ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, ის ხვალ შეხვდება ვაჭრობის ინდუსტრიას და სექტორისგან მოისმენს, თუ რა პასუხისმგებლობას იღებენ და გახსნის შემთხვევაში როგორ აპირებენ მომხმარებლების რიგების მართვას. თურნავას თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ იმსჯელებს მთავრობა 24 დეკემბრიდან რეგულაციების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებაზე.
„სითი მოლის“ დირექტორმა ლევან მესხელის განცხადებით, 24 დეკემბრიდან ერთი კვირით საახალწლო ვაჭრობის შესაძლებლობა დროის სიმცირის გამო მომხმარებლის ნაკადების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს , შესაბამისად ნებისმიერი მექანიზმი შესაძლოა უძლური იყოს ნაკადების სწორი გადანაწილებისთვის. თუმცა, მისივე თქმით, ეს შედეგი არ დადგებოდა, თუკი მოლებს შეთავაზებისამებრ 15 დეკემბრიდან ექნებოდათ მუშაობისა და ყველა მომხმარებლის დაკმაყოფილების საშუალება.
„კონკრეტული გეგმა ლოქდაუნის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ წარვადგინეთ სამინისტროში და ვუთხარით, რომ 24 დეკემბრიდან სავაჭრო ცენტრების გახსნა ძალიან რთული იქნება და გამოიწვევს რიგებს. ჩვენ გვინდა იმის საშუალება გვქონდეს, რომ ეს ნაკადები გადავანაწილოთ და ამის მექანიზმი და ბერკეტები შევთავაზეთ მთავრობას. პასუხისმგებლობასაც იმ შემთხვევაში ვიღებდით, თუ 15 დეკემბრიდან გაიხსნებოდა მოლები და ამ ბერკეტებით რიგებსაც გავაკონტროლებდით, ადამიანებსაც მეტი დრო ექნებოდათ. რიგების კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია თუ 24-ში გავიხსნებით. ეს გამოიწვევს ხალხის ნაკადების მატებას. მომხმარებელს უთხრა, რომ ხვალიდან ვიკეტებით გამოიწვევს იმას, რაც მოხდა ბოლო კვირებში შავი პარასკევის პერიოდში. „შავი პარასკევი“ მთელი კვირა გვქონდა, ორშაბათიდან ხუთშაბათამდე ხალხი არ იყო, მერე დაკეტვა დაანონსეს და ხალხმაც იმატა. მექანიზმები გვაქვს, მაგრამ ამაზე პასუხისმგებელი ჩვენ არ ვართ. ახლა პასუხისმგბლობის აღება სახელმწიფოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შეუძლბელია, ჩვენ ჩვენი ვერსია შევთავაზეთ და მაშინ შეგვეძლო პასუხისმგბლობის აღება მაგრამ გვეუბნებიან რომ არა, ჩვენი ვერსიით აიღეთო, ეს გვიჭირს. ალბათ შეხვედრისას პირველი მას ავუხსნით,“ - განმარტა ლევან მესხელმა.
წყარო:https://commersant.ge/