შეიძლება თუ არა ერთი ნაბიჯით, ერთდროულად მოიზიდო უფრო მეტი მომხმარებელი და ამასთან შეამცირო ხარჯები?
ისრაელში სუპერმარკეტის მფლობელებმა დაამტკიცეს, რომ შეიძლება, გააკეთეს რა ბოსტანი პირდაპირ სუპერმარკეტის სახურავზე.
სავაჭრო ცენტრ დიზენგოფის (Dizengoff Center) სახურავზე განთავსებული ფერმაში, ყოველთვიურად 10 000 ძირ მხოლოდ სალათის ფურცელს აწარმოებენ, გარდა ამისა კიდევ 17 სახის კულტურა მოჰყავთ.
სუპერმარკეტში განთავსებულია სპეციალური სტენდი დიდი მონიტორით, სადაც გამოდის სახურავზე განთავსებული ბოსტნიდან ახლად აღებული პროდუქტების სია, სტენდი იმდენად პოპულარულია, რომ მარაგის შევსება დღეში ოთხჯერ ხდება.
აქ მოყვანილ ბოსტნეულს არ სჭირდება ტრანსპორტირება, შესაბამისად დისტრიბუციის ხარჯი. გარდა ამისა ბოსტნეული ყოველთვის ახალია.
„ადამიანები მიეჩვივნენ სალათის გემოს, რომელიც 1 კვირის განმავლობაში გარკვეულ გზას გადის, ბოსტნიდან მაცივრამდე, ჩვენი სალათი კი, გასაყიდად დახლზე მოხვედრამდე სულ 15 წუთის აღებულია “,- ამბობს ფერმის დირექტორი მენდი ფალკი.
ეს საქალაქო ფერმა უფრო მეტია, ვიდრე ბოსტნეულის მოყვანის ადგილი, რადგან სათბურების გარდა, აქ განთავსებულია საგანმანათლებლო ზონაც, სადაც ფერმერები ლექციებს კითხულობენ საქალაქო ფერმების მოწყობის და მოვლის შესახებ.
ალბათ ჩვენთანაც შეიძლება…
მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველომ 25.7 ათასი დოლარის ღირებულების ორგანოთერაპიისთვის განკუთვნილი ჯირკვლები და სხვა ორგანოების იმპორტი განახორციელა. 2022 წლის დასაწყისში ქვეყანაში შემოტანილი ორგანოების მოცულობა გასული 4 წლის ანალოგიური პერიოდების იმპორტს აღემატება.
ოფიციალური სტატისტიკით ორგანოთერაპიისთვის შემოტანილი ამ დასახელების საქონლის მოცულობა იანვარ-მარტში 0.13 ტონა იყო.
რაც შეეხება ორგანოების იმპორტის წლიურ მონაცემებსა და იმ ქვეყნებს, სადაც საქართველო საქონელს ყიდულობს, საქსტატის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს გვქონდა (183 ათასი დოლარი, 0.74 ტონა). აღსანიშნია, რომ პანდემიის დაწყების პირველ წელს საქართველოდან 0.23 ტონა ორგანოების შესაძენად 155 ათასი დოლარი გავიდა. გასულ წელს კი 0.44 ტონა იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 89.9 ათასი დოლარი შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ორგანოთერაპიისთვის განკუთვნილი ჯირკვლებისა და სხვა ორგანოების ყველაზე დიდი მომწოდებელი საქართველოსთვის აშშ-ია - 77.9 ათასი დოლარი, მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო - 3.8 ათასი დოლარი, ჰონ-კონგი - 3.3 ათასი დოლარი, გერმანია - 2.1 ათასი დოლარი, ავსტრალია - 0.9 ათასი დოლარით. საიმპორტო ქვეყნებს შორისაა: კანადა, იტალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, ბელგია და შვეიცარია.
წყარო:https://bm.ge/