანხმობა მიიღო. გუდიაშვილი ასე იგონებდა იმ პერიოდს: „მე გადავწყვიტე, ღვთისმშობელი წამომეყვანა ჩვენსკენ, მიწისაკენ. უარი ვთქვი ზეთის საღებავებზე, ვხატავდი ენკაუსტიკის ურთულესი წესითცხელი, ადუღებული ფერებით. მაგრამ ფერადი ფხვნილები არ იშოვებოდა, ძებნა-ძებნით მივაკვლიეთ ძველ მღებავებსხარაჩოებზე ცხრა თვე ჰაერში ვიყავი გაყენებული, სისხლი მდიოდა ხოლმე ცხვირიდან.“

ლადო დღე და ღამე ხარაჩოზე იდგა, მხოლოდ ორი ადამიანი ეხმარებოდა. „კეთილისმყოფელნითავიდავნე არწმუნებდნენ, უარი ეთქვა ამ საქმეზე. მოშურნენიც გამოცოცხლდნენ და უშიშროების კომიტეტში წერილები დააგზავნეს. საბოლოოდ, გუდიაშვილს ბრალად საბჭოთა იდეოლოგიის ღალატი და ღვთის სიყვარული წაუყენეს, კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიიდან დაითხოვეს, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა. საპატრიარქო და მრევლიც დაეჭვდა, წმინდანთა სახეები ტრადიციულ ჩარჩოებში ვერ თავსდებოდა, მხატვარს ურწმუნოება და ღვთის გმობა დასწამეს. ცხრა თვისა და ცხრა დღის შემდეგ მოხატვა შეაწყვეტინეს.

ლ. გუდიაშვილი, წყნეთი, საქართველო უარყოფილი მხატვარი თითქმის ათი წელი ჩუმად, თვალსმოფარებული მუშაობდა. ორმოცი წელი ისე გავიდა, გუდიაშვილს პერსონალური გამოფენა არ გაუმართავს. დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით 1957 წელს 12 მაისს თბილისში დიდი ექსპოზიციის გახსნა დაიგეგმა. კატალოგი დაიბეჭდა, სამხატრო გალერეაში ტილოები განათავსეს, მაგრამ რომელიღაცჩინოვნიკმაგადაწყვიტა, გამოფენა აღარ გაეხსნათ. ხმა უცებ გავრცელდა, გამოფენა აკრძალეს და ნახატები უნდა გაიტანონო. სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა მთელი ღამე საგამოფენო დარბაზთან გაატარა, დილით უკვე იმდენი ხალხი მოგროვდა, რომ იძულებულნი გახდნენ, დარბაზის კარი გაეღოთ. საზოგადოებამ უპრეცენდენტო მასშტაბის, 835 ნახატი იხილა. ოფიციალური გახსნა 14 მაისის საღამოსღა მოეწყო, მხატვარს ოვაცია ქუჩაშივე გაუმართეს. ამ გამოფენას მოჰყვა ლადო გუდიაშვილის საყოველთაო აღიარება და სიყვარული.

“…საკუთარმა ცხოვრებამ მაჩვენა, რომ კეთილს ძალიან ხშირად გვერდიგვერდ მისდევს ბოროტება, როგორც კარგი მეგობრები, ისე დადიან ქვეყნად. რა დასამალია და ზოგჯერ ბოროტი სჯობნის სიკეთეს”… – წერდა ლადო გუდიაშვილიმოგონებათა წიგნში”.

გუდიაშვილის გამოფენამ ბევრი ახალგაზრდის ესთეტიურ სამყაროში ზღვარი გაავლო. მათ პირველად ნახესსაბჭოთა მხატვრისნამუშევრები, რომელზეც ჩაის ბუჩქი და ქარხანა არ იყო გამოხატული, ფოტოგრაფიული პორტრეტის ნაცვლად ადამიანი, ზოგჯერ ნახევრად შიშველი სხეული ეხატა. „არ მინახავს მანამდე რომელსამე გამოფენაზე ასეთი მღელვარე, შეიძლება ითქვას, აღგზნებული განწყობილება. ყოველი სურათის წინ იდგნენ, ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ, განიცდიდნენ.“ – წერდა ვახტანგ ბერიძე. შემდეგ გამოფენა მოსკოვშიც გადაიტანეს. გუდიაშვილი მაინც ვერ ასცდა კრიტიკოსთა მახვილს, „მისტიკოსდაეროტომანმხატვრად მონათლეს.

ლადო გუდიაშვილის როგორც შემოქმედის წარმატების მიზეზი მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალობა, მხატვრულ სახეთა მდიდარი სამყაროა. მისი ნახატები ხან სადღესასწაულო, ამაღლებულ, „ზღაპრულგანწყობილებას ქმნის, ხან ფსიქოლოგიურად ღრმასა და დრამატულს, ხან თეატრალურ სანახაობას წარმოგვიდგენს, ხან გროტესკულს. გუდიაშვილს ეკუთვნის ქართველ მხატვართა იმ თაობას, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ხელოვნებაში ეროვნული ფომის ძიება. გუდიაშვილისთვის მიუღებელი იყო აბსტრაქციონიზმის სხვადასხვა სახეები, კუბიზმი, მაგრამ მას იმთავითვე ჰქონდა მიდრეკილება დეკორაციულობისა და მახვილი ექსპრესიულობისადმი, რაშიაც იგი ეროვნულ თავისებურებათა გამოვლენას ხედავდა. დიდი გავლენა მოახდინა მასზე ძველმა ქართულმა კედლის მხატვრობამ და მინიატურამ.
შემოქმედების პირველ წლებში გუდიაშვილის თემატიკა მოიცავდა, ერთი მხრით, ძველელი თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს (შესაძლებელია, ამ მხრივ მნიშვნელობა ჰქონოდა გუდიაშვილის შეხვედრას . ფიროსმანაშვილთან), მეორე მხრით, საქართველოს წარსულის მიერ შთაგონებულ ლეგენდებსა და სიუჟეტებს (“კინტოების ქეიფი ქალთან”, 1919; “მოქეიფენი ეტლში”, “თევზი ცოცხალი”, “სადღეგრძელო გარიჟრაჟზე”, სამივე 1920, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; “ნადირობა”, 1920, მხატვრის სახელოსნო; “იდილია”, 1920, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი; “ქალი კლდეებში”, 1923, მხატვრის სახელოსნო; “ირმის ტბის პირას”, 1923, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, და სხვა). თბილისური ბოჰემისადმი მიძღვნილ საუკეთესო სურათებში მხატვარი ღრმა დრამატულ გამომსახველობას აღწევს.

ლადო გუდიაშვილი და მისი მეუღლე ნინო გუდიაშვილი

საქართველოში დაბრუნების შემდეგ გუდიაშვილის თემატიკა ფართოვდება. მის შემოქმედებაში აისახა ქართველი ხალხის წარსული (“ლეგენდა თბილისის დაარსებაზე”, 1946, თბილისის მასწავლებლის სახლი; “ყეენობა თბილისში”, 1937, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; “საკადრისი პასუხი”, 1945, მხატვრის სახელოსნო და სხვა). თანამედროვე საქართევლოს ცხოვრება (“კოლმეურნეთა ბრიგადის დაბრუნება”, 1946, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი; “სიმღერა მშვიდობაზე”, 1951, კურორტ მენჯის კულტსახლი და სხვა), ისტორიულ პირთა და ტანამედროვეთე პორტრეტები [“ნიკო ფიროსმანაშვილი”, 1928, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; “ნიკოლოზ ბარათაშვილი”, 1941; “ბექა და ბეშქენ ოპიზარები”, 1946; ორივე მხატვრის სახელოსნო; “თამარ ციციშვილი”, 1940, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; “ნინო გუდიაშვილი” (მხატვრის მეუღლე), 1937, მხატვრის სახელოსნო; “აკადემიკოსი . უზნაძე”, 1945, კერძო კუთვნილება; “ნათელა ახვლედიანი”, 1941, კერძო კუთვნილება; და სხვა]. ადამიანის ნათელი და ბნელი საწყისების ამსახველი ჟანრული სცენები (“ბოროტი ოჯახი”, 1929; “ფლიდი ცოლი”, 1944; “ახალი და ძველი”, 1932; “ვეფხის მკურნალი”, 1934; ყველა მხატვრის სახელოსნო, და სხვა). გუდიაშვილის შემოქმედებაში მნიშვნელობანი ადგილი უჭირავს მშვენიერების ტემას, რომელსაც იგი დიდი სითბოთი და პოეტური აღფთოვანებით გადმოგვცემს (“მაია სატრფოს მოლოდინში”, 1940; “საქორწინო განბანა”, 1942; “ეთერი სარკის წინ”, 1940; სამივე მხატვრის სახელოსნო; “გოგონები საყვარელ ნაკადულთან”, 1943, კერძო კუთვნილება, და სხვა). განმსაკუთრებით აღსანიშნავია II მსოფლიო ომის საშინელებისადმი მიძღვნილი გრაფ. სერია (“საზიზღარი ქვეწარმავალნი”, 1942; ჰიტლერის ფანტაზიის კოსმოსური გაფრენა”, 1943; “აგრესორის ულტიმატუმი”, 1942, ყველა მხატვრის სახელოსნო). სხვა გრაფიკულ სერიაში ალეგორიული და სიმბოლური სახეებით არის გაკიცხული ადამიანის ბოროტება (“ტვინის ჭყლეტა”, “მცდარი მისამართი”, 1955, “თავმოკვეთილი მეუღლე”, “ფუჭი დიდების აღსასრული”, “სილამაზის მესაფლავენი”, 1941, ყველა მხატვრის სახელოსნო, და სხვა). ქართველ მხატვართაგან გუდიაშვილმა პირველმა დაასურათა (XVII . მინიატურების შემდეგ) და გრაფიკულად გააფორმავეფხისტყაოსანი” (1934); მას ეკუთვნის ილუსტრაციები სულხანსაბა ორბელიანის წიგნისსიბრძნე სიცრუისა”. 1939–1960 გუდიაშვილმა დაასურათა ქართველ და უცხოელ მწერალთა მრავალი წიგნი.
მისი ნამუშევრები გამოირჩევა დახვეწილი და დასრულებული კომპოზიციით, დეკორაციულობითა და ზოგჯერ ორნამეტულობით, ხაზის განსაკუთრებული სიფაქიზით. ფერწერის მანერამ გარკვეული ევოლუცია განიცადაადრინდელ სურათების გლუვი ფერწერა უფრო გვიან პასტოზურმა შეცვალა, გაჩნდა სპეციფ. “ფერწერულობა”.  

გუდიაშვილის შემოქმედებამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. გამოცემულია მისდამი მიძღვნილი მრავალი ალბომი და წიგნი საქართველოში, რუსეთსა და უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში. თანდათან ხელისუფლებასაც მოუბრუნდა გული, 1958 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ, და ხოლო 1972 სსრკ სახალხო მხატვარის წოდება, 1976 წელს დააჯილდოვეს სოციალისტური შრომის გმირის ორდენით, აგრეთვე 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის, “საპატიო ნიშნისორდენებითა და მედლებით. 1965 წელს, ბოლო ორი წლის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებისათვის, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. 1979 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ლადო გუდიაშვილი გარდაიცვალა 84 წლის, 1980 წლის ივლისში. დაკრძალულია მწერალთა და სზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

 

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.