USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Tbilisi
სითი მოლის დირექტორი - 24 დეკემბრიდან საახალწლო ვაჭრობის შესაძლებლობა, მომხმარებლის ნაკადების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს
Date:  1395

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, ის ხვალ შეხვდება ვაჭრობის ინდუსტრიას და სექტორისგან მოისმენს, თუ რა პასუხისმგებლობას იღებენ და გახსნის შემთხვევაში როგორ აპირებენ მომხმარებლების რიგების მართვას. თურნავას თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ იმსჯელებს მთავრობა 24 დეკემბრიდან რეგულაციების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებაზე.

„სითი მოლის“ დირექტორმა ლევან მესხელის განცხადებით,  24 დეკემბრიდან ერთი კვირით საახალწლო ვაჭრობის შესაძლებლობა დროის სიმცირის გამო მომხმარებლის ნაკადების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს , შესაბამისად ნებისმიერი მექანიზმი შესაძლოა უძლური იყოს ნაკადების სწორი გადანაწილებისთვის. თუმცა, მისივე თქმით, ეს შედეგი არ დადგებოდა, თუკი მოლებს შეთავაზებისამებრ 15 დეკემბრიდან ექნებოდათ მუშაობისა და ყველა მომხმარებლის დაკმაყოფილების საშუალება.

„კონკრეტული გეგმა ლოქდაუნის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ წარვადგინეთ სამინისტროში და ვუთხარით, რომ 24 დეკემბრიდან  სავაჭრო ცენტრების გახსნა ძალიან რთული იქნება და გამოიწვევს რიგებს. ჩვენ გვინდა იმის საშუალება გვქონდეს, რომ ეს ნაკადები გადავანაწილოთ და ამის მექანიზმი და ბერკეტები შევთავაზეთ მთავრობას. პასუხისმგებლობასაც იმ შემთხვევაში ვიღებდით, თუ 15 დეკემბრიდან გაიხსნებოდა მოლები და ამ ბერკეტებით რიგებსაც გავაკონტროლებდით, ადამიანებსაც მეტი დრო ექნებოდათ. რიგების კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია თუ 24-ში გავიხსნებით. ეს გამოიწვევს ხალხის ნაკადების მატებას. მომხმარებელს უთხრა, რომ ხვალიდან ვიკეტებით გამოიწვევს იმას,  რაც მოხდა ბოლო კვირებში შავი პარასკევის პერიოდში. „შავი პარასკევი“ მთელი კვირა გვქონდა, ორშაბათიდან ხუთშაბათამდე ხალხი არ იყო,  მერე დაკეტვა დაანონსეს და ხალხმაც იმატა. მექანიზმები გვაქვს, მაგრამ ამაზე პასუხისმგებელი ჩვენ არ ვართ. ახლა პასუხისმგბლობის აღება სახელმწიფოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შეუძლბელია, ჩვენ ჩვენი ვერსია შევთავაზეთ და მაშინ შეგვეძლო პასუხისმგბლობის აღება მაგრამ გვეუბნებიან რომ არა, ჩვენი ვერსიით აიღეთო,  ეს გვიჭირს. ალბათ შეხვედრისას პირველი მას ავუხსნით,“ - განმარტა ლევან მესხელმა.

წყარო:https://commersant.ge/

sport
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way