USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Tbilisi
ასლან ბჟანია - ქართველები ჩვენი მეზობლები არიან
Date:  1970

რია ნოვოსტიინფორმაციით ოკუპირებული აფხაზეთის .. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ასლან ბჟანიამ პრესლონფერენციაზე განაცხადას, რომ აფხაზეთსა და საქართველოს, ჟენევის ფორმატის გარდა, სჭირდებათ ორმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმა ტრანსსასაზღვრო საკითხების გადასაჭრელად.

 

გვინდა თუ არა, ქართველები და ქართული სახელმწიფო ჩვენი მეზობლები არიან. ჩვენ გვინდა ეს თუ არა, უამრავი კონტაქტი გვაქვს როგორც საქართველოს, ასევე აფხაზეთის მოქალაქეების დონეზე. ეს ის ხალხია, ვინც ცხოვრობს, საზღვარს კვეთს”, - აღნიშნა ბჟანიამ.

 

ბჟანიას თქმით, მოქალაქეებს მრავალი პრობლემა აქვთ, რომელთა მოგვარებაც საჭიროა და ამ პრობლემების განხილვისთვის, ორმხრივი დიალოგის ფორმატი უნდა შეიცვალოს. „ეს შეიძლება იყოს არც ისე მოშორებული ტერიტორია, როგორც ჟენევაა. შესაძლოა, იყოს აქ საზღვარზე ან სადმე,“-აღნიშნა დე ფაქტო ლიდერმა.

sport
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way