USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
Тбилиси
КАЗ - პირველი სატვირთო ავტომობილი, რომელიც ქუთაისში გერმანიიდან ჩამოტანილ „ბე-ემ-ვეს“ ქარხნის კონვეიერზე გამოუშვეს
дата:  3802

ქუთაისის ავტოქარხანა ერთ-ერთი უძველესი საწარმო იყო კავკასიაში. მისი წარმოება 1945 წლის აპრილში დაიწყო. ამბობენ, რომ ლავრენტი ბერია ჯერ კიდევ 1937 წლიდან ოცნებობდა (როცა ის საქართველოს ცეკას პირველი მდივანი იყო), რომ მის სამშობლოში ავტოინდუსტრიული წარმოება ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ 1945 წელს დაითანხმა სტალინი, ხელი მოეწერა ბრძანებისათვის ქუთაისში საავტომობილო ქარხნის აშენების თაობაზე. იმასაც ამბობენ, რომ ქუთაისში მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიიდან წამოღებული „ბე-ემ-ვეს“ ქარხნის კონვეიენერები დაამონტაჟეს.

1951 წელს ქუთაისმა პირველი სატვირთო ავტომობილი „ზის-150“ გამოუშვა, რომელსაც მალე სახელი შეეცვალა „კაზ-150“ (Кутаиский Автомобилский Завод) დაარქვეს. პირველი ავტომობილის საჭესთან სწორედ ბერია მჯდარა, მას ერგო კონვეიერიდან მისი ჩამოყვანის პატივი. ბერიამ ავტომობილი ჯერ ჩამოაგორა, შემდეგ ძრავა ჩართო, უზარმაზარი საამქროდან გაიყვანა და ავტოქარხნის ტერიტორიას საპატიო წრე დაარტყა. კვლავ უკან რომ დაბრუნდა, ავტომობილის გასაღები გამომცდელ მძღოლს გადასცა და წარმატებები უსურვა. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ბერიას უნდოდა, ქუთაისის ავტომობილებზე აბრევიატურა ქართულ ენაზე ყოფილიყო. სტალინის გარდაცვალების მერე თავისი ჩანაფიქრის განხორციელებასაც შეუდგა და შესაბამისი სამარკო ნიშნებიც ქართულად ჩამოასხმევინა, თუმცა, ბერიას მკვლელობის შემდეგ ისინი გადაადნეს.

ლავრენტი ბერიას ასევე სურდა, „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანებიც გამოეშვა ქუთაისის ავტოქარხანას და საგანგებოდ, ინჟინერთა ჯგუფიც კი გაგზავნა აშშ-ში, კერძოდ, დეტროიტში, მაგრამ მის გეგმას განხორციელება არ ეწერა – ბერია შეთქმულების ბრალდებით ჯერ დაიჭირეს, შემდეგ დახვრიტეს.

ხრუშჩოვს კი, საერთოდ, ქარხნის დახურვა და რუსეთში გადატანა უნდოდა. თუმცა, მას აუხსნეს, რომ ეს „ოპერაცია“ ძალიან ძვირი დაჯდებოდა და გადაიფიქრა.

უნდა ითქვას, რომ ლავრენტი ბერიას სურდა, „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანებიც გამოეშვა ქუთაისის ავტოქარხანას და საგანგებოდ, ინჟინერთა ჯგუფიც კი გაგზავნა აშშ-ში, კერძოდ, დეტროიტში, მაგრამ მის გეგმას განხორციელება არ ეწერა – ბერია შეთქმულების ბრალდებით ჯერ დაიჭირეს, შემდეგ დახვრიტეს. ქუთაისმა კი სატვირთო ავტომობილების წარმოება გააგრძელა. ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლამდე ქუთაისი უშვებდა შემდეგ სერიულ სატვირთო მანქანებს:  КАЗ-130 – შექმნილი იყო ЗИЛ-164-ის ბაზაზე; КАЗ-605 – გამოყენებული იყო ЗИЛ-164-ის აგრეგატები; КАЗ-606 – გამოყენებული იყო ЗИЛ-164-ის აგრეგატები; КАЗ-608 – გამოყენებული იყო ЗИЛ-130-ის აგრეგატები; КАЗ-608В – გამოყენებული იყო ЗИЛ-130-ის აგრეგატები; КАЗ-4540 – თვითმცლელი (1984-1998).

გარდა ამისა, აქვე გამოდიოდა ჯავშანტრანსპორტიორებიც: Объект-1015; Объект-1020; Объект-1030; Объект-1040; Объект-1045. საინტერესოა, რომ ამათგან ყველაზე ეფექტური და წარმატებული იყო  Объект-1015, რომელსაც საბოლოოდ БТР-60-მა აჯობა.

ისევ სატვირთო ავტომობილების ისტორიას დავუბრუნდეთ: 1958 წლის ბოლოსთვის ქუთაისმა გამოუშვა КАЗ-605 – ბორტებიანისთვის და КАЗ-606 – უნაგირა გამწესთვის. ამ მანქანებს ეწოდათ პირველად „კოლხიდა“. წლებთან ერთად იხვეწებოდა მოდელები და წარმოებაც იზრდებოდა. ქუთაისური ავტომობილები მთელ კავშირში გამოიყენებოდა, – სამშენებლო სამუშაოებისათვის, ტვირთების გადაზიდვებისთვის და აეროპორტებშიც კი.

ყველაზე მასიურ მოდელს КАЗ-4540 წარმოადგენდა, რომელიც ავტოქარხანამ 1982 წელს გამოუშვა. მაქსიმალურ 80კმ/სთ სიჩქარეზე, მანქანის ტვირთამწეობა 6000 კგ-ს აღწევდა. საერთოდ, ყოველწლიური წარმოება 5000-ზე მეტი იყო. მას შემდეგ, რაც საბჭოეთი დაიშალა, ქუთაისის ავტოქარხანასაც პრობლემები შეექმნა – 1996 წელს ბოლო შეკვეთა შეასრულა – 40 ავტომობილი გამოუშვა და ქარხანაც გაჩერდა.

6 წლის შემდეგ, 2002 წელს, ინდოეთიდან ჩამოტანილი ნაწილებით ყველგანმავალ „მაჰინდრას“ პრეზენტაცია შედგა, მაგრამ… ეს მხოლოდ პრეზენტაცია იყო. 2009 წელს, თითქოს გერმანული კომპანია „МАN“ აპირებდა სატვირთო ავტომობილების აწყობას, მაგრამ ეს პროექტიც ჩაიშალა.

საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ მიზნად დაისახა, ქუთაისისთვის საბოლოოდ დაებრუნებინა ინდუსტრიული ქალაქის სტატუსი და ეს მოვლენა უკვე ახლოსაა.

2019 წლის იანვარში კომპანია „აიგრუპმა“ ქუთაისში ინდუსტრიულ კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, სადაც ელექტრომობილების საწარმოს გარდა,  სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოებიც განთავსდა. მათი სრული დატვირთვის შემდეგ კომპლექსში 3000-მდე ადამიანი დასაქმდება, თანაც ადგილობრივი.

ამ გრანდიოზული პროექტის მიხედვით, ქარხანა ოთხი მოდელის ელექტრომობილს გამოუშვებს. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით: „Made in Georgia“ კი ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. დაგეგმილია ყოველწლიურად 40 ათასი ელექტრომობილის გამოშვება. მათი დიზაინი ყველასათვის კარგად ნაცნობი ზვიად ციკოლიას შემუშავებულია.

ამავე დროს, პარალელურად, ჩინური „ჩანგანის“ მოდელები ჩაეშვება წარმოებაში. სულ, როგორც აღვნიშნეთ, პირველ ეტაპზე ოთხი სხვადასხვა კლასის ელექტრომობილები გამოვა: ჯერ EADO-ს სედანი და ჰეჩბექი, რომელთა გამავლობა ერთ სრულ დამუხტვაზე 450 კილომეტრია, თუმცა, ტექნოლოგიური დახვეწის შედეგად მონაცემები ყოველწლიურად გაიზრდება. გარკვეული დროის შემდეგ დაემატება შედარებით მცირე, A-კლასის მოდელი, რომლის გამავლობა 250 კილომეტრია. პარალელურად, განიხილავენ ქუთაისური „BENNI“-ს ახალ მოდელს გაორმაგებული სიმძლავრის ძრავითა და გაძლიერებული ბატარეით. ამის შემდეგ კი ჯიპების (CS55 EV Jeep და CS15 EV Jeep) წარმოება დაიწყება, რომლებიც ერთი დამუხტვით 600 კილომეტრის დაფარვას შეძლებენ.

ქუთაისში წარმოებული მანქანების დიდი ნაწილი ექსპორტზე გავა და ამით ქართულ ეკონომიკას დიდად წაადგება, ნაწილი კი საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება გათვალისწინებული. ბევრს აინტერესებს მათი ფასი, მაგრამ ეს ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ცნობილია ის, რომ საქართველოში მათი შეძენის მსურველთათვის მუშავდება სპეციალური ლიზინგი, რაც ადგილობრივ მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომს გახდის ქუთაისური მანქანების შეძენას.

спорт
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати