USD 2.6710
EUR 2.8387
RUB 2.8423
Тбилиси
საზღვარგარეთ დაცული ქართული ადგილწარმოშობის აღნიშვნები
дата : 03.06.2023  948
ბოლო წლების განამვლობაში საზღვარგარეთ სულ უფრო მეტი ქართული ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები რეგისტრირდება.
წარმოგიდგენთ ქვეყნების მიხედვით, სად რა ადგილწრმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნებია დარეგისტრირებული.

ბელარუსის რესპუბლიკა

ადგილწარმოშობის დასახელებები:

1. ატენი;
2. ახაშენი;
3. წინანდალი;
4. გურჯაანი;
5. კარდენახი;
6. კახეთი (კახური);
7. კოტეხი;
8. ყვარელი;
9. მანავი;
10. მუკუზანი;
11. ნაფარეული;
12. ქინძმარაული;
13. სვირი;
14. თელიანი;
15. ტიბაანი;
16. ტვიში;
17. ვაზისუბანი;
18. ხვანჭკარა;
19. ბორჯომი;
20. საირმე;
21. ნაბეღლავი.

ყაზახეთის რესპუბლიკა

ადგილწარმოშობის დასახელებები:

1. ყვარელი;
2. გურჯაანი;
3. კარდენახი;
4. მანავი;
5. ტვიში;
6. კახეთი (კახური);
7. ატენი (ატენური);
8. ტიბაანი;
9. ქინძმარაული;
10. წინანდალი;
11. ხვანჭკარა;
12. მუკუზანი;
13. ნაფარეული;
14. ახაშენი;
15. თელიანი;
16. ვაზისუბანი;
17. კოტეხი;
18. საირმე;
19. ნაბეღლავი;
20. სვირი;
21. ბორჯომი.

ყირგიზეთის რესპუბლიკა

ადგილწარმოშობის დასახელებები:

1. ყვარელი;
2. გურჯაანი;
3. კარდენახი;
4. მანავი;
5. ტვიში;
6. კახეთი (კახური);
7. ატენი (ატენური);
8. ტიბაანი;
9. ქინძმარაული;
10. წინანდალი;
11. ხვანჭკარა;
12. მუკუზანი;
13. ნაფარეული;
14. ახაშენი;
15. თელიანი;
16. ვაზისუბანი;
17. კოტეხი;
18. საირმე;
19. ნაბეღლავი;
20. სვირი;
21. ბორჯომი.

სომხეთის რესპუბლიკა

ადგილწარმოშობის დასახელებები:

1. ხვანჭკარა;
2. მანავი;
3. ახაშენი;
4. წინანდალი;
5. ქინძმარაული;
6. მუკუზანი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

ადგილწარმოშობის დასახელებები:

1. ტვიში;
2. ხვანჭკარა;
3. წინანდალი;
4. ახაშენი;
5. მუკუზანი;
6. ქინძმარაული.

რუსეთის ფედერაცია

ადგილწარმოშობის დასახელებები:

1. ტვიში;
2. ხვანჭკარა;
3. წინანადალი;
4. ახაშენი;
5. მუკუზანი;
6. ქინძმარაული;
7. ვაზისუბანი;
8. ნაფარეული;
9. გურჯაანი;
10. მანავი;
11. თელიანი;
12. ყვარელი;
13. კახეთი.

უკრაინა

ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში დაცულია ადგილწარმოშობის დასახელებები:

1. ატენი;
2. ახაშენი;
3. წინანდალი;
4. გურჯაანი;
5. კარდენახი;
6. კახეთი (კახური);
7. კოტეხი;
8. ყვარელი;
9. მანავი;
10. მუკუზანი;
11. ნაფარეული;
12. ქინძმარაული;
13. სვირი;
14. თელიანი;
15. ტიბაანი;
16. ტვიში;
17. ვაზისუბანი;
18. ხვანჭკარა;
19. ბორჯომი;
20. საირმე;
21. ნაბეღლავი.

გეოგრაფიული აღნიშვნები:

1. ჭაჭა.

აშშ

ადგილწარმოშობის დასახელებები (დაცულია, როგორც სასერტიფიკაციო ნიშნები):

1. ბორჯომი;
2. წინანდალი;
3. მანავი;
4. კახური;
5. ხვანჭკარა;
6. კარდენახი;
7. მუკუზანი;
8. ტვიში;
9. ახაშენი;
10. ყვარელი;
11. ქინძმარაული;
12. ნაფარეული;
13. თელიანი;
14. ვაზისუბანი;
15. გურჯაანი.

ევროკავშირი

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაცულია ადგილწარმოშობის დასახელებები:

1. ატენი;
2. ახაშენი;
3. წინანდალი;
4. გურჯაანი;
5. კარდენახი;
6. კახეთი (კახური);
7. კოტეხი;
8. ყვარელი;
9. მანავი;
10. მუკუზანი;
11. ნაფარეული;
12. ქინძმარაული;
13. სვირი;
14. თელიანი;
15. ტიბაანი;
16. ტვიში;
17. ვაზისუბანი;
18. ხვანჭკარა;
19. ხაშმის საფერავი.

გეოგრაფიული აღნიშვნები:

1. სვანური სულგუნი;
2. კობი;
3. იმერული ყველი;
4. მესხური ჩეჩილი;
5. დამბალხაჭო;
6. თუშური გუდა;
7. მაწონი;
8. მეგრული სულგუნი;
9. სულგუნი;
10. ქართული ყველი;
11. ტენილი;
12. აჭარული ჩლეჩილი;
13. ჩოგი;
14. ჩურჩხელა;
15. ჭაჭა;
16. მაჭახელას თაფლი;
17. ახალქალაქის კარტოფილი;
18. ტყიბულის მთის ჩაი;
19. ქუთაისის მწვანილი.

შვეიცარიის კონფედერაცია

საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის, ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში დაცულია:

ადგილწარმოშობის დასახელებები:

1. ატენი;
2. ახაშენი;
3. წინანდალი;
4. გურჯაანი;
5. კარდენახი;
6. კახეთი (კახური);
7. კოტეხი;
8. ყვარელი;
9. მანავი;
10. მუკუზანი;
11. ნაფარეული;
12. ქინძმარაული;
13. სვირი;
14. თელიანი;
15. ტიბაანი;
16. ტვიში;
17. ვაზისუბანი;
18. ხვანჭკარა;
19. ნაბეღლავი;
20. საირმე;
21. ბორჯომი;
22. მიტარბი;
23. უწერა;
24. სქური;
25. ბოლნისი;
26. ზვარე.

გეოგრაფიული აღნიშვნები:

1. სვანური სულგუნი;
2. კობი;
3. იმერული ყველი;
4. მესხური ჩეჩილი;
5. დამბალხაჭო;
6. თუშური გუდა;
7. მაწონი;
8. გუდა;
9. მეგრული სულგუნი;
10. სულგუნი;
11. ქართული ყველი;
12. ტენილი;
13. აჭარული ჩლეჩილი;
14. ჩოგი;
15. ჩურჩხელა;
16. ჭაჭა;
17. მაჭახელას თაფლი;
18. ახალქალაქის კარტოფილი;
19. ტყიბულის მთის ჩაი;
20. ქუთაისის მწვანილი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

ადგილწარმოშობის დასახელებები:

1. ტვიში;
2. მუკუზანი;
3. ნაბეღლავი;
4. ბორჯომი.

გეოგრაფიული აღნიშვნები:

1. ჭაჭა.

გაერთიანებული სამეფო

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებით დაცული:

ადგილწარმოშობის დასახელებები:

1. თუშური გუდა;
2. ახაშენი;
3. ატენური;
4. გურჯაანი;
5. კახეთი (კახური);
6. კარდენახი;
7. ხვანჭკარა;
8. კოტეხი;
9. ქინძმარაული;
10. ყვარელი;
11. მანავი;
12. მუკუზანი;
13. ნაფარეული;
14. სვირი;
15. თელიანი;
16. ტიბაანი;
17. წინანდალი;
18. ტვიში;
19. ვაზისუბანი.

გეოგრაფიული აღნიშვნები:

1. აჭარული ჩლეჩილი;
2. ჩოგი;
3. დამბალხაჭო;
4. იმერული ყველი;
5. ქართული ყველი;
6. კობი;
7. მეგრული სულგუნი;
8. მესხური ჩეჩილი;
9. სულგუნი;
10. სვანური სულგუნი;
11. ტენილი;
12. მაჭახელას თაფლი;
13. მაწონი;
14. ახალქალაქის კარტოფილი;
15. ქუთაისის მწვანილი;
16. ჩურჩხელა;
17. ტყიბულის მთის ჩაი;
18. ჭაჭა.

წყარო: www.sakpatenti.gov.ge

культура
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати