USD 2.6910
EUR 2.8756
RUB 2.9082
თბილისი
ჩუმი ტრაგედია იმის შესახებ თუ როგორ ვზრდით ჩვენს შვილებს
თარიღი:  96052

ჩუმი ტრაგედია

დღეს ჩვენს სახლებში ჩუმი ტრაგედიაა, რომელიც ჩვენს ყველაზე ძვირფას საგანძურს, ჩვენს შვილებს ეხება,
ისინი ემოციურად დამანგრეველ სიტუაციაში! მკვლევრები საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებენ ბავშვებში ფსიქიკური აშლილობების უწყვეტი ზრდის შესახებ, რაც ეპიდემიის მასშტაბებსაც კი აღწევს:
• 5-დან 1 ბავშვს ფსიქიკური დარღვევა აქვს
• ADHD დიაგნოსტიკა გაზრდილია 43% -ით
• მოზარდთა დეპრესია იზრდება 37 %-ით
• თვითმკვლელობის დონე 10-დან 14 წ.-მდე გაიზარდა 200%-ით
რა ხდება, რას არ ვაკეთებთ სწორად?
თანამედროვე ბავშვები ზესტიმულირებულები არიან და ზეუზრუნველყოფილები არიან მატერიალური ნივთებით, მაგრამ სრულიად მოკლებულები არიან ჯანსაღი ბავშვობის ყველაზე მნიშვნელოვან საფუძვლებს :
• ემოციურად მისაწვდომ მშობლებს
• მკაფიო და ცალსახა შეზღუდვებს
• მოვალეობებს
• დაბალანსებულ კვებასა და ადეკვატურ ძილს
• მოძრაობას ზოგადად, განსაკუთრებით კი - ღია სივრცეში, სუფთა ჰაერზე
• შემოქმედებით თამაშს, სოციალურ ურთიერთქმედებებს, თავისუფალ (არასტრუქტურიზებულ) სათამაშო შესაძლებლობებს და მოწყენილობას
ამის ნაცვლად მათ გააჩნიათ:
• განრიდებული მშობლები
• ყველაფრის მიმტევებელი და მომთმენი მშობლები, რომლებიც უფლებას აძლევენ ბავშვს „მართოს სამყარო“ და შემოიღოს წესები
• უფლების შეგრძნება: რომ იმსახურებენ ნებისმიერ რამეს მათი „გამომუშავების“ ან მასზე პასუხისმგებლობის გარეშე.
• არაადეკვატური ძილი და დაუბალანსებელი კვება
• ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი
• უსასრულო სტიმულაცია, ტექნოლოგიური ძიძები, მომენტალური დაკმაყოფილება და მოწყენილობის მომენტების არარსებობა.

რა ვქნათ?
თუ გვინდა, ჩვენი შვილები ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანები იყვნენ, უნდა გამოვფხიზლდეთ და დავუბრუნდეთ საფუძვლებს. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია! ბევრი ოჯახი მომენტალურ გაუმჯობესებას ამჩნევს შემდეგი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ:
• შემოიღეთ შეზღუდვები და გახსოვდეთ, რომ გემის კაპიტანი თქვენ ხართ. თქვენი შვილები უფრო თავდაჯერებულად იგრძნობენ თავს, თუ ეცოდინებათ, რომ თქვენ ახერხებთ შტურვალის მართვას.
• შესთავაზეთ ბავშვებს დაბალანსებული ცხოვრების წესი, სავსე იმ ყველაფრით, რაც სჭირდებათ ბავშვებს და არა იმით, რაც უნდათ. ნუ გეშინიათ მათთვის „არა“-ს თქმის, თუკი მათ უნდათ ისეთი რამ, რაც არ სჭირდებათ.
• მოამარაგეთ სასარგებლო საკვებით და შეუზღუდეთ მავნე.
• გაატარეთ მინ. ერთი საათი მასთან ერთად სუფთა ჰაერზე, დაკავდით ისეთი საქმით, როგორიცაა ველოსიპედით სიარული, სეირნობა, თევზაობა, ფრინველებზე/მწერებზე დაკვირვება.
• ისიამოვნეთ ყოველდღიური საოჯახო ვახშმით სმარტფონებისა და მომცდენი ტექნოლოგიების გარეშე, რათა ყველამ თავი მნიშვნელოვნად მიიჩნიოს
• ითამაშეთ სამაგიდო თამაშები მთელი ოჯახით, თუ ამისთვის პატარები არიან, უბრალოდ ეთამაშეთ მათ.
• ჩართეთ საშინაო მოვალეობებში, სახლის საქმეში ასაკის გათვალისწინებით (ტანსაცმლის დაკეცვა და დაკიდება, საჭმლის ამოლაგება, სუფრის გაწყობა, ძაღლის ჭმევა).
• დანერგეთ ძილის მუდმივი რეჟიმი, რათა ბავშვმა გამოიძინოს, განსაკუთრებით სკოლამდელ ასაკში.
• ასწავლეთ პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა. ნუ დაიცავთ ყოველგვარი იმედგაცრუებისა და შეცდომისაგან, ეს დაეხმარება მათ, იყვნენ უფრო გამძლეები და ისწავლონ ცხოვრებისეული პრობლემების გადალახვა.
• ნუ ატარებთ თქვენი შვილის ზურგჩანთას, არ მიუტანოთ დავიწყებული საშინაო დავალება, არ გაუფცქვნათ ბანანი და ფორთოხალი, თუ მათ ეს დამოუკიდებლად შეუძლიათ. თევზის მიწოდების ნაცვლად, ასწავლეთ თევზის დაჭერა.
• ასწავლეთ ლოდინი და დაკმაყოფილების გადავადება.
• მიეცით მოწყენის საშუალება, მოწყენა ეს მომენტია, როცა იღვიძებს კრეატიულობა, ნუ გგონიათ საკუთარი თავი პასუხისმგებლიანი მშობელი იმის გამო, რომ ყოველთვის ართობთ ბავშვებს.
• ნუ იყენებთ ტექნოლოგიებს, როგორც მოწყენილობის საწინააღმდეგო წამალს და ნუ სთავაზობთ მას ბავშვს უმოქმედოდ დარჩენის პირველივე წამს.
• თავი შეიკავეთ ტექნოლოგიების გამოყენებისაგან ჭამის დროს, ავტომობილში, რესტორანში, სავაჭრო ცენტრებში. გამოიყენეთ ეს მომენტები ურთიერთობისა და ბავშვის ტვინის განვითარებისათვის, რათა მან (ტვინმა) იცოდეს, როგორ იმუშაოს , როცა „მოწყენილობის“ რეჟიმშია.
•შესთავაზეთ ბავშვებს, შექმნან იდეების ბანკი , თუ რა გააკეთონ, როცა მოწყენილები არიან.
•იყავით ემოციურად მისაწვდომი თქვენი შვილებისათვის, რათა იურთიერთოთ მათთან, ასწავლოთ თვითრეგულაცია და სოციალური ჩვევები.
•გამორთეთ ტელეფონები ღამით, როცა ბავშვი წვება დასაძინებლად, რათა არ მიიქციოს მისი ყურადღება.
•იყავით თქვენი შვილების რეგულატორი და ემოციური ტრენერი, ასწავლეთ მათ ამოიცნონ და გაუმკლავდნენ თავიანთ იმედგაცრუებას და რისხვას.
•ასწავლეთ მისალმება, ნივთების რიგ-რიგობით გამოყენება, ერთმანეთთან გაცვლა, გაყოფა, მადლობის გადახდა, შეცდომის აღიარება და მობოდიშება (ოღონდაც - არ აიძულოთ!) , იყავით მაგალითი ყველა იმ ღირებულების დაცვის თვალსაზრისით, რომელსაც ასწავლით.
•შეეწყვეთ ემოციურად - გაიღიმეთ, ჩაეხუტეთ, აკოცეთ, წაიკითხეთ, იცეკვეთ, იხტუნეთ, ითამაშეთ და იხოხეთ მათთან ერთად.
მადლობელი ვიქნები, თუ გააზიარებთ."
ლუის როხას მარკოსი, ფსიქიატრი
Article written by Dr. Luis Rojas Marcos Psychiatrist.

http://www.mumsadvice.co.uk/a-silent-tragedy-in-how-we-are-raising-our-children/?fbclid=IwAR08I0NKcFWJe2adgPn90LGMtdPtS7VyqUvF3cXaUzeze9r-szjbVYWPYqY

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=669567043510720&id=653944098406348

თარგმნა: ლელა ტყეშელაშვილი

https://www.facebook.com/lela.tkeshelashvili.35/posts/2610319509022394

 

 

 

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.