USD 2.7285
EUR 3.0428
RUB 2.9409
Тбилиси
„ბოდიში ოსო ძმებო“.....“ბოდიში აფხაზო ძმებო“ - დათო გამცემლიძე
дата:  85

ჯერ ერთი, ივანიშვილს რუსეთისთვის არ მოუხდია ბოდიში.

მან ბოდიში მოუხადა ოს სეპარატისტებს.

არა, არ არის „ერთი და იგივე“!

„ბოდიში ოსო ძმებო“, „ბოდიში აფხაზო ძმებო“ (და ამ საცოდავობის სუბლიმაცია “ჩვენ რუსეთმა გვაჩხუბა, თორემ ისე გვიყვარდა მუდამ ერთმანეთი....„) აბსოლუტურად ტრენდულია ქართული საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, მათ შორის „სვეცკი ჯოგისა“ და ე.წ. „ენჯეო სექტორისთვის“.

რეალურად, შინაარსობრივად..... ეს „ბოდიში ოსო ძმებო“, „ბოდიში აფხაზო ძმებო“ არის საბრალო, საწყალი, ისტორიულად სასტიკად დამარცხებული ქვეყნის ნარატივი...... და იმ „მეორე მხარეს“ არ გამოიწვევს არაფერს გარდა კიდევ უფრო დიდი ზიზღის და კიდევ უფრო მეტი სიძულვილისა, რადგან ობიექტურად აღიქმება, როგორც...... იმპოტენციის გასაღება სასოებად.

- - - - - - - - - - - - - - - -

დიდი ბოდიში, მაგრამ ქართულ-ოსური კონფლიქტი მიშა სააკაშვილს არ დაუწყია!

და არათუ მიშას არ დაუწყია, არამედ, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ზვიად გამსახურდიას დაუწყია, მიუხედავად იმდროინდელი „სვეცკი ჯოგის“ ანუ იმ გამოთაყვანებული და უპასუხისმგებლო „ქართული ინტელიგენციის“ ბრალდებებისა: „ზვიადმა გადაგვკიდა ეს ორი მოძმე ერი და გულისგამაწვრილებელი ომი დაიწყოო“. რაც „დეკემბერ-იანვრის“ მთავარი „აღმძრავი“ გახდა .

სინამდვილეში კი ქართულ - ოსურ კონფლიქტს ძალიან ღრმა ისტორიული ფესვები აქვს: XIX-XX საუკუნის მიჯნიდან, როდესაც კავკასიაში დაიწყო „თემების - ერად“ ჩამოყალიბების ისტორიული პროცესი.

სწორედ ეს იგულისხმება ტერმინში Self determination, რომელიც ჩვენში აბსოლუტურად არასწორად და არამეცნიერულად ესმით, როგორც „გამოყოფა“.

არა.

სინამდვილეში ეს არის არა „თვითგამორკვევა“, არამედ „თვითგანსაზღვრა“ ცხონებული ნოდარ ნათაძის ზუსტი დეტერმინაციით.

ქართულ თემთა (Commons, сообщества) - ერად თავითგანსაზღვრა/შეკრების პროცესს იმ დროს სათავეში ედგა სულმნათი ილია ჭავჭავაძე და სხვანი.

ხოლო ოსი ერისა - კოსტა ხეთაგუროვი და სხვანი.

თემთა - ერად შეკრების პროცესი ადრე თუ გვიან აუცილებლად მიადგება მიწის (ტერიტორიის) ეროვნული კუთვნილების საკითხს:

„ეს მიწა ჩემია (ჩვენია) თქვენ სტუმრები ხართ“ - ამბობდნენ ქართველები 1918 წელსაც და 1990 წელსაც.

„ეს მიწა ჩემია (ჩვენია) თქვენ აქ უცხონი ხართ“ - ამბობდნენ ოსები ორივე ისტორიულ პერიოდში.

იყო დრო (1870, 1914,1940) , როცა იგივეს ამბობდნენ გერმანელები და ფრანგები ელზასაა და ლოტარინგიაზე. ანუ აქ კაცობრიობისთვის განსაკუთრებით უჩვეულო არაფერია.

ოღონდ ამ წინააღდმეგობის „შერიგება“ არის გამორიცხული!

შესაძლებელია მხოლოდ გამარჯვება-დამარცხება.

გერმანია ისტორიულად დამარცხდა, ელზასი და ლოტარინგია დღეს არის საფრანგეთი (წერტილი)

სომხეთი ისტორიულად დამარცხდა. ყარაბაღი არის აზერბაიჯანი (წერტილი)

შესაძლებელია დროებითი მორიგება, რაც ვითომ მოაგვარეს კომუნისტებმა, მაგრამ როგორც კი იმპერია დაიშალა, ფუნდამენტურმა ქართულ-ოსურმა ინტერეს-კონფლიქტმა მაშინვე იფეთქა.

- - - - - - - - - - - - - - - -

ესეც რომ არ იყოს, ფუნდამენტურად, კატასტროფულად არასწორია პრეზიდენტი სისხლის სამართლის წესით (!) გაასამართლო იმისთვის, რომ იგი იბრძოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის.

შეიძლება პოლიტიკურად დაამუნათო, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, თქვა, რომ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, არამიზანშეწონილი ნაბიჯები გადადგა.....ან/და პოლიტიკურად დაამუნათო, რომ დამარცხდა, მაგრამ როცა პრეზიდენტს სისხლის სამართლის წესით (!) ასამართლებ იმისთვის, რომ იბრძოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, ამით „აპრავებ სეპარატიზმს“ და უარს ამბობ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე!

შედეგი იქნება გამანადგურებელი საერთაშორისო აღქმის თვალსაზრისით.

- - - - - - - - - - - - - - - -

რაც შეეხება რუსულ-ქართულ-ოსურ-აფხაზურ დისკურსს;

მე ჩემი ფორმულა მაქვს, რომელიც ძალიან ბევრს არ მოსწონს, ბევრი ბრაზდება ამ ფორმულაზე, მაგრამ რა ვქნა....... მე პირადად ერთი წამით არ მეპარება ეჭვი მის ჭეშმარიტებაში.

ჩემი ფორმულა კი, ამ საკითხზე, შემდეგია:

„საქართველოს ისტორიული, იმმანენტური, თვისებრივი მტერი არის არა რუსეთი, არამედ ოსური და აფხაზური სეპარატიზმი! რუსეთი მათ იყენებს; ბოროტად იყენებს; ნაძირლურად იყენებს; ბინძურად იყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. მაგრამ ამ დისკურსში რუსეთი მაინც მ ე ო რ ა დ ი ა. ხოლო სეპარატისტთა ასწლოვანი (!) ზიზღი და სიძულვილი საქართველოს მიმართ - პ ი რ ვ ე ლ ა დ ი“.

დათო

ისტორიის რიგითი ჯარისკაცი.

26 მაისი 2021

წყარო:https://experti.ge/

область
ოკუპირებული ცხინვალის ადმინისტრაცია - ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია, ჩვენ ისევ ვითხოვთ უსაფრთხოების სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერას

სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.

„არარსებული ტერმინოლოგიითა და ფაქტებით მოქმედება და რეალობას დაშორებული რიტორიკა იმას აჩვენებს, რომ საქართველოსა და ქართველ პოლიტიკოსებს წარსული არ ათავისუფლებთ“, - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება.

ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის პოზიცია უკვე მრავალი წელია გაჟღერებულია“.

„საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა საკვანძო საკითხად რჩება. ამავე დროს, ჩვენ იმ გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების აუცილებლობიდან გამოვდივართ, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა“, - აღნიშნავს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати