USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
10 სექტემბერის ჰოროსკოპი - რას გვპირდება ასტროლოგი?
дата:  1224

ვერძი
ზოგადი მოლოდინი: დღეს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების სურვილი გაგიჩნდებათ, მაგრამ სჯობს სიფრთხილე გამოიჩინოთ.
ჯანმრთელობა: ზედმეტი დაღლა და დაძაბულობა შეიძლება თქვენს ენერგიას შეამციროს. მეტი დასვენება და წყლის მიღება დაგჭირდებათ.
ოჯახი: ოჯახური საკითხები ყურადღებას მოგთხოვთ. ეცადეთ ახლობელთა აზრს მეტი პატივი სცეთ.
ბიზნესი: შესაძლებელია მცირე ფინანსური სარგებელი ან ახალი სამუშაო შეთავაზება. ნუ იჩქარებთ დათანხმებას, დეტალები კარგად გადაამოწმეთ.
სიყვარული: ურთიერთობაში მეტი მოთმინება გმართებთ. მარტოებს კი ახალი ნაცნობობა შესაძლოა მომგებიანი აღმოჩნდეს.
კარიერა: ახალი იდეა შეიძლება კარიერულ წინსვლას საფუძვლად დაედოს, თუმცა პირველ ეტაპზე ფრთხილი ნაბიჯებია საჭირო.

კურო
ზოგადი მოლოდინი: თქვენი გამძლეობა და პრაქტიკულობა დღეს გამოგადგებათ. სჯობს ნაკლები ემოციებით იმოქმედოთ.
ჯანმრთელობა: ზედმეტი ჭამისგან თავი შეიკავეთ. ჯანსაღი კვება და სეირნობა კარგ გავლენას მოახდენს.
ოჯახი: ოჯახის წევრების დახმარება დღეს სასიამოვნო სითბოს შეგმატებთ.
ბიზნესი: ფინანსურ სფეროში სიზუსტე და სიფრთხილეა საჭირო. ახალი პროექტის დაწყება ჯერ არ იჩქაროთ.
სიყვარული: პარტნიორს მეტი ყურადღება მიაქციეთ. მარტოებისთვის კი შესაძლოა ძველი გრძნობები კვლავ გააქტიურდეს.
კარიერა: თანამშრომლებთან ურთიერთობაში თქვენი მშვიდი ტონი წარმატებას მოგიტანთ.

ტყუპები
ზოგადი მოლოდინი: აქტიური და დინამიკური დღეა. თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს ბევრი შეამჩნევს.
ჯანმრთელობა: გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად დღის გეგმა სწორად შეადგინეთ.
ოჯახი: ოჯახური ურთიერთობები სითბოსა და სიხარულს მოგიტანთ.
ბიზნესი: კომუნიკაციებისა და ახალი კავშირების დღეა. შეხვედრები წარმატებით ჩაივლის.
სიყვარული: პარტნიორთან მეტი გულწრფელობა ურთიერთობას გააუმჯობესებს. მარტოებს კი საინტერესო ნაცნობობა ელით.
კარიერა: თქვენი იდეები შეიძლება ხელმძღვანელობამ მოიწონოს. გამოიყენეთ ეს შანსი.

კირჩხიბი
ზოგადი მოლოდინი: დღეს ემოციები მეტად იგრძნობთ, თუმცა თქვენი ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ.
ჯანმრთელობა: გადაღლილობა მოსალოდნელია, ამიტომ მეტი დასვენება დაგჭირდებათ.
ოჯახი: ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება. ახლობელთა მხარდაჭერა ძალას შეგმატებთ.
ბიზნესი: ფინანსურ საკითხებში სიფრთხილეა საჭირო. ნუ მიიღებთ სარისკო გადაწყვეტილებებს.
სიყვარული: ემოციების ღიად გამოხატვა სიყვარულში პოზიტიურ შედეგს მოგიტანთ.
კარიერა: შესაძლოა უფროსობასთან მნიშვნელოვანი საუბარი გქონდეთ, რომელიც თქვენს პოზიციას განსაზღვრავს.

ლომი
ზოგადი მოლოდინი: თქვენი თავდაჯერებულობა და აქტიურობა დღეს შედეგს გამოიღებს.
ჯანმრთელობა: ენერგია საკმარისი გაქვთ, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ძილის რეჟიმს.
ოჯახი: შესაძლოა მცირე უთანხმოება ოჯახის წევრებთან, მაგრამ თქვენი კეთილგანწყობით ყველაფერი მოგვარდება.
ბიზნესი: დღეს კარგი დროა პარტნიორებთან ურთიერთობის გასაძლიერებლად.
სიყვარული: რომანტიკული ჟესტი ურთიერთობას ახალ ენერგიას შესძენს.
კარიერა: ლიდერული თვისებები გამოკვეთილად გამოჩნდება.

ქალწული
ზოგადი მოლოდინი: პრაქტიკულობა და დეტალებზე ყურადღება თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.
ჯანმრთელობა: ზომიერება კვებასა და დატვირთვაში აუცილებელია.
ოჯახი: მშვიდი და სითბოთი სავსე გარემო გელით. ოჯახში ჰარმონიის შენარჩუნება ადვილად გამოგივათ.
ბიზნესი: ფინანსურ საკითხებში პროგრესი შესამჩნევია, თუმცა ზედმეტი სარისკო ნაბიჯი არ გადადგათ.
სიყვარული: ემოციების გამოხატვა დაგეხმარებათ პარტნიორთან სიახლოვის გაღრმავებაში.
კარიერა: თქვენი შრომისმოყვარეობა და დისციპლინა დაფასდება.

სასწორი
ზოგადი მოლოდინი: დღეს ბალანსისა და სიმშვიდის პოვნა აუცილებელია.
ჯანმრთელობა: დაძაბულობა შესაძლოა ნერვულ სისტემაზე აისახოს. საჭიროა მეტი დასვენება.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან გულწრფელი საუბარი ურთიერთობებს გააუმჯობესებს.
ბიზნესი: მოლაპარაკებები და გუნდური მუშაობა წარმატებას მოგიტანთ.
სიყვარული: ურთიერთობაში მეტი გაგება და სიმშვიდე აუცილებელია. მარტოებს კი შესაძლოა მოულოდნელი ნაცნობობა შეხვდეთ.
კარიერა: კოლეგებთან თანამშრომლობა გარგებთ.

მორიელი
ზოგადი მოლოდინი: ემოციურად დატვირთული დღეა, თუმცა თქვენი სიღრმისეული ხედვა ყველაფერს დაალაგებს.
ჯანმრთელობა: მოერიდეთ გადაღლას და ნერვიულობას.
ოჯახი: ოჯახური საკითხების მოგვარება თქვენგან სიმშვიდეს მოითხოვს.
ბიზნესი: ფინანსური საკითხების გადაჭრა რეალურია, თუმცა სიფრთხილე მაინც საჭიროა.
სიყვარული: მეტი გულწრფელობა აუცილებელია. შესაძლოა ძველი გრძნობა კვლავ გააქტიურდეს.
კარიერა: ახალი პასუხისმგებლობა თქვენი ავტორიტეტის ზრდას შეუწყობს ხელს.

მშვილდოსანი
ზოგადი მოლოდინი: ახალი იდეებისა და თავგადასავლების დღეა. მზად იყავით მოულოდნელი ცვლილებებისთვის.
ჯანმრთელობა: სეირნობა და სპორტული აქტივობა კარგ გავლენას მოახდენს.
ოჯახი: ოჯახთან ერთად გატარებული დრო ენერგიას შეგმატებთ.
ბიზნესი: მოგზაურობა ან ახალი კავშირები სარგებელს მოგიტანთ.
სიყვარული: ურთიერთობაში მეტი თავისუფლება გსურთ. მხოლოდ ფრთხილად გააზიარეთ თქვენი სურვილები.
კარიერა: კარიერული განვითარებისთვის შესაძლოა უცხოეთთან დაკავშირებული შესაძლებლობა წამოიჭრას.

თხის რქა
ზოგადი მოლოდინი: თქვენი პასუხისმგებლიანი და მტკიცე ხასიათი წარმატებას მოგიტანთ.
ჯანმრთელობა: ქრონიკული პრობლემების გამწვავება მოსალოდნელია. მეტი სიფრთხილე გმართებთ.
ოჯახი: ოჯახის საქმეებში თქვენი ჩარევა აუცილებელი გახდება.
ბიზნესი: ფინანსური საკითხები მეტ დაკვირვებას მოითხოვს. გონივრულ ნაბიჯებზე ფოკუსირდით.
სიყვარული: ურთიერთობა შეიძლება ახალ ეტაპზე გადავიდეს.
კარიერა: თქვენი შრომა და დისციპლინა დაფასდება.

მერწყული
ზოგადი მოლოდინი: მოულოდნელი ცვლილებები თქვენს გეგმებში შეიძლება შემოვიდეს. მზად იყავით მოქნილი რეაგირებისთვის.
ჯანმრთელობა: დაძაბულობამ შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს.
ოჯახი: ოჯახის წევრებთან მცირე უთანხმოება სწრაფად მოგვარდება.
ბიზნესი: ახალი იდეები და პროექტები შესაძლოა რეალური გახდეს.
სიყვარული: მარტოებს ახალი რომანტიკული ნაცნობობა ელით.
კარიერა: პროფესიულ სფეროში ცვლილებები თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.

თევზები
ზოგადი მოლოდინი: ინტუიცია დღეს თქვენს საუკეთესო მეგზურად იქცევა.
ჯანმრთელობა: ემოციურ დატვირთვას მოერიდეთ, რათა დაღლილობა არ დაგიგროვდეთ.
ოჯახი: ახლობლებთან დროის გატარება სასიამოვნო იქნება და სითბოს შეგმატებთ.
ბიზნესი: შემოქმედებითი იდეები რეალურ სარგებელს მოგიტანთ.
სიყვარული: პარტნიორთან მეტი სინაზე ურთიერთობას გააძლიერებს.
კარიერა: პროფესიულ სფეროში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით, ამიტომ მეტი სერიოზულობა გამოიჩინეთ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати