ნებისმიერი ბიზნესის წარმატების საწინდარი სწორი მარკეტინგული პოლიტიკაა. რა არის მარკეტინგი? მარკეტინგი პირდაპირი გაგებით საბაზრო საქმიანობას ნიშნავს. ზოგჯერ მარკეტინგს ასაღებასთანაც აიგივებენ,თუმცა იგი მარკეტინგის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტსაც კი არ წარმოადგენს. მარკეტინგი იწყება ყიდვა-გაყიდვის აქტამდე დიდი ხნით ადრე და ამ აქტის შემდეგაც დიდხანს გრძელდება. საქონლის გასაღება დიდ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, თუ კომპანიის მარკეტინგულმა ქვედანაყოფმა სათანადოდ არ იმუშავა ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა: სხვადასხვა საქონლის და მომსახურების შემუშავება, წარმოება და მათზე სათანადო ფასების დაწესება, გასაღების და სტიმულირების მეთოდების გამოყენება.
აშშ-ის მარკეტინგის ასოციაციის განმარტებით: “მარკეტინგი არის იდეის, საქონლისა და მომსახურეობის კონცეფციის შემუშავების, ფასწარმოქმნის, სტიმულირებისა და განაწილების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი, რომელიც ურთიერთგაცვლის საშუალებით უზრუნველყოფს ინდივიდუალური და ორგანიზაციული მიზნების დაკმაყოფილებას“.
კომპანიის წარმატებულ საქმიანობაში პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება მარკეტინგულ სტრატეგიის - მარკეტინგული მოღვაწეობის საერთო გეგმის შემუშავებას კომპანიის საქონლისა და მომსახურეობისათვის. მარკეტინგის მთავარ ობიექტს ბაზარი წარმოადგენს. სტრატეგიული დაგეგმვა გულისხმობს კომპანიის საბაზრო შესაძლებლობის გამოკვლევას, რესურსების განაწილებას ამ შესაძლებლობათა მაქსიმალურად გამოსაყენებლად და კომპანიის საქმიანობის საბაზრო და ფინანსური რეზულტატების პროგნოზირებას.
მარკეტინგული კომპლექსი შეადგენს ოთხი მთავარი ელემენტის ერთობლიობას. ეს ელემენტებია: საქონელი, იდეა ან მომსახურეობა, ფასი, ადგილი და სტიმულირება. ამ კომპონენტებისაგან იქმნება თავისებური ნარევი, რომელიც “4 P“-ს სახელითაა ცნობილი და საშუალებას იძლევა დაკმაყოფილდეს პოტენციური მომხმარებელის საჭიროებები და მოთხოვნილებები ... არ მოგწყინდათ?
გავაგრძელოთ კურსი მარკეტინგის შესახებ? თუ უფრო მარტივად მივუდგეთ საქმეს და ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მაგალითების საშუალებით გავერკვეთ რა არის მარკეტინგი, რეკლამა, პიარი, ბრენდი და კრეატივი? გეთანხმებით, მეც ასე ვფიქრობ!!!
მაშ ასე, რას ნიშნავს ყველა ის უცხოური ბიზნესტერმინი, რომლებიც ხშირად გვესმის ამ ბოლო დროს, მარტივ, ადამიანურ ენაზე.
პ.ს.
სიტყვები: - „ახლო ურთიერთობის დამყარება“, „მე ძალიან მაგარი ვარ“, „ჩემთან ახლო ურთიერთობით კმაყოფილი დარჩებით“ და ა.შ.- ბუნებრივია სხვა სიტყვების ნაცვლად არის ნახმარი ტექსტში - ამას ბიზნეს ეთიკა ქვია.
გიორგი გურული